ალი რინგს დაუბრუნდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასულ კვირას, პროფესიონალურ კრივში სადებიუტო შეხვედრა გამართა ვინმე, ნიკო ალიმ. კოვიდრეგულაციებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ეს მოკრივე ყველასთვის უცნობია, დარბაზში ხალხი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, ტრიბუნებზე დასაშვებზე მეტი ადამიანი მოგროვდა. საქმე ის გახლავთ, რომ ნიკო ლეგენდარული მოკრივის, მუჰამედ ალის შვილიშვილია და სადებიუტო შეხვედრა... ბაბუის ტრუსებით ჩაატარა.

ტრუსების ბრალია თუ გენების, ვერ გეტყვით, მაგრამ ნიკომ პირველი შეხვედრა მოიგო. მართალია, ბაბუასავით დამაჯერებელი არ ყოფილა, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ მას დიდი მომავალი აქვს. ნამატჩევს, ნიკომ განაცხადა, ამ ტრუსებს აღარასოდეს ჩავიცვამ, რადგან რომ დამიზიანდეს, თავს ვერ ვაპატიებო. ისე, კრივის ექსპერტები აღიარებენ, რომ სპორტის ამ საეხობაში ალის, ტაისონის, ჰოლიფილდის და ლუისის დარი დიდი ჩემპიონები აღარ არიან და ეს ვაკუუმი, შესაძლოა, სწორედ ნიკომ შეავსოს.