რატომ გაწირეს ქართველმა ცოლ-ქმარმა სასიკვდილოდ ბელორუსი მდგმურები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ორმაგი მკვლელობა

ბათო ჯაფარიძე

 

ეს ახლაა, 2-3 მილიონიან პროექტებს მასშტაბურს რომ ვეძახით, თორემ იყო დრო, როცა ქვეყანა მილიარდიან პროექტებს ახორციელებდა და მის მშენებლობაში არა მარტო მთელი მოსახლეობა იყო ჩართული, არამედ, მუშა-ხელი სხვადასხვა მოძმე რესპუბლიკიდანაც ჩამოდიოდა. საუბარია ათეულობით ათას ადამიანზე და საკმარისია,თუნდაც ენგურჰესის მშენებლობა გავიხსენოთ, სადაც მართლაც ათეულ ათასობით ადამიანი იყო დასაქმებული, მათ შორის, საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკის, პრაქტიკულად, ყველა წარმომადგენელი. მათთვის სპეციალრი კოტეჯები და საერთო საცხოვრებლები იყო აშენებული, სადაც მუშაობის პერიოდში ცხოვრობდნენ და ანაზღაურებაც იმაზე ბევრად მეტი ჰქონდათ, ვიდრე სამშობლოში იღებდნენ. სწორედ ენგურჰესის მშენებლობის დროს შეიქმნა არაერთი შერეული ოჯახი და სხვადასხვა რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ერთმანეთზე იქორწინეს. ცოდვა გამხელილი სჯობსდა, გრანდიოზული მშენებლობა 1961 წელს დაიწყო, რომელიც 1987 წელს დასრულდა. არავინ იცის, მშენებლობა კიდევ სამი-ოთხი წელი რომ გაგრძელებულიყო, საერთოდ დასრულდებოდა თუ არა, რადგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პირველი, რაც ველაზე კარგად გავაკეთეთ, აშენებულის დანგრევა გახლდათ.

 

ენგურჰესზე ჩამოსული ხომ ბევრი იყო და ადგილობრივიც უამრავი მუშაობდა. ამას გარდა, ახლო-მახლო სოფლების მოსახლეობაც სარგებლობდა ყველაფ ამით, ზოგი პროდუქტს ჰყიდდა, ზოგი - ალკოჰოლს, ზოგიც - ხილს. რამდენი ადამიანს მდგმურებიც ჰყავდა, ისეთები, რომლებსაც საერთო საცხოვრებელში ყოფნა არ სურდა და ისინი, ძირითადად, ერთი ოჯახის წევრები ანუ ცოლ-ქმარი იყვნენ. ოთახის ქირაობათვეში 10-12 მანეთი ჯდებოდა, რაც მშენებლების ხელფასის გათვალისწინებით, სასაცილო თანხა იყო და მას ბევრი იხდიდა.

„სამუშაო დღე დიდი ხნის დასრულებული იყო და განყოფილებაში ერთ-ერთი საქმის გამო შემოვრჩი, მინდოდა, დამესრულებინა ოქმები და მეორე დღეს სასამართლოში გამეგზავნა. ამიტომ, საათს შეგნებულად არ ვუყურებდი, ვიცოდი, გვიანი იყო და ისიც ვიცოდი, რომ საათზე შეხედვა ამაჩქარებდა, აჩქარება კი არ მსურდა. საათს მაშინ დავხედე, როცა ტელეფონმა დარეკა. უხალისოდ დავწვდი ყურმილს, დარწმუნებული ვიყავი, ცოლი რეკავდა და უნდა მომესმინა, რომ ღამის ორ საათზე, ნორმალური ადამიანი ლოგინში უნდა იწვეს, თუმცა ტელეფონში მამაკაცის ხმა გაისმა - სამმართველოს უფროსი იყო და სამინისტროში მიბარებდნენ. მივხვდი, რაღაც განსაკუთრებული მოხდა, ამიტომ ბევრი კითხვა არ დამისვამს, პიჯაკი მხარზე მოვიგდე და სამინისტროში წავედი“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

სამინისტროში აუხსნეს, რომ ერთი საათი ჰქონდა მოსამზადებლად და ენგურჰესზე უნდა წასულიყო. მშენებლობის მიმდებარედ სახლი დაიწვა, სადაც ცოლ-ქმარი ცხოვრობდა და მათი დანახშირებული გვამები იპოვეს. ექსპერტი კი ამტკიცებდა, სანამ დაიწვებოდნენ, მათ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და მოკლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე ორმაგ მკვლელობასთან ჰქონდათ. სტრატეგიულ ობიექტზე მკვლელობა კი განსაკუთრებული იყო და ამიტომ, გამომძიებელი თბილისიდან მიავლინეს. ადგილზე ჩასულ მაძებრებს შემდეგი სურათი დახვდათ - ახალგაზრდა ცოლ-ქმრის გვამები ისე იყო დანახშირებული, ვერავინ ამოიცნო. სამაგიეროდ, მათი შვილი გადარჩა, 8 წლის ბიჭი, რომელიც იმ დროს მეზობელთან იყო და სწორედ მან შენიშნა მშობლების სახლში ცეცხლი, თუმცა მეზობლებმა ვერაფერი მოახერხეს - ალი მალე მოედო ხის სახლს და ჩაფერფლა. ახლა ბავშვი უაზრო თვალებით იყურებოდა აქეთ-იქეთ და ყველგან დედ-მამას ეძებდა.პერტმა ახალი ვერაფერი თქვა, გარდაცვლილებს ისეთი ძალით ჰქონდათ თავში ჩარტყმული, რომ ორივეს თავის ქალა ჰქონდა ჩამსხვრეული, თუმცა როცა სახლს ცეცხლი წაუკიდეს, ორივე ცოცხალი იყო. უსასტიკესი მკვლელობა სასწრაფოდ გახლდათ გამოსაძიებელი და მეზობლებმა ბევრი საინტერესო რამ თქვს.

წყვილს შვილი არ ჰყავდა და ეს ბავშვი აიყვანეს, კარგად უვლიდნენ, არაფერს აკლებდნენ, მაგრამ ცოტა ფუფუნება უყვარდათ და ამიტომ, მუდმივად ვალები ჰქონდათ. როგორც ვიცით, ბოლოს აფხაზეთში, ნათესავების ახლობლებისგან ისესხეს 20 ათასი მანეთი, მაგრამ ვერ გაისტუმრეს, ან როგორ გაისტუმრებდნენ, მუშაობა ეზარებოდათ. მდგმური კი ჰყავდათ - ბელორუსი ცოლ-ქმარი, მაგრამ ისინი თვეში 12 მანეთს იხდინენ და ამ ფულით 20 ათასს ვინ მოაგროვებდა? ერთი კვირაა, ბავშვი ჩემთანაა, ის აფხაზები გადმოვიდნენ, ემუქრებოდნენ, თუ ვალს არ გადაგვიხდით, დაგხოცავთო და ბავშვის გამო,ეშინოდათ მშობლებს. აგერ, ის ბელორუსები ერთი კვირაა, სამშობლოში დაბრუნდნენ, შვებულება აიღეს და ესენი მარტო დარჩნენ, მუდმივად იმის იშით იძნებდნენ, აფხაზები დაგვადგებიანო. მკვლელობის საღამოს დავინახეთ უცხო მანქანა, ნომერიც კი ჩავიწერე, ისინი რომ წავიდნენ, ნახევარ საათში ავარდა ალი და ვერაფერი მოვახერხეთ“, -თქვა მეზობელმა და გამომძიებელს მანქანის ნომერი წინ დაუდო.

დრო აღარ ითმენდა, ავტომანქანაზე ძებნა გამოცხადდა და ის მალევე დააკავეს. ავტომობილი სწორედ იმ აფხაზის საკუთრება აღმოჩნდა, რომლის ვალიც გარდაცვლილებს ჰქონდათ. დაკავებისთანავე, მანქანის მფლობელმა ყვირილი დაიწყო, მე რომ მიჭერთ, აჯობებს ის თაღლითები დაიჭიროთ, მიჩივლეს ხომ მაგ უნამუსოებმა, არადა, მარტო ერთხელ დავარტყიო. როცა მას აუხსნეს, რომ ცოლ-ქმრის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, თავში ხელი შემოირტყა, დაიკარგა ჩემი 20 ათასიო და გამომძიებლებმაც ერთმანეთს გადახედეს - მართლაც, რა სარგებელი უნდა მიეღო მას გარდაცვლილებისგან, ან სახლის დაწვას რა აზრი ჰქონდა? ასე ყველაფერს კარგავდა, როცა ცოცხლები იყვნენ, მაშინ კიდევ შეიძლებოდა რაღაცის იმედი ჰქონოდა, მცა ძიებას სხვა ეჭვმიტანილი უბრალოდ არ ჰყავდა და იყო კიდევ ერთი დიდი პრობლემა - გვამებზე მეზობლები კი ამბობდნენ, ისინი არიანო, მაგრამ ასპროცენტიანი სიზუსტითთავს ვერავინ დებდა, რადგან ცეცხლს სახე მთლიანად ჰქონდა დამწვარი. ის მეზობელი, რომელიც ბავშვს ინახავდა, ამტკიცებდა, ტანისამოსიც მათია, ზუსტად ასეთი შარვალი და ქამარი ჰქონდა კაცსო, თუმცა... იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვი ნაშვილები იყო, მისგან ანალიზების აღებასა და სისხლის ჯგუფის შედარებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ნათესავების ძებნა დაიწყეს და თბილისში ქალის ძმას მიაგნეს, რომელმაც თქვა, არც ჩემი ანალიზი გამოგადგებათ, რადგან მე ნაშვილები ვარ, როცა მიშვილეს, სამი წლის შემდეგ გოგონა შეეძინათ და უკან ხომ არ დამაბრუნებდნენ, მაგრამ მუდმივად მაგონებდნენ, რომ ნაშვილები ვიყავი, ამიტომ, როგორც კი სრულწლოვანი გავხდი, მათთან ურთერთობა გავწყვიტე და და ათ წელზე მეტია, არ მინახავს, არც მისი ამბავი გამიგიაო.

მამაკაცს რაც შეეხება, მისი მშობლები დიდი ხნის გარდაცვლილები იყვნენ, მას ერთი ძმა ჰყავდა, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა და ძლივს მიაგნეს.ანალიზების გაკეთებამ ძალიან დიდი დრო წაიღო და საბოლოო დასკვნაც დაიდო - გარდაცვლილ მამაკაცს ძმასთან ნათესაური კავშირი არ ჰქონდა.

„როგორც კი პასუხი მივიღე, ბევრი არ მიფიქრია, მაშნვე, იმ ბელორუსი ცოლ-ქმრის ძებნა დავიწყე.ოფიციალური საბუთებით, ისინი მოსკოვში წავიდნენ მატარებლით, მოსკოვიდან კი ბელორუსში და მათი კვალი იკარგებოდა. ბელორუსები პატარა ქალაქ ჟოდინოდან იყვნენ, იქ 60 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა და ამიტომ, გეი სწორედ ჟოდინოსკენ ავიღე“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ქართველი გამომძებელი ჟოდინოში ჩავიდა, ბელორუსი ცოლ-ქმრის საცხოვრებელ მისამართზე გამოცხადდა, მაგრამ შინ არავინ დახვდა. მეზობლებმა უთხრეს, მათ ბინა გაყიდეს, ახლა აქ ქართველები ცხოვრობენ, თუმცა ბინას ისინიც ყიდიანო. ქართველი მაძებარი მაშინვე ადგილობრივ განყოფილებაში წავიდა და იქაურ მილიციას დახმარება სთხოვა. საღამოს, შინ დაბრუნებული, „გარდაცვლილი და დამწვარი“ ცოლ-ქმარი, ჟოდინოელმა სამართალდამცავებმა დააკავეს. როგორც კი მათ ქართული საუბარი გაიგეს და მიხვდნენ, რომ საქართველოდან ჩამოაკითხეს, თავები დახარეს და... ქალი ატირდა, ბედი არ მქონიაო.

„ვალებს თავი ვერაფრით დავაღწიეთ, არ ვიცოდით, რა გვექნა. მერე, კარზე ბელორუსი ცოლ-ქმარი მოგვადგა, ჩვენი ასაკის, ჩვენი სიმაღლის, ლამის,ყველაფერი ემთხვეოდა და გეგმაც მაშინ გაჩნდა - ისინი უნდა მომკვდარიყვნენ და ჩვენ მათი ადგილი დაგვეკავებინა. იმ აფხაზს დღე-დღეზე ველოდით, ამიტომ ბელორუსებს სასმელში დასაძინებელი წამალი გავურიეთ და სარდაფში ჩავკეტეთ. მეზობლებში კი ვთქვით, რომ შვებულება აიღეს და ბელორუსშწავიდნენ. როცა ის აფხაზი მოვიდა, ვუთხარით, ვალს მალე დაგიბრუნებთო, თუმცა ყოველნაირად შევეცადეთ, რომ ჩვენთან დიდხანს ყოფილიყო, რადგან მეზობლებს მისი ავტომობილი დაენახათ. შემდე, როცა წავიდა, ყელაფერი სწრაფად გავაკეთეთ, ბელორუსებს ჩვენი ტანისამოსი ჩავაცვით, გავთიშეთ და სახლი დავწვით. ბავშვის დატოვება არ გაგვჭრვებია, ჩვენი მაინც არ იყო“, - დაახლოებით, ასე მოჰყვა მომხდარს მამაკაცი.

ცოლ-ქმარი მკვლელობისთვის კი გაასამართლეს, მაგრამ ამ ამბავს სხვა, სევდიანი გაგრელებაც აქვს. ბავშვი, რომელიც იშვილეს, საბოლოო ჯამში, არავის დასჭირდა და ის კვლავ ბავშვთა სახლში დააბრუნეს.