სტრასბურგის სასამართლო დეკანოზ მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა - ექსკლუზიური ინტერვიუ თორნიკე მამალაძესთან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თორნიკე მამალაძე: „მგონია, რომ საპატრიარქო ჩემი ძმის პატიმრობიდან გათავისუფლების წინააღმდეგი არ უნდა იყოს!“

ავტორი: თათია გოჩაძე

ციანიდის სკანდალიდანთითქმის 6 წელი გავიდა. ალბათ, ყველას ახსოვს დილა, როცა ცნობილი გახდა, რომ მაღალი სასულიერო პირის ციანიდით მოკვლას მღვდელი ცდილობდა, თუმცა მოგვიანებითსასამართლოზე გაირკვა, რომ მოწამვლის ობიექტი პატრიარქის მდივან-რეფერენტიშორენა თეთრუაშვილი იყო. დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს, მაშინ დააკავა, როცა ბერლინში გამგზავრებას ცდილობდამაშინ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაციას სწორედ გერმანიაში უკეთებდნენ, სადაც იმყოფებოდა მისი მთარგმნელ-რეფერენტიშორენა თეთრუაშვილიც. პროკურატურამ გაავრცელა ცნობა, რომ დეკანოზის ბარგში მომწამვლელი ნივთიერება - „ნატრიუმის ციანიდიიპოვეს. მალევე, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის ჩვენებაზე დაყრდნობით, საგამოძიებო ორგანომ თქვა, რომ დეკანოზმა ჟურნალისტს ციანიდის შოვნაში დახმარება სთხოვა. ირაკლი მამალაძე ჩვენებაში აცხადებდა, რომ დეკანოზის მიზანი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა იყო. მოგვიანებით, პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა. საგულისხმოა, რომ ამ დრომდე არ არის გარკვეული, ვისგან, სად და რა ვითარებაში შეიძინა გიორგი მამალაძემ ციანიდი.

2017 წლის სექტემბერშისასამართლომ გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ სცნო და ცხრაწლიანი პატიმრობა შეუფარდაამასთანმოსამართლემ ბრალდების კვალიფიკაცია შეცვალა და დეკანოზს ანგარებით მკვლელობის მუხლი მოუხსნა. დეკანოზიასევედამნაშავედ სცნეს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში. თავად ბრალდებული განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.

განაჩენის თანახმად, გიორგი მამალაძე ამზადებდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. ამ ბრალდებასა და სასამართლო გადაწყვეტილებას კატეგორიულად უარყოფენ გიორგი მამალაძის ადვოკატები და რადგან საქართველოში სამართალს ვერ მიაღწიეს, „ციანიდის საქმე“ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნეს.

ვერსია  დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმას, თორნიკე მამალაძეს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, როგორია დაკავებული მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და როდის გამოაქვეყნებს სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლო „ციანიდის საქმეზე“  გადაწყვეტილებას:

- ჩემი ძმა უკვე 4 წელია, პარალიზებულია. სამწუხაროდ, ვერ მკურნალობენ, რადგან იმ დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდის, ამ დაავადების პროფესიონალები არ არიან. ამიტომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. დეკანოზს დამოუკიდებლად გადაადგილება და ჯდომა არ შეუძლია. საკაცის საშუალებით გადაჰყავს რამდენიმე ადამიანს.

- არსებობს სამიდიცინო დასკვნა მისი მდგომარეობის შესახებ?

-  კი, რა თქმა უნდა, რამდენიმე ექსპერტის დასკვნა არსებობს, რომ ამ მდგომარეობაშია. სასჯელაღსრულების სტრუქტურამ რამდენჯერმე გადაიყვანა ავერსის კლინიკაში, გამოკვლევები ჩაუტარეს და როგორც ოჯახის დაკვეთით მოხდა ექსპერტიზის ჩატარება, ასევე თავადაც უტარებდნენ გამოკვლევებს.

- როგორც მახსოვს, სასამართლოს მიმართეთ თქვენი ძმისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით. რა გადაწყვეტილება მიიღეს?

