უხილავი საფრთხე ორგანიზმისთვის - რას ნიშნავს კოდი E პროდუქტის ეტიკეტზე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოდესმე დაფიქრებულხართ, რას ნიშნავდა - E -საკვები დანამატის ნომრები  საკვების შეფუთვაზე არსებული ინგრედიენტების სიაში და რა გავლენა აქვთ მათ ორგანიზმზე?

ემულგატორები არის საკვები დანამატები, ისინი რამდენიმე ათწლეულია კვების მრეწველობაში გამოიყენება და მათი მავნებლობის შესახებ ბევრჯერ გვსმენია, თუმცა, არც თუ ისე ბევრმა იცის რა იმალება რეალურად ამ იდუმალი Е-ს მიღმა.

საკვების მწარმოებლები ამატებენ ემულგატორებს საკვებს, რათა უზრუნველყონ მათი სტრუქტურა, ტექსტურა, გემო და შენახვის ვადა.

ემულგატორები ტრადიციულად მზადდება მცენარეული და ცხოველური წყაროებიდან, მაგრამ არსებობს მრავალი სინთეზური ემულგატორი. ემულგატორები ემატება დამუშავებულ საკვებს, როგორიცაა მაიონეზი, ნაყინი, შოკოლადები, არაქისის კარაქი, ნამცხვრები, ნაღების სოუსები, მარგარინი და ცომეული, რათა თავიდან აიცილონ მათი ზეთისა და წყლის კომპონენტების გამოყოფა. ემულგატორები ასევე ანიჭებენ  საკვებს გლუვ ტექსტურას და ზრდის მათ შენახვის ვადას.

საკვების გარდა კიდევ რა შეიძლება შეიცავდეს ემულგატორებს

საკვები პროდუქტების გარდა, ფარმაცევტული, პირადი ჰიგიენის და კოსმეტიკური საშუალებები შეიცავს ემულგატორებს. 

მავნეა თუ არა ემულგატორები თქვენი ჯანმრთელობისთვის?

ეს  დამოკიდებულია სახეობაზე. ზოგიერთი მათგანი ბუნებრივად მიიღება საკვებიდან, როგორიცაა კვერცხი ან თესლი, ზოგი კი ადამიანის მიერ არის შექმნილი და პოტენციურად უფრო რთული მოსანელებელია.  რამდენიმე კვლევის თანახმად, ემულგატორები შეიძლება უარყოფითად მოქმედებდნენ თქვენს ჯანმრთელობაზე. ბევრი ამ საკვები დანამატებიდან დაშვებულია მოხმარებაში და ითვლება უსაფრთხოდ, თუმცა, მაინც არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები ამ საკითხის მიმართ. კვების მრეწველობის სპეციალისტების გვარწმუნებენ, რომ Е ინდექსი არც ისე საშიშია, რადგან მათი მოხმარება დაშვებულია მრავალ ქვეყანაში და არა აქვთ უკუჩვენებები. თუმცა, ეკოლოგებს და ექიმებს აქვთ განსხვავებული მოსაზრება – მრავალრიცხოვან საკვებ დანამატებს აქვთ თვისება დაგროვდნენ ორგანიზმში და გამოიწვიონ სხვადასხვა რეაქციები: დაწყებული კუჭის პრობლემების გამწვავებიდან დამთავრებული სერიოზული დაავადებებით.

2021 წლის კვლევის მიხედვით, საკვების ემულგატორები ზრდის ნაწლავის ანთების რისკს. კვლევამ აჩვენა, რომ ორი სინთეზური ემულგატორი - კარბოქსიმეთილცელულოზა და პოლისორბატი 80 - მკვეთრად მოქმედებს ნაწლავის მიკრობიომზე და ზრდის ანთების რისკს.

2017 წლის სხვა კვლევამ გამოავლინა ემულგატორების მავნე ზემოქმედება. კვლევის თანახმად, ემულგატორები ზრდის ნაწლავის ანთებითი დაავადებების რისკს, როგორიცაა კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე სიმპტომები. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ემულგატორები იწვევენ სიმსუქნესთან დაკავშირებულ დაავადებებს, როგორიცაა ტიპი 2 დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა და ღვიძლის პრობლემები.

კვლევამ, ასევე, გამოავლინა ემულგატორების შემცველი კანის მოვლის საშუალებების პოტენციურად მავნე ზემოქმედება. ლაურილის სულფატებისგან და ლაურილის ეთერსულფატებისგან დამზადებული ემულგატორები იწვევენ კანის გაღიზიანებას და აზიანებენ კანის ბარიერს.

