დაწესდება თუ არა 17 სექტემბერს ბებიის დღე - რას გადაწყვეტს საქართველოს პარლამენტი

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხვალ, ქვეყანაში ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ.

საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის მაისში საქართველოს მოქალაქე მიხეილ სახვაძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ქვეყანაში „ბებიის დღის დაწესების“ ინიციატივით მიმართა. განცხადებაში ავტორი ქვეყანაში აღნიშნული დღის დაწესების 3 მიზეზს ასახელებს და ამბობს, რომ ბებიის დღეს 17 სექტემბერს ცნობილი ქართველი მსახიობი ქალის სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეზე უნდა დაწესდეს. ის აცხადებს, რომ სწორედ მსახიობმა შექმნა ქართულ ფილმებში ბებიის დაუვიწყარი სახეები. ამასთან ინიციატივის ავტორი მიიჩნევს, რომ „ბებია და ბარაქიანი შემოდგომა - რთველი, ჩურჩხელა, თათარა ქვეყანაში მჭიდროდაა დაკავშირებული“. მიხეილ სახვაძეს თავის განცხადებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბებიის დღის არსებობის შესახებ მცირე ისტორიული რაკურსები აქვს წარმოდგენილი.

ქვეყანაში „ბებიის დღის დაწესების“ ინიციატივის შესახებ 2022 წლის 23 მაისს პარლამენტის ბიურომ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს საკანონმდებლო წინადადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პარლამენტის ბიუროსთვის გაცნობა დაავალა.