"როცა რუსი მამაჩემის საკნის წინ მცემდა, მამამ უთხრა - "ღმერთმა ქნას, გადარჩეს და გაიზარდოს" - რას წერს მამუკა მამულაშვილი

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკ­რა­ი­ნა­ში "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" და­მა­არ­სე­ბე­ლი და მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რუსი ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის, "ტვი­ტერ­ში" მა­მას იხ­სე­ნებს და წერს მო­მენტზე, რო­მელ­მაც მის ცხოვ­რე­ბა­ზე დიდი კვა­ლი და­ტო­ვა.

"მო­მენ­ტი, რო­მელ­მაც კვა­ლი და­ტო­ვა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე, ერთხელ, როცა რუსი ოფი­ცე­რი მა­მა­ჩე­მის საკ­ნის წინ მცემ­და, მა­მამ რუსს უთხრა სი­ტყვე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ დღე მახ­სოვს - "ღმერ­თმა ქნას გა­დარ­ჩეს და გა­ი­ზარ­დოს".

იქვე აქ­ვეყ­ნებს მა­მის ფო­ტოს, მი­ნა­წე­რით: გე­ნე­რა­ლი ზუ­რაბ მა­მუ­ლაშ­ვი­ლი. 1992 წ, სა­კონ­ცენ­ტრა­ციო სა­კა­ნი", - წერს მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.


Ambebi.ge-ს არ­ქივ­ში არის მა­მუ­კას დას­თან, ნონა მა­მუ­ლაშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც ის მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბის იმ ეპი­ზოდ­ზეც სა­უბ­რობს, როცა აფხა­ზეთ­ში მა­მას­თან ერ­თად იბ­რძო­და, ასე­ვე იხ­სე­ნებს მამა-შვი­ლის ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდსაც.
"მა­მუ­კა მა­მას­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო და ცდი­ლობ­და, სამ­ხედ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და ცოდ­ნა მი­ე­ღო. რო­დე­საც აფხა­ზეთ­ში ომი და­ი­წყო, მა­მას თა­ვის რაზ­მი ჰყავ­და, რო­მე­ლიც წვრთნებს გა­დი­ო­და თბი­ლი­სის მახ­ლობ­ლად და შვი­ლიც თან დაჰ­ყავ­და. მა­მუ­კა მა­შინ 14 წლის იყო, თუმ­ცა დიდი ტა­ნის და მთე­ლი წვრთნა ბი­ჭებ­თან ერ­თად გა­ი­ა­რა.

რო­დე­საც მამა აფხა­ზეთ­ში საბ­რძოლ­ვე­ლად წა­ვი­და, იქ ბრძო­ლე­ბის დროს, ოჯა­ხის რამ­დე­ნი­მე წევ­რი დაგ­ვე­ღუ­პა, რაც მა­მუ­კამ მტკივ­ნე­უ­ლად გა­და­ი­ტა­ნა. მამა სულ იქ იყო, მაგ­რამ დრო­დად­რო ბრუნ­დე­ბო­და. ერთ-ერთი წას­ვლის დროს გა­ვი­გეთ, რომ მა­მუ­კაც გა­ი­პა­რა სახ­ლი­დან. ეს რომ შე­ვი­ტყვეთ, დე­დამ მა­მას მი­აწ­ვდი­ნა ხმა, რომ მა­მუ­კა აფხა­ზეთ­ში იყო, მა­მამ იპო­ვა შვი­ლი და თა­ვის რაზმში გად­მო­იყ­ვა­ნა.

სო­ხუ­მის და­ცე­მის დროს, მა­მას რაზმს სო­ხუ­მ­ჰე­სის დაც­ვა და­ე­ვა­ლა. ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლემ მათი ბა­ტა­ლი­ო­ნის შე­სა­ხებ რუ­სებს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია და ჰეს­ზე დიდი შე­ტე­ვა მოხ­და. შე­ტა­კე­ბის დროს მა­მუ­კას ეს­რო­ლეს და ტყვი­ამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მის ქუდ­ში გა­ი­ა­რა. ჰე­სის დი­რექ­ტორს 3 პა­ტა­რა ბავ­შვი ჰყავ­და, გა­ა­პა­რეს, მაგ­რამ აფხა­ზურ­მა მხა­რემ ისი­ნი შე­ი­პყრო, ბავ­შვე­ბი და­ი­ტო­ვეს, ქალი გა­მო­აგ­ზავ­ნეს და მა­მას შე­მო­უთ­ვა­ლეს, თუ არ დაგ­ვნებ­დე­ბით, მთელ ოჯახს დავ­ხვრეტ­თო.

მა­მას მო­უ­წია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა - ია­რა­ღი და­ე­ყა­რათ და ბავ­შვე­ბი გა­და­ერ­ჩი­ნათ. შემ­დეგ ისი­ნი ტყვედ აიყ­ვა­ნეს და გუ­და­უ­თის ბა­ნაკ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მე და დე­დამ ამის შე­სა­ხებ შემ­თხვე­ვით, ტე­ლე­ვი­ზო­რით გა­ვი­გეთ - ერთ-ერთ რუ­სულ არხზე იჯდა მამა-შვი­ლი და­კი­თხვა­ზე... იმ დღეს გუ­და­უ­თის ბა­ნაკ­ში "წი­თე­ლი ჯვა­რი“ მი­სუ­ლა, მათ და­ა­ფიქ­სი­რეს, რომ ისი­ნი იქ იყ­ვნენ და ამი­ტომ გა­და­ურჩნენ დახ­ვრე­ტას, თო­რემ იქე­დან ცო­ცხა­ლი ვერ­ცერ­თი გა­მო­ვი­დო­და. მა­მუ­კას 3 თვე მო­უ­წია ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნამ, მა­მას - 6 თვე."

წყარო: Ambebi.ge