მატარებლის შჯახებისას მომხდარი ტრაგედიის გამო, ბათუმი-თბილისის მატარებელი საათზე მეტია თბილისის შესასვლელთან არის გაჩერებული
დღეს, 15:12 294
Play Video
ბათუმიდან თბილისისკენ მომავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. დაღუპულია 2 ადამიანი. შემთხვევა ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ მოხდა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები.ბათუმი-თბილისის მატარებელი საათზე მეტია თბილისის შესასვლელთან არის გაჩერებული. რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა საქართველოს რკინიგზამ.
"თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, შემთხვევის ადგილზე კი საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით. "საქართველოს რკინიგზა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს", - ნათქვამია განცხადებაში.
მატარებლის შჯახებისას მომხდარი ტრაგედიის გამო, ბათუმი-თბილისის მატარებელი საათზე მეტია თბილისის შესასვლელთან არის გაჩერებული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი