კონფლიქტი საყურეების გამო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მას შემდეგ დატოვა, რაც გუნდის თავკაცთან, ერიკ ტენ ჰაგთან ურთიერთობა ვერა და ვერ ააწყო. ნიდერლანდელი სპეციალისტი პორტუგალიელს არ ათამაშებდა და იმასაც ამბობდა, არ ვაპირებ, გუნდი მასზე ავაწყოო. არადა, რონალდუმ მას შემდეგ არაერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლეს დონეზე თამაში ისევ შეუძლია და ტენ ჰააგი შეცდა.

„პირველი კონფლიქტი პირველივე ვარჯიშზე დაიწყო, როცა მწვრთნელმა ყველა ფეხბურთელს საყურეების მოხსნა მოსთხოვა. მას ყველა დაემორჩილა რონალდუს გარდა და მწვრთნელმა თანაშემწეს, სტივ მაკლარენს უთხრა, პრობლემა მოეგვარებინა. მაკლარენსა და რონალდუს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, შესაბამისად, ცხადი იყო, რომ კრიშტიანუ მას უარს ვერ ეტყოდა, ჰოდა, გაბრაზებულმა, 1000 ფუნტად ნაყიდი საყურეები მოიხსნა და მოისროლა. სწორედ მას შემდეგ გადაწყვიტა ტენ ჰააგმა, რომ რონალდუ არ სჭირდებოდა“, - განაცხადა „მანჩესტერის“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე