მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს და როგორც უწყებაში განმარტავენ, პოზნერი საქართველოში აქამდეც არაერთხელ იმყოფებოდა.

„აღნიშნული პირი არის აშშ-ის მოქალაქე. მას არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. რაც შეეხებათ სხვა პირებს, ისინი მთავრობის დადგენილების შესაბამისად შემოვიდნენ ქვეყანაში, ნაწილს ჰქონდა კოვიდპასპორტი, ხოლო ნაწილს კი პისიარტესტის ცნობა“,- აცხადებენ შსს-ში.