მინესოტას უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ემულგატორებს შეუძლიათ გამოიწვიონ ცვლილებები ნაწლავის მიკრობიოტის შემადგენლობაში და ნაწლავში ჯანსაღი მოკლე ჯაჭვის ცხიმოვანი მჟავების წარმოების შემცირება.

კვების მრეწველობაში ემულგატორების გამოყენების ბოლოდროინდელი ზრდის გათვალისწინებით, მკვლევარები სულ უფრო ხშირად ითხოვენ  ხანგრძლივ ადამიანებზე კონტროლირებად ცდებს, რათა ზუსტად გაზომონ, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ინგრედიენტებმა ადამიანის ჯანმრთელობაზე.

არსებობს ისეთი საკვები დანამატებიც, რომლებიც მავნეა ნებისმიერი ადამიანისათვის და ბევრი მათგანის გამოყენება სრულიად აკრძლულია. სამრეწველო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით Е-230, Е -231, Е-232 კონსერვანტები, რომლებსაც იყენებენ ხილის დამუშავებისას (რის გამოც ფორთოხალი და ბანანი ინახება მაღაზიაში დიდი ხნის მანძილზე გაუფუჭებლად), არაფერია სხვა თუ არა … ფენოლი! ეს ნივთიერება ჩვენს ორგანიზმში მცირე დოზით მოხვედრისას კი იწვევს სიმსივნის პროვოცირებას, ხოლო დიდი რაოდენობით კი საწამლავს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კონსერვანტებით მხოლოდ ხილის კანი მუშავდება, მას მაინც შეუძლიათ ზიანის მოყენება, რადგან ყველა არ რეცხავს ხილს ჭამის წინ, ან მაგ: ბანანის კანისგან გასუფთავების შემდეგ, იგივე ხელით ჭამს მას.

როგორ გავიგოთ, არის თუ არა ემულგატორები უსაფრთხო

თუ გსურთ თავიდან აიცილოთ  მავნე ემულგატორები, აირჩიეთ ორგანულად წარმოებული პროდუქტები, რომლებიც დამზადებულია მინიმალური ინგრედიენტებით. დაიმახსოვრეთ: საკვებ დანამატებს საერთოდ ვერ ნახავთ ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა ბოსტნეული, ხილი, 100% მთლიანი მარცვლეული, კვერცხი, თევზი, თხილი ან თესლი.

წაიკითხეთ ინგრედიენტების ეტიკეტები საკვების შეძენისას, რათა იცოდეთ რას მოიხმართ.

მზესუმზირის ლეციტინი კარგი ვარიანტია, თუ მიირთმევთ ერთი ან მეტი ემულგატორით დამზადებულ საკვებს. მზესუმზირის ლეციტინი ზოგადად უსაფრთხოა და მისი მოხმარება შესაძლებელია გვერდითი ეფექტების მინიმალური რისკით. ამ ტიპის ემულგატორი ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს გენეტიკურად მოდიფიცირებული (განსაკუთრებით, თუ ის ორგანულია) და არ გადის ისეთი ინტენსიური ექსტრაქციის პროცესს, ვიდრე სხვა საკვები დანამატები, მათ შორის სოიოს ან კვერცხის გულიდან წარმოებული ლეციტინი.

გუარის რეზინას, პექტინს და სახამებელს ასევე შეუძლიათ კარგი ემულგატორების შექმნა, რადგან ისინი უფრო ბუნებრივად წარმოიქმნებიან და აქვთ გარკვეული სარგებელიც კი - როგორიცაა სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის მართვა, საჭმლის მონელება და სისავსის შეგრძნება.

აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA) ავალებს სურსათის მწარმოებლებს ჩამოთვალონ თავიანთი პროდუქტების ყველა ინგრედიენტი, მათ შორის ემულგატორები. დარწმუნდით, რომ შეძენილი პროდუქტი შეიცავს FDA-ს მიერ დამტკიცებულ ემულგატორებს. მოძებნეთ "საერთოდ აღიარებული, როგორც უსაფრთხო" სერთიფიკატი.

მაგრამ რაც შეეხება, კანის მოვლის საშუალებებს, ემულგატორები ძირითადად დაურეგულირებელია. პირადი ჰიგიენის პროდუქტების მწარმოებლებს არ სჭირდებათ წინასწარ დაადასტურონ პროდუქტები, როგორიცაა კანის დამატენიანებელი, სუნამოები, ტუჩსაცხები, შამპუნები, თმის საღებავები და დეოდორანტები (გარდა ფერის დანამატებისა) მათ გაყიდვამდე. დარწმუნდით, რომ ყიდულობთ ხარისხიან კანის მოვლის საშუალებებს და შეამოწმეთ მათი ინგრედიენტები.

 

ავტორი: ია გრიგალაშვილი