კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, ვინც კარიერაში 900 გოლი გაიტანა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ოფიციალურ მატჩებში 900 გოლი გაიტანა.

CNN-ის ცნობით, თავისი მე-900 გოლი რონალდუმ გუშინ, ერთა ლიგის პირველ ტურში, ხორვატიასთან საშინაო მატჩში გაიტანა.

„ეს ბევრს ნიშნავს. დიდი ხანია მინდოდა ამ ზღვრის გადალახვა. ვიცოდი, რომ ამ მაჩვენებელს მივაღწევდი“, - განაცხადა რონალდუმ მატჩის შემდეგ.

რონალდუს ანგარიშზეა 131 გოლი პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში, 5 „სპორტინგში“ თამაშის დროს, 450 გოლი მან „რეალის“ მაისურით გაიტანა, 145 „მაჩნესტერ იუნაიტედში“ თამაშისას, 101 „იუვენტუსში“, 51 კი „ალ-ნასრში“.