15 ოქტომბრიდან ყველა დასაქმებული პირისთვის მწვანე ბარათი სავალდებულო ხდება!!!!

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

15 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, დაძაბულობა უფრო და უფრო მატულობს. იტალიაში სავალდებულო ხდება Green pass-ი ყველა იმ პირისთვის, ვინც დასაქმებულია, საჯარო თუ კერძო სექტორში, მაგრამ კითხვები ბევრია, პასუხები - ბუნდოვანი. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაა, ვინ შეამოწმებს დასაქმებულთა Green pass-ს?

იტალიური პრესის თანახმად, მთავრობის ოფიციალურ საიტზე „ყველაზე ხშირად დასმული კითხვებიდან“ ვიგებთ, რომ სხვადასხვა სექტორში კონტროლის სხვადასხვა რეგულაცია იმოქმედებს.

ამ შემთხვევაში, ყურადღება გავამახვილოთ შინამოსამსახურეების, მომვლელების (ბადანტეების), ძიძების კატეგორიაზე. როგორც ირკვევა Green pass-ის კონტროლის ვალდებულება, იმ ოჯახს ეკისრება, სადაც პირია დასაქმებული. მაგრამ როგორ გაკონტროლდება, თუ რამდენად იცავს აღნიშნულ რეგულაციას დამსაქმებელი ოჯახი, ცოტა ბურუსითაა მოცული, რადგან კარაბინერებს პირად საკუთრებაში, სახლის მეპატრონის თანხმობის გარეშე, შესვლის უფლება არ აქვთ. მეპატრონეს კი შეუძლია კარაბინერებს კარი საერთოდაც არ გაუღოს.

 

წყარო:https://exclusivetv.ge/