ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა დასრულდა

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტის მუზეუმი. შენობაში გათვალისწინებულია მუდმივი ექსპოზიციის და დროებითი გამოფენების ორსინათლიანი დარბაზები და ფონდსაცავები, საკონფერენციო დარბაზი სცენით და სინქრონული თარგმანის ოთახით
მუზეუმს აქვს სივრცეები ბიბლიოთეკისა და მედიათეკისათვის, ბავშვთა საგანმანათლებლო ზონა, საგამოფენო ადმინისტრაცია, ფონდსაცავები და დამხმარე სათავსოები
შენობაში განთავსდება საინფორმაციო, ბილეთების და სამუზეუმო მაღაზია, კაფე და სპეციალური კუთხეები გიდებისათვის. პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყო მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია