გენმოდიფიცირებული კარტოფილი უფრო სასარგებლოა?

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მინესოტას უნივრსიტეტისა და ფრანგული კომპანია Cellectis-ის სწავლულებმა, მცენარეების გენების რედაქტირების ახალი ტექნოლოგია მოიფიქრეს. ახლა ისინი შექმნიან და ბაზარზე გამოუშვებენ კარტოფილის ახალ ჯიშს - Ranger Russet, რომელიც არ შავდება და არ ლპება ყინვაში შენახვის დროს, ასევე, შეწვისას, ნაკლებ კანცეროგენულ აკრილამიდს გამოყოფს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სულ მალე, მოდიფიცირებული კვების პროდუქტების შექმნა არა მხოლოდ მსხვილი სამეცნიერი ინსტიტუტების საქმე იქნება, არამედ, ამით პატარა კერძო კომპანიებიც დაკავდებიან.
რასაკვირველია, მათი ნამუშევარი აუცილებლად სერტიფიცირებული იქნება და უსაფრთხოებაც შემოწმდება. სხვა შემთხვევაში, მათ მიერ გამოყვანილი ხილი და ბოსტნეული ბაზარზე ვერ გავა. აქამდე, მეცნიერები წლობით მუშაობდნენ, რათა ტრადიციული სელექციის მეთოდით, სასურველი თვისებების მქომე მცენარე გამოეყვანათ. მაგალითად, ასეთი კარტოფილისთვის, რომელიც ამერიკელმა გენეტიკოსებმა შექმნეს, სელექციონრებს 10 წელიწადზე ნაკლები არ დასჭირდებოდათ. ახალი კარტოფილის საცდელი პარტიის პირველ მოსავალს უკვე წლის ბოლოს აიღებენ მინესოტაში. თუკი ექსპერიმენტების შედეგად დამტკიცდება, რომ პროდუქტი ინარჩუნებს თვისებებს სიცივეშიც, ღანგერ ღუსსეტ-ის ფერმერებისთვის მიწოდებას დაიწყებენ.