მანე „ბაიერნში“ 32 მილიონად გადავიდა

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ლივერპულის“ სენეგალელი ფორვარდი, სადიო მანე კარიერას „ბაიერნში“ გააგრძელებს. ინგლისურმა კლუბმა მის სანაცვლოდ 32 მილიონი ევრო უკვე მიიღო და დამატებით 9 მილიონს იმ შემთხვევაში მოიგებს, თუ გერმანული გრანდი შიდა ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე იმარჯვებს. 30 წლის ფორვარდი „ლივერპულში“ წლიურად 12 მილიონ ევროს იღებდა, გერმანიაში კი წლიურად 20 მილიონს მიიღებს. ეს ყველაფერი რეკორდმაისტერისთვის დიდი ხარჯია და ამიტომ, ისინი ცდილობენ მაქსიმუმი მიიღონ რობერტ ლევანდოვსკის გაყიდვით, რომლის გადაბირებაც „ბარსელონას“ სურს. არადა, 21 აგვისტოს ლევანდოვსკი 34 წლის ხდება, რაც თავდამსხმელისთვის პატარა ასაკი ნამდვილად არ არის. ამის მიუხედავად, „ბარსელონა“ მზადაა, მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა...

„გადახედეთ რობერტის სტატისტიკას და ნახავთ, რომ ის ნამდვილი ბომბარდირია. ამიტომ, მის სანაცვლოდ 60 მილიონი გვსურს“, - ნათქვამია გერმანული კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რაც პოლონელის კატალონიური კარიერის პერსპექტივას უდიდეს კითხვის ნიშანს უსვამს. 60 მილიონს „ბარსელონა“ ნამდვილად არ გადაიხდის.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე