ალკოჰოლიზმს ჭამით კურნავენ

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პენსილვანიელი სწავლულების ახალი გამოკვლევის თანახმად, ზედმეტი კვება ანუ დროის მოკლე ხანში, დიდი რაოდენობით საკვების მიღება ადამიანს ფსიქოტროპული, ნარკოტიკული და ალკოჰოლური დამოკიდებულებისგან იხსნის. ამ აღმოჩენით, შესაძლოა, ადამიანი ნებისმიერი მავნე ჩვევისგან განიკურნოს. ალკოჰოლიზმი ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული დამოკიდებულებაა, როგორც მამაკაცებში, ასევე, სუსტი სქესის წარმომადგენლებშიც. ზედმეტი ჭამა და ნარკოტიკების მიღება _ ორივე კონტროლის დაკარგვით ხასიათდება. ესე იგი, თუ ერთ მავნე ჩვევას დავამარცხებთ, მეორის განკურნებასაც შევძლებთ.
მკვლევარებმა ცდები მღრღნელებზე ჩაატარეს. თაგვები, რომელთაც ნარკოტიკს უკეთებდნენ, სხვადასხვა დიეტაზე დასვეს. პირველ ჯგუფს ნორმალურად კვებავდნენ, მეორეს მუდმივად შეეძლო ცხიმიანი საკვების მიღება, მესამე ჯგუფს კი ამის საშუალება კვირაში ერთხელ ჰქონდა. მეოთხე ჯგუფის წევრებს კი ამ მავნე საკვებს კვირაში სამჯერ აძლევდნენ. აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკებისადმი მისწრაფება მეოთხე ჯგუფის მღრღნელებში შემცირდა. ამან სწავლულებს ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალება მისცა: „რაციონალური“ ზედმეტი კვება, შესაძლოა, ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულებისთვის წამლად იქცეს. უკონტროლო ჭამა კი, პირიქით, დამოკიდებულებას უფრო აძლიერებს.