პეტიცია შინაური ცხოველების დასაცავად და გადასარჩენად

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კანონი შინაური ცხოველების დაცვის და გადარჩენის შესახებ


მრავალი უბედური შემთხვევა ხდება ყოველდღიურად, სამწუხაროდ, ხშირია ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ავტომობილის დაჯახებისა და შემთხვევის ადგილას  მათი სასიკვდილოდ მიტოვების ფაქტები. იქ სადაც ცოცხალი არსებების მიმართ ცნობიერებისა და ემპათიის ნაკლებობაა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შესაბამისი კანონი, რომელიც დაიცავს და გადაარჩენს შინაურ ცხოველებს. სწორედ, ჩვენი ოთხფეხა მეგობრების გადასარჩენად შემუშავდა პეტიცია.

პეტიციის მოთხოვნაა შეიქმნას კანონი, რომელშიც გაწერილი იქნება, ავტომობილის ცხოველზე დაჯახების დროს, შემთხვევის მონაწილე მძღოლის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს  მანქანის გაჩერებასა და 112-ში დარეკვაში, ხოლო სამართალდარღვევის შემთხვევაში, რაც გულისხმობს ავტომობილის გაუჩერებლად შემთხვევის ადგილიდან მიმალვას,  ადეკვატური სასჯელი.

აღნიშნული კანონი:

  • ხელს შეუწყობს შინაური ცხოველების დაცვასა და მათი სიცოცხლის გადარჩენას;
  • სასარგებლო იქნება, შინაური ცხოველების შესახებ, საზოგადოების მორალური და ემოციური ცნობიერების ასამაღლებლად;
  • დადებითი გავლენა ექნება, მომავალი თაობის რაციონალურ და ემპათიურ დამოკიდებულებაზე ცხოველების მიმართ;
  • გაიზრდება საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც შინაური ცხოველების ასევე ადამიანების მიმართ;
  • ასევე სასარგებლო იქნება საგზაო უსაფრთხოებისთვის და შესაბამისად, უსაფრთხო გარემოს შექმნისათვი

ეს პეტიცია არის ყველასთვის ვისაც სურთ, რომ  ჩვენი გარემო იყოს უფრო მეტად უსაფრთხო;

შესაბამისი რაოდენობის ხმების მოგროვების შემდეგ, პარლამენტი, კანონმდებლობის ძალით ვალდებულია, განიხილოს და დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა.

ვრცლად იხილეთ https://rb.gy/jnjwvh