„შეიძლება აქ რომ დაბრუნებულიყო, ეს საშინელი ტრაგედია არ მომხდარიყო“ექსკლუზივი - რას გვიყვება თომას კენედის შესახებ მისი ბრიტანელი მეგობარი

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ახალგაზრდა ბრიტანელი ტურისტის, თომას კენედის ცხედარი მტკვარში აღმოაჩინეს.  7 ოქტომბერს, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, 28 წლის მამაკაცი გვირაბში ცოცხალი მუსიკის მოსასმენად გაჩერდა. ადგილობრივებმა სასმელზე დაპატიჟეს და მასაც უარი არ უთქვამს. თავადაც მუსიკოსმა მოგვიანებით, რამდენიმე პირთან ერთად, კაფეში გადაინაცვლა. რის შემდეგაც მას სასტიკად გაუსწორდნენ, სცემეს და უგონო მდგომარეობაში მტკვარში გადააგდეს.

 

„ჰოთნიუსი“ დაუკავშირდა,თომასის ერთ-ერთ უახლოეს მეგობარს,Andrew lane-ს დამატებითი ინფორმაციის გასაგებად. რომელიც, ამ ტრაგედიის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა და ამის შესახებ ჩვენგან შეიტყო.  იგი ჩვენთან გარდაცვლილი მეგობრის შესახებ საუბრობს :

„ტომი ძალიან მხიარული ბიჭი იყო. მასთან ერთად საუკეთესო დროს ვატარებდი. ყოველთვის ვიცინოდით ერთად.რამდენიმე ბიჭი ვიყავით ყოველთვის ერთად- Koysta,Paul,Tom და მე. ყოველთვის ვხუმრობდით ერთმანეთზე. ვეძახდი Tommy Bach.ის არაჩვეულებრივი მუსიკოსი იყო და ძალიან უყვარდა ეს საქმე. კორკის მუსიკის სკოლაში მხოლოდ ერთი წელი ისწავლა და შემდეგ დაანება თავი.დაბრუნდა სახლში და სულ ახლახან დაიწყო მუშაობა. მან გვითხრა,რომ დაბრუნდებოდა ამ წელს,მაგრამ ეს ვეღარ შეძლო.შეიძლება აქ რომ დაბრუნებულიყო ეს საშინელი ტრაგედია არ მომხდარიყო. ის იყო ძალიან საყვარელი ბიჭი,რომელიც ყოველთვის ქმნიდა და უკრავდა მუსიკას. ყოველთვის ცდილობდა რომ ლექციებს შორის დაეკრა და გამოემუშავებინა თანხა ამით. ჩვენ ყველამ ძალიან კარგი დრო გავატარეთ მასთან ერთად და ძალიან მოგვენატრება“

 Tom was such a funny lad! Had the best times with him. Always laughing a joking with each other! A group of us used to always hang out together. Koysta, Paul, Tom and myself. Always taking the piss out of each other! I called him Tommy Bach. He was a brilliant man for music. He absolutely loved it. He only did one year of it in the Cork School of Music and dropped out then. He went home and just started working. He said he was going to come back this year but sadly never did. Maybe if he did, this dreadful thing wouldn’t ever had happened. He was such a lovely man, always creating or playing music. Busking in between lectures to make a couple of bob. We all had great time for him, and truly going to miss him so so much“ – Andrew lane

შეგახსენებთ,რომ მკვლელობის საქმეზე 5 პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია დაკავებული. 4 ბრალდებულს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას, ერთს კი მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. 

 

ავტორი: სალომე ნოზაძე