"ვანდალიზმთან გვაქვს საქმე!" - გია ბუღაძე პარლამენტში შესვლას და საკუთარი ნამუშევრის გადარჩენას ითხოვს

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პარლამენტის შენობაშიბაგრატოვანთა (მეფეთადარბაზის კედლის მოხატულობასრომელიც 2002 წელს მხატვარმა გია ბუღაძემ შეასრულაპანელები აქვს აფარებული და თითქმის მთლიანად დაფარულიაროგორც საქართველოს პარლამენტში განაცხადესნახატების დაფარვის გადაწყვეტილება მისი დაცვის მიზნით მიიღესვინაიდან ამ დარბაზში ხშირად ტარდებოდა შეხვედრები და ნახატების დაზიანების საფრთხე არსებობდა.

ამ თემასთან დაკავშირებით, "ვერსია" და  „ჰოთნიუსი“ მხატვარ გია ბუღაძეს დაუკავშირდა.

_ბატონო გია, ეს ქმედება ნორმალურია თუ  სხვანაირადაც შეიძლებოდა ნახატის დაცვა?

-რა თქმა უნდა, სხვა ხერხით დაცვა შეიძლებოდა, მაგალითად, სპეციალური გამჭირვალე დამცავი მინით დაცული იქნებოდა და არც დაიფარებოდა. 2 მეტრამდე დასჭირდებოდა ეს მინა, ზემოთ ხომ არ დაფრინავს ხალხი და რა საჭიროა ბოლომდე აღმართვა, მართალია, ჩვენ მილიონერ დეპუტატებს ჰგონიათ, რომ დაფრინავენ, მაგრამ ეს ასე არ არის. ალბათ, სხვა სურვილი და მიზანი ჰქონდათ და არა დაცვა. ელემენტარულად უნდა დამკავშირებოდნენ, ცოცხალი ვარ, მკვდარი ხომ არა.

_როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური, სპეციალურად განხორციელებული, ქმედება ხომ არ არის? თუ უცოდინრობის გამო მოიქცნენ ასე?

_რატომღაც მგონია რომ პოლიტიკურია, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებით მიჭირს ამის თქმა, რადგან ადგილზე არ მინახავს, რა მდგომარეობაშია ნახატი. გუშინ შევიტანე განცხადება, ათი დღის ფარგლებში უნდა მომცენ უფლება, რომ შევიდე და დავათვალიერო.  რატომ არ დამიკავშირდნენ თუ გადარჩენა სურდათ? მე მქონია შემთხვევები, როდესაც ჩემი მოხატულობა საფრთხის ქვეშ ყოფილა, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ საკრებულოში, სადაც იყო ჩემი ნახატი დამიკავშირდა ინჟინერი, მომახსენა ყველაფერი, ჩამოვხსენით ფრესკა და გადავიტანეთ ერთ-ერთ მუზეუმში. ასევე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან, დამირეკეს ჩემს ნახატთან დაკავშირებით, მომახსენეს რომ საფრთხის ქვეშ იყო, მკითხეს რა გავაკეთოთო და ჩემი ინიციატივით ყოველგვარი ჰონორარის გარეშე დავიცავი ნახატი. პარლამენტში კი ისე მალავენ და არავის უშვებენ ამ ნახატთან, ზუსტად ეს მაფიქრებინებს რომ პოლიტიკურია. მსგავსი თემების მოგვარება მაშინ არის პრობლემა, როდესაც ხელოვანი გარდაცვლილია, მე ხომ ცოცხალი ვარ და პასუხისმგებელიც მე ვარ, რატომ არ მიკავშირდებიან თუ სხვა მიზნები არ აქვთ.  ამ ხელისუფლების თაყვანისმცემელი არ ვარ, მაგრამ მარტო მაგათი ხომ არ არის ეს დარბაზები და შენობა.

_ ბატონო გია, როგორ ფიქრობთ, რატომ დაგიპირისპირდნენ პოლიტიკურად? ისე, უკვე რამდენიმე თვეა, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანია, როგორ შეაფასებთ მის საქმიანობას ამ სფეროში?

