რას მოიცავს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჟურნალისტებთან სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი საჯარო განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება. 

მისი თქმით, მუშავდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც  გულისხმობს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო დაფინანსების მოცულობის განსაზღვრას „თვლად კრიტერიუმებზე“ დაფუძნებული ფორმულით.  რეგიონული უნივერსიტეტების ხელშეწყობისთვის გათვალისწინებული იქნება მიზნობრივი სპეციალიზაციის ინდიკატორი, რაც ითვალისწინებს რეგიონში გამოკვეთილი პრიორიტეტული დარგების დაფინანსებას, ხოლო  სპეციალური მიდგომები იქნება გათვალისწინებული სახელოვნებო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებისას.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის განათლების წამყვანი სპეციალისტი ნინო ქუთათელაძე.