შატილის ისტორიულ კოშკებს საფრთხე ემუქრება - საუკუნოვან კოშკებში წყალი ჩადის და კედლები იშლება. ნაგებობები დაბზარული, დანესტილი და დეფორმირებულია. მათი გადარჩენის გეგმა, უცნობია.
სტრატეგიული მნიშვნელობისა და კულტურული ღირებულების გარდა, კოშკები პირიქითა ხევსურეთისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სიტუაცია წლიდან წლამდე უარესდება.
"ვიზუალურადაც ჩანს, მე ვიყავი გადასული, ვნახე. კედლებმა უკვე გამოიწია, ალბათ მე ესე ვფიქრობ, 80% კოშკების დეფორმირებულია კედლები, გამოწეულია გარეთ, თუ არ შეიცვალა რაღაც, აშკარად დაინგრევა. სიმძიმეს ვერ გაუძლო და კედლები გამოიწია. თავიდან ხომ არ ეტყობა, ახალგაკეთებულია, სანამ დრო არ გადის, მერე დროის მერე, უკვე ნელ-ნელა იწევა კედლები, მუცოც ასე იყო, მუცოც არაა ჯერ დამთავრებული, რესტავრაცია დასამთავრებელია, იქაც უკვე ყოველ წელს, უარესი მდგომარეობა იყო და ყოველ წელს იყო საშიშროება, რომ დანგრეულიყო, შატილიც იგივე მდგომარეობა, მომავალ წელს უფრო უარესი სიტუაცია იქნება და ასე შემდეგ", - ამბობს გელა დაიაური.
შატილში კოშკებს საფრთხე ემუქრება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი