როგორ დავამარცხოთ ინტელექტუალური საკუთრების ქურდობა - ინტერვიუ „ანტიმეკობრული ცენტრის“ დირექტორთან

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

 

22 აგვისტოს, ვებ-გ­ვერ­დე­ბი, რომეთა საშუალებითაც, ყო­ველ­დღი­­რად, უამ­რა­ვი ადა­მი­­ნი სხვადასხვა ფილმსა და სერიალს უფასოდ უყურებდა, გაითიშა. საიტების გათიშვას მფლობელების განმარტება არ მოჰყოლია, თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული საიტები არალეგალურად მუშაობდნენ და პროდუქტზე ლიცენზია არ ჰქონდათ. მოგვიანებით, კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ არალეგალური კონტენტის მქონე საიტების გათიშვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ მოპარული კონტენტის ინტერნეტით გავრცელება კანონით აკრძალულიაკომისიის განმარტებითვე, ვებ-გვერდებს, რომლებიც პირატულ აუდიო-ვიზუალურ პროდუქციას ავრცელებენორწლიანი ვადა მისცეს, რომ საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტი კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ და ლეგალურად განეთავსებინათ.

ჯერ კიდევ 2019 წელს, გავლენიანი ამერიკული კინოსტუდიების საერთო დისტრიბუტორმა, კომპანია Motion Picture Association of America-მ, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გამაფრთხილებელი წერილით ინტერნეტსივრცეში ფილმების განთავსების კანონიერად დარეგულირება მოსთხოვა. 2021 წლის ნოემბერში, ჰოლივუდის დიდი კინოსტუდიების ამავე გაერთიანების მიმართვის საფუძველზე, „ინსტაგრამსადა ფეისბუქზე“, ქართული მეკობრული ვებ-გვერდების სოციალური მედიის ანგარიშები წაიშალა. 2022 წლის მაისში კი ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის წევრობის კითხვარში მნიშვნელოვანი ადგილი, სწორედ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ვალდებულებას ეჭირა, ომლის კიდევ უფრო ქმედითად აღსრულება საქართველომ თავის თავზე აიღო.

ასევე, 15 აგვისტოს, „Cavea+“ ამუშავდა, რომელიც მომხმარებელს წარუდგა, როგორც პირველი ქართული ლეგალური ონლაინ-კინოთეატრი. იგი პირველი თვის განმავლობაში, მაყურებლებს უფასო კონტენტს სთავაზობს, შემდეგ კი ერთთვიანი პაკეტი 9.00 ლარი ეღირება, რომელიც შესაძლოა, ხუთმა ადამიანმა გაიყოს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ვებ-გვერდი ახალია, ჯერჯერობით, ვერ შეძლო ფილმების იმ რაოდენობით შემოთავაზება, რასაც აქამდე, მომხმარებელი უფასოდ ნახულობდა. ხალხმა პირატული საიტების დაბლოკვაკავეა პლუსსაც“ დაუკავშირა და მას სდებდა ბრალს. სწორედ ამიტომ, დეტალების გასარკვევად, „ვერსია“  „კავეა პლუსის“  საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელს დაუავშირდა, რომელიც თავდაპირველად ინტერვიუზე დაგვთანხმდა, თუმცა შემდეგ აღარ გვიპასუხა

იმის გასარკვევად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეკობრული საიტების დაბლოკვა ქვეყნისთვის და რა ზიანი მოჰქონდათ მათ კინოინდუსტრიისთვის, „ვერსია“ „ანტიმეკობრული ცენტრის“ ხელმძღვანელ ზურა ბეჟაშვილს ესაუბრა:

- ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ჩემი აზრით, დიდი ხნით ადრე უნდა გაკეთებულიყო ყველაფერი, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ახლა გვქონდა ბოლო ვადა, აგვერჩია ევროპული გზა და სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილებები მიგვეღო. პირველ რიგში, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, საერთაშორისო საზოგადოების მიერ გაჟღერებული პოზიციაა, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა განეხორციელებინა ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.  ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმებით ავიღეთ ვალდებულება, რომ უზრუნველვჰყოფდით ამის პრაქტიკულ აღსრულებას არა მხოლოდ კანონის დონეზე, არამედ, ყოველდღიურ საქმიანობაში. როდესაც ევროკავშირის წევრობაზე გავაკეთეთ განაცხადი, იქ ერთ-ერთი თავი ეთმობა ამ საკითხს, ჩვენ ვუპასუხეთ კითხვებს, თუ რამდენად მდგრადი მექანიზმები გვაქვს ყოველდღიურად, ინტელექტუალური საკუთრების წინააღმდეგ ბრძოლაში და რამდენად ეფექტიანად ვიყენებთ ამ მექანიზმებს. შესაბამისად, ამ კითხვების პასუხები მნიშვნელოვანია, რათა გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. გარდა ამისა, საერთაშორისო ჰოლივუდური კინოსტუდიების პირდაპირი მოთხოვნა იყო, სასწრაფოდ დაბლოკილიყო მეკობრული ვებ-გვერდები, რომლებიც ხელს უშლიდნენ ქვეყნის განვითარებას და აფერხბდნენ კინოინდუსტრიას საქართველოში. მახსენდება არაერთი შემთხვევა, როდესაც ქართული ფილმის წარუმატებლობა პირდაპირ იყო დამოკიდებული ამ პირატული ვებ-გვერდების არსებობაზე. რამდენიმე ხნის წინ, „ნეტფლიქსმა“ შეიძინა  „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, შემდეგ შემოსავალი ვერ ნახა და უარი თქვა ქართული ფილმების შესყიდვაზე. მაშინ ეს იყო უდიდესი შესაძლებლობა ქართული ფილმისთვის. ამის გამო, ვერ ვხდებოდით ევროპული ოჯახის წევრი, რომელიც გულისხმობს უარს გრანტების გაცემაზე, 15 ინდუსტრიული მიმართულებით. ასევე, ქართული ინტერნეტ-სივრცეც სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა, რადგან სარეკლამო შემოსავლის 80-90% მიდიოდა პირატულ ვებ-გვერდებზე. შესაბამისად, სხვა ვერ ქმნიდა ღირებულ ფასიან კონტენტს. ძნელია, დააინტერესო ვინმე, როდესაც სხვა პირატულ საიტს ფილმების უდიდესი ბიბლიოთეკა აქვს მოპარული და უფასოდ გთავაზობს. ქართული ფილმები, რომლებიც ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოდიოდა, მომხმარებლამდე ვერ აღწევდა, მხოლოდ საქართველოსთვის იქმნებოდა, რადგან საზღვარგარეთ არავინ ყიდულობდა. მთლიანობაში, კომპლექსურად უდიდესი პრობლემა იყო ქვეყნისთვის და ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა რეალურად, ეს ვებ-გვერდები ჯერ ბოლომდე მაინც არ დახურულა, უბრალოდ, წვდომა შეიზღუდა. ისინი არალეგალურად კვლავ აგრძელებენ საქმიანობას, კანონის გვერდის ავლით ცდილობენ მომხმარებელს კვლავ მიაწოდონ ფილმები, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. უახლოეს მომავალში ველოდებით, რომ მათ წინააღმდეგ დაიწყება გამოძიება და ყველა პირი მიეცემა პასუხისგებაში.

- ამ ვებ-გვერდების დაბლოკვისთანავე, საზოგადოებიდან წამოვიდა დიდი აგრესია, ნაწილობრივ, ეს გასაგებიცაა, რადგან მაყურებელი ფილმების გარეშე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინვე „კავეა პლუსმა“ დაიწყო ფუნქციონირება, მან ვერ უზრუნველჰყო ფართო არჩევანის შეთავაზება. ხალხის აზრით, სჯობდა, ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებულიყო გამართული მრავალფეროვანი პლატფორმა და შემდეგ დაბლოკილიყო პირატული ვებ-გვერდები, არ მეთანხმებით?

- როდესაც რამე უფასოა, ამ დროს შეუძლებელია, გაჩნდეს ალტერნატივა. როცა საიტი 35 000 ფილმს უფასოდ სთავაზობს მომხმარებელს, შეუძლებელია, ავდგე, ერთ ფილმში 35 000 გადავიხადო და ლეგალურად მივაწოდო მაყურებელს, რადგან ამ შემთხვევაში, მილიარდობით ლარის ხარჯი მაქვს, ის კი უფასოდ იპარავს. თუ მეკობრეობა ამ დონეზეა, ვიმეორებ, შეუძლებელია, ალტერნატივის გაჩენა. ეს რთული პროცესი ქვეყანამ უნდა გაიროს და საზოგადოებამაც გააცნობიეროს, რომ ფილმი არ არის საჩუქარი. რეჟისორი მას მხოლოდ იმიტომ არ იღებს, რომ მომხმარებელს ასიამოვნოს, ეს არის ჩვეულებრივი ინდუსტრიული ბიზნესი. თუ ბიზნეს-ოპერატორი აირჩევს, რომ რეკლამიდან მიღებული შემოსავალი გაუყოს ფილმის მწარმოებლებს, მაშინ იქნება ლეგალური პლატფორმა. წლების განმავლობაში, ქართულ პირატულ ვებ-გვერდებს შეეძლოთ ამის გაკეთება, თუმცა მოკლე ვადაში გამდიდრება და კრიმინალი ამჯობინეს. პირველი აგრესია მათ მიმართ უნდა წამოვიდეს, რადგან გაძარცვეს კინოსტუდიები იმის ხარჯზე, რომ საზოგადოებაში პოზიტიური იმიჯი შეექმნათ. ახლა ეს საზოგადოება სტუდიებს ლანძღავს, რატომ დაბლოკეთ ვებ-გვერდები, რომლებიც ფილმებს გპარავდათო. ინფორმაცია თუ კარგად იქნება მიწოდებული, დარწმუნებული ვარ, მოქალაქეები ამას სწორად შეაფასებენ. მოკლევადიან პერსპექტივაში, რთულია ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც დააბალანსებს აქამდე არსებული პლატფორმების შემოთავაზებულ კონტენტს, ეს ექვს თვეშიც ვერ მოხდება. რთული დავალებაა, მაგრამ, სადაც არის მოთხოვნა, იქ ჩნდება მიწოდებაც. ეს არის ბიზნესპროცესი, რომელიც აუცილებლად დაბალანსდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

- საზღვარგარეთ, დიდი ხანია, ამ საკითხს კანონი არეგულირებს, თუმცა მეკობრული ვებ-გვერდები იქაც არსებობს. ამის კონტროლი, ალბათ, საქართველოში შედარებით მარტივი იქნება, რადგან პატარა ქვეყანა ვართ, ხომ?

- დიახ, პატარა ქვეყნის სტატუსი ძალიან გვეხმარება, რადგან კონტროლი ბევრად მარტივია. ევროპის ქვეყნებში, მეტ-ნაკლებად, მეკობრეობის დონე დარეგულირებულია და ჩვენც მათ საუკეთესო პრაქტიკას გავიზიარებთ. მუდმივად კონტაქტზე ვართ საერთაშორისო კოლეგებთან, რათა ამ პროცესების მონაწილენი ვიყოთ. განვითარებულ ქვეყნებში, ეს პასუხისმგებლობა საზოგადოებაზეა გადასული, მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში, თუ სახლში ვინმე მეკობრულ ვებ-გვერდს უყურებს, ჯარიმა მისდის. ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ მომხმარებელს დავაკისროთ ეს, ამიტომ, ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვხედავთ, საზოგადოებას სწორად ავუხსნათ, ცნობადობის დონეზე ყველაფერი ეს შევცვალოთ და მეკობრეობას გამოვუცხადოთ აქტიური ბრძოლა. ასევე, წავახალისოთ ლეგალური მოთამაშეები. თუ საზოგადოება განვითარდება და მაღალ მორალურ სტანდარტებს დააწესებს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მსგავს რეგულირებაზე გადასვლა. ახლა ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა, მეკობრულ ვებ-გვერდებს, რომლებსაც თბილისში ოფისები აქვთ, გამოვუცხადოთ ბრძოლა, რომ გადავიდნენ მიწისქვეშა საქმიანობაზე, რაც კრიმინალია. თუ ყველა მიმართულებით კარგი შედეგი გვექნება, საქართველოში მეკობრეობას დავამარცხებთ.