104 ახალი სტატია

ზაურ კოდუას ახალი წიგნი, „ისევ განცდათა მორევიდან“, „ბიბლუსში“

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 „ვმღერი თბილისოს და ფუჭად ვეძებ შენს რომანტიულ ხეივანს მტკვართან“

მწერალ ზაურ კოდუას ახალი წიგნი უკვე გამოვიდა. წლების მანძილზე, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ მოთხრობებსა და ლექსებს ავტორმა თავი მოუყარა და ერთ წიგნად შეკრა. „ისევ განცდათა მორევიდან“ - ესაა ზურ კოდუას ახალი წიგნი, რომელსაც ამერიდან, „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში შეიძენთ. გამოცემის რედაქტორია ზაურ კალანდია, ხოლო მხატვარი - აბაზაძე.

საინტერესოა წიგნის წინასიტყვაობაც, სადაც ავტორი წერს: „ამ წიგნში შემაქვს ის მოთხრობები და ლექსები, რომელთა ერთი ნაწილი უკვე გამოცემულ წიგნებში, მათი მცირე მოცულობის გამო ვერ მოხვდა, ხოლო მეორე ნაწილი - 1996-2000 წლების შუალედში და შემდეგ დაიწერა“.

როგორც აღვნიშნეთ, ზაურ კოდუას ახალ წიგნში შევიდა ის მოთხრობები და ლექსები, რომლებიც სხვადასხვა დროს, შემდეგ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნდა: „ლიტერატურული საქართველო“, „კრიმინალური ქრონიკა“, „მეოთხე“, „გაუხმაურებელი ფაქტები“, „ცისკარი“, „რიწა“ და სხვა.

„ამ მოთხრობებსა და ლექსებში, შეძლებისდაგვარად გამოვხატე წუხილი და პროტესტი ჩვენს უვარგის დროებაზე, რამაც წარსულისადმი ნოსტალგია გამიძლიერა“, - წერს ზაურ კოდუა.

ავტორის ნოსტალგიური განწყობა და დაუკებელი სურვილი, გაექცეს არსებულ რეალობას, რათა თავი წარსულს შეაფაროს, კარგად ჩანს ამ პატარა ამონარიდში, მისი ერთ-ერთი ლექსიდან: „ვმღერი თბილისოს და ფუჭად ვეძებ შენ რომანტიულ ხეივანს მტკვართან“.

წიგნში „ისევ განცდათა მორევიდან“, შესულია მოთხრობები და ლექსები დედაზე. მგრძნობიარე და ემოციური შინაარსის ნაწარმობების კითხვისას, თითქოს ჩვენს თვალწინ ცოცხლდება ავტორის განცდილი ისტორიები და თავგადასავლები, რათა მასთან ერთად, კიდევ ერთხელ შევიგრძნოთ და თავიდან განვიცადოთ.