106 ახალი სტატია

ძალიან კოშმარული სიმართლე - პედოფილია და ინცესტი ცნობილ ადამიანებში

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინცესტის სკანდალმა საფრანგეთის ელიტურ ოჯახში მრავალი მსგავსი ფაქტი გამოამჟღავნა და საქმე იქამდეც მივიდა, რომ განადგურებულ ცხოვრებასა და მოპარულ ბავშვობაზე საუბარი ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც მოუწია   

ბრალმდებელი და

ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთის მოქალაქეების თითქმის შვიდი მილიონი ადამიანი ბავშვობაში პედოფილიის ან ინცესტის მსხვერპლი იყო. როგორც წესი, კლასში ორი ან სამი მოსწავლე ექვემდებარება ოჯახურ ძალადობას, თუმცა ამას მხოლოდ ათი პროცენტი აღიარებს ს, მსხვერპლთა აბსოლუტური უმრავლესობა კი ამჯობინებს, მთელი ცხოვრება გაჩუმდეს.
ცოტა ხნის წინ, კონსტიტუციური სამართლის დარგის წამყვანი ექსპერტის და ძალიან ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ოლივიერ დუშამელის გარშემო სკანდალი ატყდა. ის სათავეში უდგას ფონდს, რომელიც აკონტროლებს Science Po-ს - უმაღლესი განათლების ცნობილ ინსტიტუტს, პოლიტიკური და დიპლომატიური ელიტის კადრების სამჭედლოს. ასევე, თავმჯდომარეობს დახურულ სუპერ-ელიტურ კლუბ Le Siecle- ს. ერთი სიტყვით, ის ნაღები საზოგადოების ყველაზე მაღალი ელიტის წარმომადგენელია და ეჭვმიტანილია იმაში, რომ გარყვნილება ჩაიდინა 1980-იან წლებში. დაზარალებულის დამ, მწერალმა კამილა კუშნერმა წარადგინა ბრალდება, ანუ წიგნში "La Familia grande" ("დიდი ოჯახი") მან თქვა, რომ დუშამელმა, რომელიც მისი მამინაცვალია, მის ტყუპ ძმაზე იძალადა . ამას სოციალური მედიით ასობით მსგავსი აღიარება მოჰყვა.

ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე

კამილა კუშნერის ოჯახი საფრანგეთის პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის ცნობილი წარმომადგენლია. მამა - საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, „ექიმები საზღვრებს გარეშე" თანადამფუძნებელი ბერნარ კუშნერია. დედა, ეველინ პიზიე, ცნობილი აქტივისტი, ფრანგული ფემინიზმის ხატი და ფიდელ კასტროს ყოფილი საყვარულია. მათ სამი შვილი ეყოლათ: უფროსი ვაჟი ჟიულიენი და ტყუპი კამილა და ვიქტორი (სახელი შეცვლილია).
1980-იანი წლების შუა პერიოდში, კუშნერთან განშორების შემდეგ, პიზიე ცოლად გაჰყვა მემარცხენეთა ელიტის კიდევ ერთ წარმომადგენელს - ოლივიე დუშამელს. მან პიზიერის შვილები ისე გაზარდა, როგორც საკუთარი.
დიდ ოჯახში კამილა კუშნერი აღწერს ზაფხულის არდადეგებს სანარი-სურ-მერში. ტკბილი ცხოვრება: ლამაზი სახლი აუზით, ზეთისხილის ხეები, კაშკაშა მზე, შიშველი ბანაობები, სამაგიდო თამაშები, პოკერი და პეტანკი. მოსამართლეები, იურისტები, სოციოლოგები, ფილოსოფოსები, უნივერსიტეტის პროფესორები - მომავალი მინისტრები, მოკლედ, მაღალი საზოგადოება იკრიბებოდა აქ დუშამელის მოსანახულებლად. ლიბერალური არისტოკრატია თავს სოციალისტებს უწოდებდა და ამგვარ ბურჟუაზიული ცხოვრების წესს ეწეოდა.
მოდუნებულ ატმოსფეროში, სადილის ან ვახშმის დროს, სიგარეტით და ერთი ჭიქა ვარდისფერი ღვინით, მოზარდები საათობით კამათობდნენ საფრანგეთისა და მსოფლიოს მომავალზე, კარლ მარქსის, შარლ დე გოლისა და მაო ძედუნის შესახებ, ასევე, კონსტიტუციურ რეფორმასა და საყოველთაო საარჩევნო უფლებაზე.

სიტყვებით ისინი თავისუფლების, მათ შორის, სექსუალური თავისუფლების ერთგულნი იყვნენ.

"ზოგიერთი მშობელი შვილებს ტუჩებში კოცნიდა. ჩემი მამინაცვალი ფლირტაობდა მეგობრების ცოლებთან, მისი მეგობრები ძიძებს დასდევდნენ. ახალგაზრდებს ხნიერი ქალებს სთავაზობდნენ. მახსოვს, როგორ მიყურებდა მამინაცვალი, როდესაც მე, პატარამ, დავინახე, როგორ ეფერებოდა ის მეგობრის ცოლის ფეხს მაგიდის ქვეშ, რომელთანაც ვისადილეთ. მახსოვს, იმ ქალს სიცილი აუტყდ და მახსოვს დედას ახსნაც: „ვიცი, ჩემო ძვირფასო, ამაში არაფერია ცუდი. სექსი ჩვენი თავისუფლებაა“, - წერს კუშნერი.

ბნელი მხარე

1986 წელს, ეველინ პიზიერის მამამ თავი მოიკლა. 1988 წელს, ასევე, თავი მოიკლა დედამაც. ეველინი დეპრესიაში ჩავარდა და მწუხარება ღვინოში ჩაახშო. ტყუპების მამა ბერნარ კუშნერი გატაცებული იყო პოლიტიკური კარიერით და იშვიათად ატარებდა დროს შვილებთან. მათ პატრონობდა მამინაცვალი, რომელიც იდეალური ჩანდა.
როდესაც კამილა და ვიქტორი თოთხმეტი წლისანი იყვნენ, ძმამ თავის დას უთხრა: „მან (მამინაცვალმა) შაბათ-კვირას წამიყვანა, გახსოვს? იქ, საძინებელში, ჩემს საწოლთან მოვიდა და მითხრა:“ ამას ყველა აკეთებს. „მან მიმიხუტა, შემდეგ კი ... იცი", - იგი ცდილობდა დაენახა პასუხი დის თვალებში, გაეგო მომხდარი ცუდი იყო თუ ყველაფერი რიგზე იყო. გოგონას პირველი რეაქცია: ცუდი არ არის, არა. ეს მამინაცვალია, ახლო ადამიანი, იგი მათთვის კარგს ისურვებს და, ალბათ, ნამდვილად ამზადებს მათ ზრდასრული ცხოვრებისთვის, თავისუფლებისთვის.
მამინაცვლის მხრიდან შევიწროება, მინიმუმ, ორი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ძმა ევედრებოდა საიდუმლოს შენახვას, რადგან მას ძალიან რცხვენოდა. "არ ვიცი გავბრაზდე თუ არა. ის ჩემთვის სასიამოვნოა, გესმის", - აღნიშნა ვიქტორმა ერთხელ. მან ასევე, ჰკითხა: "დამეხმარე, ვუთხრა მას არა, გთხოვ". ბავშვებს არავინ ჰყავდათ, ვისთვისაც გამოცდილება უნდა გაეზიარებინათ. დუამელმა ოსტატურად გამოიყენა ცოლის დეპრესია და ბავშვებს უთხრა, რომ ახლა იგი დაუცველია, მას ხელი არ უნდა შეუშალონ: ”მოგვიანებით ვეტყვით”.
ასეა თუ ისე, ეჭვმა, სიჩუმემ და დანაშაულმა დაანგრია კამილას ცხოვრება. „მე ვარ დამნაშავე, რომ არ შევაჩერე ჩემი მამინაცვალი”, - თქვა მან.

მხოლოდ ოცი წლის შემდეგ, 2008 წელს, კამილამ თავის უფროს ძმასთან ერთად დაარწმუნა ვიქტორი, რომ დედისთვის ეთქვა ყველაფერი, ეს აუცილებელი იყო ოჯახის უმცროსი ბავშვების დასაცავად (1980-იანი წლების ბოლოს ჩილედან ბიჭი და გოგო იშვილეს). ეველინი შოკირებული იყო, მაგრამ შემდეგ ქმარს მიემხრო. მან აუხსნა, რომ ნანობდა ჩადენილ საქმეს, ამით თავს იწამებდა და ასევე, რომ ვიქტორი არასდროს ყოფილა წინააღმდეგი.
კამილა კუშნერის აზრით, ოჯახურ გარემოში ბევრმა - საზოგადოებრივმა, მაღალჩინოსანმა პირმა იცოდა სიტუაცია. ამასთან, მათ ამჯობინეს, არაფერი შეემჩნიათ. ბავშვების დასაცავად ისაუბრა მხოლოდ ეველინის უმცროსმა დამ, მსახიობმა მარი-ფრანს პიზიემ, რომელსაც კამილა კუშნერმა მიუძღვნა თავისი წიგნი. იგი გააფთრებული იყო, მოითხოვა დუამელის პასუხისგებაში მიცემა და მოსთხოვა დას განქორწინებულიყო და მასთან გადასულიყო, მაგრამ იგი დუამელთან დარჩა. ამ კონფლიქტის გამო დები, რომლებიც ბავშვობიდან ძალიან ახლოს იყვნენ, სამუდამოდ დაშორდნენ. 2011 წელს, მარი-ფრანს პიზიე გარდაიცვალა. ის აუზის ძირში იპოვნეს, თავი და მხრები მძიმედ გაჭედილი ბაღის სავარძლის სამაგრებით ჰქონდა შეკრული. გაკვეთამ აჩვენა, რომ ფილტვებში ცოტა წყალი და სისხლში ალკოჰოლის დიდი შემცველობა იყო, ასევე ანტიდეპრესანტები და ანალგეტიკები.
"მე არასოდეს მიფიქრია, რომ მან თავი მოიკლა. მხოლოდ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამბავმა მოკლა ", - თქვა ჯულიენ კუშნერმა წიგნის გამოქვეყნების შემდეგ.

მარი-ფრანსის სიკვდილის გამოძიებისას, პირველად გამოჩნდა ინცესტი: გარდაცვლილის მეგობარმა შეატყობინა გამომძიებლებს, რომ დების დაშლა დუამელთან იყო დაკავშირებული. წინასწარი გამოძიება დაიწყო, მაგრამ სწრაფად შეჩერდა. მათ შორის, ვიქტორის თხოვნით, რომელიც უკვე დაქორწინებული იყო, შვილები გაზარდა და ეშინოდა, რომ საჯაროობა ზიანს მიაყენებდა მის ოჯახს და კარიერას. 2017 წელს, ეველინ პისიერი გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ორიოდ კვირით ადრე მან ნახა ქალიშვილი, რაც 2008 წლის შემდეგ იშვიათობა იყო. „მესმის, როცა მოვკვდები, თქვენ ოლივიეს დაეტაკებით,“- თქვა დედამ. ტონი აგრესიული იყო და კამილა კუშნერმა არ იცის ეს კიდევ ერთი საყვედური იყო თუ რაიმე სახის ნებართვა.
ასეა თუ ისე, კამილას სურდა გაქცევა „დიდი ოჯახისგან", რომელიც სიჩუმის კოდს პატივს სცემს და მალავს საშინელ სიმართლეს. კამილა კუშნერმა წიგნზე დაიწყო მუშაობა. ტექსტი ფარულად მომზადდა და მის გამოქვეყნებამდე დუამელმა არაფერი იცოდა .

#MeTooInceste
პუბლიკაციამ ბომბის აფეთქების ეფექტი მოახდინა და წიგნი სწრაფად გავრცელდა. თითქმის დაუყოვნებლივ დუამელმა განაცხადა, რომ ტოვებს ყველა თავის პოზიციას. რამდენიმე დღის შემდეგ ვიქტორმა ოფიციალური საჩივარი შეიტანა პოლიციაში. ფორმალურად, საქმეში ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა, მაგრამ ზოგჯერ შესაძლებელია გამონაკლისებიც.
რა თქმა უნდა, წიგნში ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ მასში აღწერილი მოვლენები ეხება საფრანგეთის ელიტას, "ხალხს ტელევიზიიდან". ამასთან, თავად კამილა კუშნერი ხაზს უსვამს ინცესტის პრობლემის ყოფიერებას.

"ეს მხოლოდ ჩემი გარემოა: ცნობილი მშობლები, საზოგადოების გარემოცვაში მყოფი ადამიანები, მაგრამ ინცესტი, ძალადობა, ბავშვზე ძალადობა ყველგანაა გავრცელებული. მე მოვყევი ჩვენი პირად ამბავი, მაგრამ მინდა მოვუწოდო: ფრთხილად იყავით! ინცესტი ყველგან არის", - თქვა მან სატელევიზიო ინტერვიუში.
ჰეშთეგი #MeTooInceste პოპულარობას იძენს საფრანგეთის სოციალურ მედიაში. ათასობით ადამიანი იზიარებს ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებულ პირად ისტორიებს. კუშნერის წიგნი ბევრს დაეხმარა დუმილის ხანგრძლივი აღთქმის დარღვევაში.
სახელმწიფოს მეთაურსაც კი მოუწია რეაგირება.

"დღეს კრიმინალების მიერ დაცული სიჩუმე საბოლოოდ აფეთქდა. ეს მოხდა მისი დის გამბედაობის წყალობით, რომელიც ვეღარ დუმდა. შემდეგ კი - ათასობით ადამიანის წყალობით, რომლებმაც გაამჟღავნეს გატეხილი ცხოვრების საიდუმლო, მოპარული ბავშვობა", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დსა პირობა დადო, რომ გააუმჯობესებს კანონმდებლობას ბავშვების დაცვის შესახებ, ხელისუფლება მეტ ყურადღებას გაამახვილებს ბაგა-ბაღებში და სკოლებში ჩატარებულ პრევენციულ საუბრებზე და დაზარალებულებს ფსიქოლოგიური დახმარებისთვის გამოყოფს დამატებით თანხებს.