- მაშინ სასამართლომ რეკომენდაცია გასცა, რომ უნდა უმკურნალონ იმ დაწესებულებაში, სადაც იმყოფება, მაგრამ ეს ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან რა დაავადებაც მას სჭირს, იმის ექიმები არა თუ ამ დაწესებულებაში, არამედ მთელ საქართველოში არ არიან. ამიტომ გვინდა, ეს ადამიანი გამოვიყვანოთ, რადგან უკვე 5 წელი და 8 თვეა, ციხეში იმყოფება და შესაძლებელია, რაღაც შეღავათი შეეხოს და მოხდეს გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

- მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორია? როგორი განწყობა აქვს და რას ფიქრობს 5 წლის შემდეგ იმ საქმეზე, რისთვისაც სასჯელს იხდის?

- როცა მის სანახავად შევდივარ, ერთი საათი მაქვს ხოლმე დრო... ბოლო დღეებში მის ორ შვილს ჰქონდა დაბადების დღე, 6 წელია, არ უნახავს არც ერთი შვილი. უმცროსს თითქმის არ იცნობს, რადგან 5 წლის იყო, როცა დააპატიმრეს. აქედან გამომდინარე, ჩვენი საუბარი შეეხება მხოლოდ ოჯახის წევრებს. მეკითხება, როგორ იზრდებიან თავისი შვილები. ის წლები, რაც დაკარგა ოჯახთან მიმართებაში, სურს, რომ აანაზღაუროს და ჯანმრთელობას მიხედოს. სურს, რომ თავის ოჯახთან გაატაროს დარჩენილი ცხოვრება.

- საინტერესოა, საპატრიარქოდან თუ შედის ვინმე, კითხულობენ მის მდგომარეობას?

- ვფიქრობ, რომ მისი განთავისუფლების წინააღმდეგი არ უნდა იყვნენ, ეს ჩემი აზრია. რადგან ყველამ იცის, რომ არის ავად და სჭირდება მკურნალობა, რისი წინააღმდეგიც არავინ უნდა იყოს.

- კომუნიკაცია არ გქონიათ, რომ მათი ამჟამინდელი პოზიცია გაგეგოთ?

- არა, კომუნიკაცია არ მქონია... არის სხვადასვა გზა: სამაჯურით გამოშვება, უდო, ვადამდე ადრე გათავისუფლება... ვფიქრობ, ოფიციალურ სახეს თუ მივცემთ უახლოეს პერიოდში, შემდეგ შესაძლოა, მქონდეს კომუნიკაცია ან თავად ისურვონ და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.

- რაიმემ გაგიჩინათ იმის იმედი, რომ საპატრიარქო დაგეხმარებათ?

- იმედებს არავისზე და არაფერზე ვამყარებ. უბრალოდ, ვამბობ, რომ დეკანოზი არის რთულად, მას ჰყავს ოჯახი, სჭირდება მკურნალობა და ვფიქრობ, არავინ უნდა იყოს წინააღმდეგი.

- აღსანიშნია, რომ არაერთხელ მიმართეთ პრეზიდენტებს - გიორგი მარგველაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს თხოვნით, მაგრამ არც ერთმა მათგანმა თქვენი ძმა არ შეიწყალა - როგორ აფასებთ ამ საკითხს და რა ეტაპზეა საქმის განხილვა სტრასბურგის სასამართლოში?

- მოკლედ შემოვიფარგლები, შეფასებებისგან ამ მომენტში თავს შევიკავებ. გეტყვით, რა ეტაპზეა სტრასბურგის სასამართლოში საქმე - გადაწყვეტილების მისაღებად არიან უკვე გასულები, საქმის განხილვა დასრულდა.

- როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეგატყობინეს?

- როგორც იურისტებმა ამიხსნეს, გადაწყვეტილების მისაღებად გასვლიდან მინიმუმ 6 თვეში. მოკლედ, ოქტომბრიდან ანუ თითქმის ყოველ დღე ველოდებით გადაწყვეტილებას.