დღევანდელ რეალობაში ეკლესიას აქვს ძალიან აქტიური ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ასეთი ჩანაწერის გაკეთება იქნება ფაქტის კონსტატაცია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
„ჩვენ ბოლო პერიოდში ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ფასეულობათა ცვლის ძალიან დიდი დინამიკა გვაქვს და ეკლესიას უხდება ხელჩართული ბრძოლა იმისათვის, რომ არ მოხდეს რადიკალური ჩანაცვლება. ღირებულობების და ფასეულობების. დღევანდელ რეალობაში ეკლესიას აქვს ძალიან აქტიური ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ასეთი ჩანაწერი იქნება ფაქტის კონსტატაცია. ჩანაწერში, რომელიც გაკეთდა კონსტიტუციური შეთანხმების დროს, ვერ მოხერხდა ჩაწერა და აღნიშვნა იმის, რომ ეკლესიას აქვს თანამედროვე ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ფუნქცია. იქ მხოლოდ აქცენტი იყო გაკეთებული ისტორიულ მნიშვნელობაზე და მაშინ იყო სურვილი ამის ჩაწერის, თუმცა, გარემოებებმა შეუშალა ხელი. დღეს ამის ჩაწერა იქნება აღიარება, კონსტატაცია რეალობისა“,- აღნიშნა ჯაღმაიძემ.
დღევანდელ რეალობაში ეკლესიას აქვს ძალიან აქტიური ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის გაკეთება იქნება ფაქტის კონსტატაცია - ჯაღმაიძე
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი