რამ გამოიწვია საქართველოში კლიმატის უჩვეულო ცვლილება და გველოდება თუ არა ცხელი ზაფხული

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

2022 წლის გაზაფხული და ზაფხულის პირველი თვე საქართველოში საკმაოდ ცივი აღმოჩნდა. მარტის თვიდან უჩვეულო სიცივე და ნალექი დაფიქსირდა ქვეყნის მთელ ტერიოტირიაზე. ივლისში კი ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ტემპერატურის კლებასთან ერთად გააქტიურდა სტიქიური პროცესები, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.

 „ვერსია“ დაინტერესდა, რამ გამოიწვია კლიმატის მკვეთრი ცვლილება და მოსალოდნელია თუ არა სტიქიური მოვლენების კვლავ გააქტიურება, რაზეც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სოსო ქინქლაძეს ვესაუბრეთ.

თუ თვის განმავლობაში ნალექის კონკრეტული რაოდენობააა დამახასიათებელი და ცვლის ნორმა არსებობს, შესაძლებელია, გახშირდეს ისეთი პერიოდები, როდესაც ეს ნორმა ერთ დღეში იქნას მიღწეული, რაც ვნახეთ ამ უკანასკნელ დღეეებში. რამდენიმე ქალაქში ერთ დღეში მოვიდა ნალექის ის ნორმა, რაც ერთი თვის მანძილზეა ხოლმე. კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე ცალსახაა, რომ მთელ მსოფლიოში ექსტრემალური მოვლენების რაოდენობა მატულობს და საქართველოც არ არის გამონაკლისი. თუ თვალს გადავავლებთ, თითქმის ყოველ წელს დამანგრეველი სტიქიური მოვლენა ხდება, რასაც მსხვერპლის მოჰყვება ხოლმე. გლობალური ცვლილების გამო, ზოგადად ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი და არა კლება, ამიტომ როცა კლებისკენაა, ამ მთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ პირდაპირ გლობალური კლიმატის ცვლილებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ცალსახა ასეთი უხვი ნალექები გახშირებულია და  შეიძლება მიეწეროს კლიმატის ცვლილებას.

რაც შეეხება, გაზაფხულის ცივ ტემპერატურებს, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და კონკრეტულ ფაქტზე ამის მიწერა არ შეიძლება. მარტი საკმაოდ გამორჩეული, ოთხჯერ მეტი ნალექი მოვიდა თვის განმავლობაში, ვიდრე ხასიათდება. ივნისიც გამორჩეული იყო ნალექით, შესაბამისად, როდესაც ნიადაგი არის წყლით გაჯერებული და აღარ აქვს შეკავების უნარი, შეიძლება სტიქიური პროცესები მარტივად განვითარდეს. შემდგომ დღეებში კვლავ არის ნალექი მოსალოდნელი, თუმცა არა ისეთი, რომ სტიქიური მოვლენები განვითარდეს,“ - განაცხადა სოსო ქინქლაძემ.

„ვერსია“ ასევე დაინტერესდა, როგორი ამინდებია მოსალოდნელი ზაფხულის მომდევნო ორი თვის მანძილზე, რაზეც გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელს ხათუნა ქოქოსაძეს ვესაუბრეთ:

ხვალ, ზეგ და მაზეგ ხანმოკლე ხასიათის წვიმებია მოსალოდნელი, უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. 3-4-5 ივლისს ნალექის ინტენსივობა შესუსტდება, ცოტა გამოიდარებს და უკეთესი ამინდი იქნება, მაგრამ ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე ხასიათის წვიმები შენარჩუნდება. მომდევნო დღეებში, 10 ივლისის  ჩათვლით, შედარებით უნალექო ამინდებია მოსალოდნელი და ტემპერატურაც მოიმატებს. ივლისის თვე იქნება საკმაოდ ცხელი და დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთში ტემპერატურა ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი დაფიქსირდება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, კახეთში უფრო მაღალი სიცხეები მოსალოდნელი, რაც 2 გრადუსით მეტი იქნება, ნორმასთან შედარებით. ივლისის ბოლოს ტემპერატურა მოიმატებს და ყველგან 38-39 გრადუსამდე ავა, არ არის გამორიცხული 41-მდეც მოიმატოს. ზოგადად, სეზონის პროგნოზი საკმაოდ ცხელია, ივლის-აგვისტოში ნორმასთან შედარებით, საკმაოდ მაღალი ტემპერატურები დაფიქსირდება, - განაცხადა ხათუნა ქოქოსაძემ.