მარსელო და ბურთები

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულ ფეხბურთელს, მარსელო ვიეირა და სილვა ჟუნიორს, ან უბრალოდ მარსელოს, ყველა კარგად იცნობს. მხოლოდ „სამეფო გუნდში“, მას 22 ტიტული აქვს მოგებული და მთელი 12 წლის განმავლობში, ამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო. ჰოდა, ახლა, ვეტერანმა მოთამაშემ ძალიან საინტერესო ისტორია გაამხილა და გაამხილა მას შემდეგ, რაც ერთსა და იმავე მაღაზიაში, არაერთხელ და ორჯერ, უამრავი ბურთი შეიძინა.

„როცა 10 წლის ვიყავი, დედას ვთხოვე, ჩემთვის ბურთი ეყიდა, მაგრამ მან მითხრა, რომ ფული არ ჰქონდა. ამის შემდეგ, ჩვენს უბანში, ბურთების გამყიდველთან მივედი და ვთხოვე, ერთი ბურთი მაჩუქე და დიდი ფეხბურთელი რომ გავხდები, ორმაგად გადაგიხდი-მეთქი. ჩემს ნათქვამზე გამყიდველს გულიანად გაეცინა და მითხრა, არ მინდა ორმაგი, ბედნიერი ვიქნები, თუ შენ დიდ ფეხბურთს ითამაშებ და საუკეთესო ბურთი მაჩუქა. მას შემდეგ, როცა მშობლიურ ქალაქში ჩავდივარ, აუცილებლად მივდივარ იმ მაღაზიაში და ვყიდულობ ყველა ბურთს, რომელიც გასაყიდად არის გამოტანილი, შემდეგ ამ ბურთებს იმ ბიჭებს ვურიგებ, რომლებსაც მისი შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ. ვინ იცის, ეგებ, ახალი ვარსკვლავი სწორედ ასე დაიბადოს“, - განაცხადა მარსელომ და ის კი აღარ უთქვამს, რომ ბურთების გამყიდველ კაცს, თავის დროზე, უზარმაზარი სახლი აჩუქა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე