პრემიერის გადაწყვეტილებით, თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო „მცხეთობა-სვეტიცხოვლობის" დღესასწაულისადმი მიძღვნილი ყველა ღონისძიება გაუქმებულია

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, „მცხეთობა-სვეტიცხოვლობის" დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სახის კულტურულ-გასართობი ღონისძიება გაუქმებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებები, ასევე, გადადებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე წირვა-ლოცვას აღავლენს.

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.