11 აგვისტოს, ფინალში, გივი მაჭარაშვილი ახმედ ტაჟუდინოვს შეხვდება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (97კგ) ფინალის საგზური მოიპოვა.

ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა თავისთვის პრინციპული მეტოქე, აზერბაიჯანის სახელით გამომსვლელი მაგომედხან მაგომედოვი 5:0 დაამარცხა.

ფინალში ევროპის ორგზის ჩემპიონის, გივი მაჭარაშვილის მეტოქე ბაჰრეინის წარმომადგენელი ახმედ ტაჟუდინოვი იქნება. ოქროს მედლისთვის შეხვედრა ხვალ, 11 აგვისტოს ჩატარდება.