ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
სამგორის რაიონის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ქვემო სამგორში, ბოგდან ხმელნიცკის მეორე შესახვევში, №6 კორპუსის მიმდებარედ, წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 175 გრძივი მეტრის მოცულობის ქსელის მოწყობა.
სამუშაოებისთვის სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 61 734 ლარი გამოიყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელის მოადგილე კახა ბოლქვაძე გაეცნო.