მშვიდობით! - მანე „ლივერპულს“ ტოვებს

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მას შემდეგ, რაც „ლივერპულმა“ ვერც ინგლისსის ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალიც დათმო, კლუბის სენეგალელმა ფორვარდმა, სადიო მანემ გუნდის დატოვება გადაწყვიტა. არადა, წლებია, მანე „მერსისაიდელთა“ მთავარი კაცია და გუნდის წარმატებებში მნიშვნელოვან როლსაც ასრულებდა. წელსაც, 30 წლის ფეხბურთელმა 23 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ თანაგუნდელ მოჰამედ სალაჰს ჩამორჩა.

ძალიან დიდი ალბათობით, მანე კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს, საიდანაც რობერტ ლევანდოვსკი წავიდა და გერმანელები ახლა მისი შემცვლელის ძიებაში არიან, თუმცა მანეს გადაბირება იოლი არ იქნება, მას „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და ინგლისელები სენეგალელის სანაცვლოდ, 60 მილიონის მიღებას გეგმავენ.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე