რუსეთში ცნობილ ქართველ „კანონიერ ქურდზე“ ძებნა გამოცხადდა - რას ედავებიან ზურაბ ენდელაძეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 რუსეთის ფედერაციის ჩელიაბინსკის ოლქის სასამართლოში, ცნობილი კრიმინალური „ავტორიტეტის“, ივან იუგაის სასამართლო პროცესი დაიწყო. მას ბრალად ფულის გამოძალვა, ძარცვა, ყაჩაღობა, იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

პროკურორმა სასამართლოზე თქვა, რომ იუგაის ამდენის შესაძლებლობა არ ჰქონდა, მაგრამ მას ცნობილი ქართველი „კანონიერი ქურდის“, ზურაბ ენდელაძის იმედი ჰქონდა და სწორედ ქართველი „კრიშავდაო“.

როგორც რუსი სამართალდამცავები ირწმუნებიან, ენდელაძეს რუსეთი ჯერ არ დაუტოვებია და ის, სავარაუდოდ, მოსკოვში იმალება.

შედეგად, მასზე ძებნა ორი მუხლით გამოცხადდა _ დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა და „კანონიერი ქურდის“ წოდების ტარება.

 

ბათო ჯაფარიძე