შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორად მამუკა ჯანგულაშვილი დაინიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორად მამუკა ჯანგულაშვილი დაინიშნა, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი თვაური შეცვალა.
მამუკა ჯანგულაშვილს ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე დანიშვნამდე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.