_არ  ვიცი და არც მაინტერესებს, რას აკეთებს ეგ ადამიანი, ერთადერთი ის მომეწონა რომ გელათის საკითხზე გააქტიურდნენ და სპეციალისტები ჩამოიყვანეს. წლებია, კულტურის სამინისტროსკენ არ გამიხედავს, არ ვთანამშრომლობ არავისთან, არც მაინტერესებს, ვინ იქნება კულტურის მინისტრი, რადგან სახელმწიფო სტრუქტურებთან არანაირი შეხება არ მაქვს. თავის დროზე, როცა მეგონა რომ ქვეყნისგან რამე გამოვიდოდა ვმეგობრობდი ჟვანიასთან და მისნაირ კარგ ადამიანებთან, ამიტომ ვაკეთებდი მოხატულობებს. ვერავინ იტყვის, რომ ჩემი თავის სასარგებლოდ ან რაიმე მიზნით მივსულიყავი სადმე და რამე მეთხოვა. მე ამით ვამაყობ, რადგან სრულიად თავისუფალი ვარ მის შემდეგ მე აქტიური აღარ ვარ. გამომდინარე იქიდან, რომ არ ვთანამშრომლობ მათთან ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ის არის რომ არ ვთანამშრომლობ ხელისუფლებასთან, ამიტომ არიან ჩემს მიმართ ცუდათ განწყობილნი. თუ შემიშვეს ვეცდები გადავარჩინო ნამუშევარი, სხვა რა უნდა მოვიმოქმედო არ ვიცი რადგან სასამართლოს იმედი არ მაქვს. ხელისუფლებისგან ეს ქმედება გასაკვირი არ არის, როგორც ქართული ანდაზაა - ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო.  

_თქვენი აზრით, მოხატულობა უკვე დაზიანებული ხომ არ არის?

_ამბობენ, რომ დაზიანებული არ არის, თუმცა ზუსტად არავინ იცის. ეგენი იმასაც ამბობდნენ, პროპორციულ არჩევნებს აუცილებლად ჩავატარებთო და სხვა ძალიან ბევრ რამეს რაც არ შეუსრულებიათ. ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, ფოტოზე რაც ვნახე ბოლომდეა მიყენებული პანელი. შესაძლოა, კედელი გახვრეტილია და დაზიანებულია, რადგან პანელი რამემ ხომ უნდა დაიჭიროს ან გამოყენებულია წებო. თუ მართლა წებო გამოიყენეს თავისთავად ვანდალიზმთან გვაქვს საქმე. ეს ზურაბ ჟვანიას შეურაცხყოფაცაა, რადგან მისი თხოვნით მოიხატა კედელი. სამაგიერო გადაგვიხადეს მე და გარდაცვლილ ზურაბს.

_ნახატის ისტორია რომ მოგვიყვეთ, როგორც აღნიშნეთ ზურაბ ჟვანიას თხოვნით მოიხატა კედელი...

_2002 წელს, ზურაბ ჟვანიამ მთხოვა რაღაც ისტორიული ნახატი გავაკეთოთო, რადგან იცოდა, მე ვმუშაობდი ისტორიულ თემატიკაზე. ზურაბს ახალგაზრდობიდან ვიცნობდი, თვითონ მხატვრობა ძალიან კარგად ესმოდა, წარმოუდგენელია პოლიტიკოსს ასე კარგად ესმოდეს ხელოვნების დარგი. მითხრა ერთი დარბაზი გავაკეთოთ ისტორიულ თემაზე გმირული საკითხები რომ წამოიწიოსო და საბოლოოდ, ეს ნახატი შეირჩა.  თითქმის ყველა ქვეყნის პარლამენტშია მსგავსი ნამშევრები, სადაც თავიანთი ქვეყნის ისტორიას განადიდებენ. არ დავიწყებ თავის ქებას, ვფიქრობ ეს საქმე შევასრულე როგორც შემეძლო.  ეს არის ხელით შესრულებული მოხატულობა და ამიტომ უფრო დასაფასებელია.  ერთი თვე ვხატავდი, მეხმარებოდა ორი მეგობარი. ზურა ძალიან კმაყოფილი იყო და ამ დარბაზში სტუმრებს  აქტიურად იღებდნენ.

 ავტორი: ია გრიგალაშვილი