გლუტენი, იგივე "წებოვანა“, მცენარეული წარმოშობის ცილაა, რომელსაც სხვადასხვა მარცვლეული შეიცავს. საკვების შეფუთვაზე ხშირად შეგხვდებათ წარწერა: „არ შეიცავს გლუტენს“. ასეთი პროდუქტების ფასი, უმეტესწილად, საკმაოდ მაღალია. ბოლო დროს, მისი შემცველობის ნაწარმი ასოცირდება არაჯანსაღ და მავნე საკვებთან. სუპერმარკეტებში განაახლეს ისეთი საკვების ეტიკეტებიც, რომელიც არასდროს შეიცავდა გლუტენს, რათა შეფუთვაზე მიეთითებინათ უგლუტენო.
საინტერესოა, სინამდვილეში საზიანოა თუ არა გლუტენი ჯანმრთელობისთვის და რა არის მისი აუტანლობა.
გლუტენის შემცველი პროდუქტები:
ხორბალი; ჭვავი; ქერი; კუსკუსი; მანანის ბურღული.
ხშირად გლუტენს შეიცავენ პროდუქტები, რომელთა ელასტიურობასაც ხელოვნურად ზრდიან ფორმის მისაცემად იგი შედის კეტჩუპების, საწებლების, ჩიფსის, კანფეტების, ნაყინის, სოიოს სოუსის, კარტოფილი ფრის, ვიტამინების (კაფსულებისა და ტაბლეტების სახით) და ხორცპროდუქტების შემადგენლობაშიც კი.
გლუტენისგან თავისუფალი ბურღულეულის სახეობებია:
სიმინდი; ფეტვი; ბრინჯი; შვრია.
რა არის გლუტენის აუტანლობა?
გლუტენის აუტანლობა ცელიაკიას სახელითაა ცნობილი. ცელიაკია სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს და წვრილი ნაწლავის დაზიანება ახასიათებს.
მისი სიმპტომებია: ძლიერი დიარეა, რკინადეფიციტური ანემია, ნევროლოგიური დარღვევები, თავის ტკივილი, დეპრესია, შფოთვა, ოსტეოპენია/ოსტეოპოროზი.
არ არის აუცილებელი, რომ გლუტენის აუტანლობის დროს თითოეული ეს სიმპტომი გამოხატული იყოს. ბევრ ადამიანს აღენიშნება ფარული აუტანლობა გლუტენის მიმართ. სიმპტომები სუსტადაა გამოხატული და მხოლოდ კომპლექსური გამოკვლევების შემდეგ არის შესაძლებელი დიაგნოზის დასმა. მიუხედავად იმისა, რომ ცელიაკიით ავადდება მოსახლეობის 1%, სხვადასხვა შეფასებით ყოველ მესამეს აღენიშნება ესა თუ ის იმუნური რეაქცია გლუტენზე.
სწორედ ამიტომ გლუტენთან მიმართებით დიდი ყურადღების გამოჩენაა საჭირო. უნდა მოერიდოთ არა მხოლოდ ბურღულეულს, არამედ ზემოთ ჩამოთვლილ სხვა საკვებსაც. გლუტენი შეიძლება შეგხვდეთ კოსმეტიკურ საშუალებებშიც.
საზიანოა თუ არა გლუტენი ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმისთვის?
გლუტენის შემცველი საკვები არ უნდა მიიღოთ იმ შემთხვევაში, თუ გაწუხებთ ცელიაკია, ალერგია ხორბლის პროდუქტებზე ან უბრალოდ, არასასიამოვნო შეგრძნებები გაქვთ მისი მიღების შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ უგლუტენო დიეტა რეკომენდირებულია ცელიაკიის მქონე ადამიანებისთვის ეს ნამდვილად არ არის ყველასთვის. ჩვენი რაციონიდან გლუტენის ამოღებამ შეიძლება გამორიცხოს ზოგიერთი საკვები, რომელიც შესანიშნავია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, როგორიცაა მარცვლეული და სოიო, რომლებიც გვაწვდიან აუცილებელ ვიტამინებს და მინერალებს. გარდა ამისა, უგლუტენო დიეტის დაცვა ხშირად ამცირებს კალციუმს, B ვიტამინებს და ბოჭკოებს ჩვენი საერთო რაციონიდან, ხოლო ზრდის ცხიმებისა და მარტივი ნახშირწყლების მიღებას. სინამდვილეში, გამომცხვარი პროდუქტების უგლუტენო ალტერნატივების უმეტესობას აქვს უფრო მაღალი შაქრის შემცველობა და მეტი კალორია. მათმა უწყვეტმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა სიმსუქნე, ტიპი 2 დიაბეტი, მაღალი წნევა და სხვა.
რატომ იქცა უგლუტენო დიეტა ტენდენციად?
მიიჩნევენ, რომ საკვები, რომელიც გლუტენს არ შეიცავს, უფრო მდიდარია მინერალებით და ვიტამინებით. სინამდვილეში, გლუტეინის შემცველი საკვები ნაკლებ ბოჭკოს, მეტ შაქარსა და ცხიმებს შეიცავს. ეს კი, ხშირ შემთხვევაში, პირიქით – წონის მატებას იწვევს. რა თქმა უნდა, თუ გლუტეინის შემცველ საკვებს ჩაანაცველბთ ხილით და ბოსტნეულით, წონაში დაიკლებთ. მაგრამ თუ მას უბრალოდ უგლუტენო ალტერნატივით ჩაანაცვლებთ, მაშინ მსგავს შედეგს ვერ მიიღებთ.
როგორ სვამენ დიაგნოზს?
ცელიაკიის დიაგნოზის დასმა ხდება უბრალო სისხლის ანალიზით. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ცელიაკია და ჭამენ გლუტეინიან საკვებს, სისხლში ძალიან დიდი რაოდენობით აქვთ ანტისხეულები, რომლებიც გლუტეინის ცილას “ებრძვიან''. ცელიაკიის საბოლოო დიაგნოზისთვის საჭიროა წვრილი ნაწლავებიდან ენდოსკოპიური ბიოფსია. ექიმმა ასეთი კვლევა მხოლოდ მაშინ უნდა ჩაატაროს, თუკი აქვს ეჭვი ცელიაკიაზე და გენეტიკური კოდიც უდასტურებს ამ ეჭვს.
ავტორი: ია გრიგალაშვილი
რა არის გლუტენი და ვინ შეიძლება დაიცვას მისი დიეტა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი