1 დეკემბერს, ვაშინგტონში, „ალილოს“ კონცერტი გაიმართება

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჯგუფი ალილო სპეციალურ საშობაო კონცერტს კონგრესის ბიბლიოთეკის ტომას ჯეფერსონის კორპუსში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კონგრესის ბიბლიოთეკის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. საიტზე აღნიშნულია, რომ ჯგუფის სახელწოდება „ალილო“ საქართველოში მრავალსაუკუნოვან შობის ტრადიციასთანაა დაკავშირებული, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს აკრძალული იყო. კონცერტზე დასწრება უფასოა.