სვიატოსლავ ვაკარჩუკის მიერ ქართულად შესრულებული „თბილისო“ და სამდღიანი ფესტივალი “მუსიკა ათავისუფლებს” - ყველაფერი TBILISI OPEN AIR -ზე

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი-სალომე ნოზაძე

პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ „თბილისი ოუფენ ეარი“ დაბრუნდა. მუსიკლალური ფესტივალი, რომლის დევიზია - “მუსიკა ათავისუფლებს”, 24 ივნისს დაიწყო და 26-ში დამთავრდა.

ყველაზე ცნობილი ქართული მუსიკალური ფესტივალი, ტრადიციულად, „ლისი ვანდერლენდში“ გაიმარა. უამინდობის და სამდღიანი წვიმების მიუხედავად, ფესტივალს საკმაოდ ბევრი ადამიანი ესწრებოდა. თბილისი open air- ზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელი იყო ონლაინ, მისამართზე: http://tkt.ge//openair.

ფესტივალის მსვლელობისას აბონიმენტის და დღიური ბილეთის შეძენა ადგილზეც შესაძლებელი იყო. სამდღიანი აბომენეტი — 180 ლარი;  ხოლო დღიური ბილეთის ღირებულება 80 ლარს შეადგენდა.

Tbilisi Open Air 2022-ზე ფესტივალის ფარგლებში წელს სცენაზე ვიხილეთ ისეთ ცნობილი შემსრულებლები, როგორებიც  Alt-J, Cigarettes After Sex, Okean Elzy, Konoba და Rhye არიან. 

უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, რა თქმა უნდა, ფესტივალზე წარმოდგენილნი იყვნენ ქართველი შემსრულებლებიც: Bedford Falls, MokuMoku, Eko & Vinda Folio, Killages, წერილი და სხვები.

„ლისი ვანდერლენდში“ მსმენელს სამი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდა ელექტრონული მუსიკის ისეთი შემქმნელებისთვის მოესმინა, როგორებიც არიან Konstantin, Acid Pauli, Petre Inspirescu და სხვები. 

დასკვნითი საღამოს მთავარი სტუმარი, უკრაინული ბენდი Okean Elzy იყო, რომელმაც ფესტივალი დახურა და გამოსვლისას სიმღერა „თბილისო“ ქართულად შეასრულა. 28-წლიანი ისტორიის მქონე ბენდის ვოკალისტი და ლიდერი, სვიატოსლავ ვაკარჩუკი, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს ჰუმანიტარულ მისიებში აქტიურად მონაწილეობს, უკრაინის ქალაქებში სამხედროებს და ომით დაზარალებულ მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარებით ამარაგებს, ჩადის დაბომბილ ქალაქებში, მღერის თავშესაფრებში და ამ ფორმით თანამოქალაქეების გამხნევებას ცდილობს. 

„ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. პირველი, რისი თქმაც გვინდა არის — დიდი მადლობა, საქართველო, თქვენი მხარდაჭერისთვის, ყველაფრისთვის, რასაც უკრაინისთვის აკეთებთ. ვგრძნობთ ამ მხარდაჭერას. ვგრძნობთ მხარდაჭერას ჩვეულებრივი ხალხისგან. ვნახეთ აქციები, ვნახეთ დროშები, ვხედავთ და ვგრძნობთ მხარდაჭერას, რასაც ვიღებთ. მადლობა ჩვენი ლტოლვილების მასპინძლობისთვის. მადლობის თქმა გვინდა და ამას ფესტივალზეც 10-ჯერ ვიტყვით. საქართველო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქვეყანაა. მე მიყვარს თქვენი კულტურა, არქიტექტურა, სტილი, ტანსაცმელი, სამზარეულო, ყველაფერი, ხალხი, ლამაზი ხალხი, განსაკუთრებით ქალები. არამხოლოდ ის თუ როგორ გამოიყურებით, არამედ თქვენი გულები. ვგულისხმობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, უკრაინას თქვენნაირი მეგობრები ჰყავდეს.“ - განაცხადა „ოკეან ელზის“ სოლისტმა, სვიატოსლავ ვაკარჩუკმა. 

შემსრულებელთა სრული სია ასე გამოიყურება: