„ქართულ ციხეში სიამოვნებით ჩავჯდები, თუ მე და მიშა ერთ საკანში ვიქნებით“ - რას ურჩევს „კაი ბიჭი“ ექსპრეზიდენტს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

ევროპის ციხეები ქართველი პატიმრებითაა სავსე?! 

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

ევროპაში გამკაცრებული რეგულაციების ფონზე, იქაურებსაც კი უჭირთ არსებობა და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში იქნებიან ლეგალურად თუ არალეგალურად მყოფი ქართველი ემიგრანტები. ყველაზე დიდი პრობლემები მათ აქვთ, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაოდ კი არა, მოსაპარად არიან წასულები. ერთადერთი პლუსი მათთვის ისაა, რომ ქუჩაში პირბადით მოძრაობენ, მაგრამ საქართველოს შს სამინისტროსა და ევროპელ სამართალდამცავებს შორის, რამდენიმე წლის წინ დაწყებული მჭიდრო თანამშრომლობა შედეგს აშკარად იძლევა - ტელეფონებზე „საჭირო თემებზე“ საუბარი, პრაქტიკულად, გამორიცხულია, რადგან საეჭვო პირებს უსმენენ და უსმენენ ყურადღებით. საქართველოში დაბრუნება კი ჩანს ერთ-ერთ გამოსავლად, მაგრამ როგორც წინა ხელისუფლების დროს, ისე ახლაც, ე.წ. კაი ბიჭებს და „უბნის ავტორიტეტებს“ სამართალდამცავები არ სწყალობენ და პირდაპირ ეუბნებიან, რომ თუ ქვეყანას არ დატოვებენ, შესაძლოა, თავი კვლავ ციხეში ამოჰყონ.

ჩვენ ესპანეთში მცხოვრებ ერთ-ერთ ქართველ ემიგრანტს დავუკავშირდით, რომელიც პირინეებზე, არალეგალურად ცხოვრობს და იმის მიუხედავად, რომ ბინადრობის მოპოვების უფლებაზე საბუთები აქვს შეტანილი, დარწმუნებულია, მალე გამოაძევებენ ქვეყნიდან და შემდეგ საქართველოში იმაზე უნდა „იჩალიჩოს  “, როგორმე, კვლავ არალეგალად დაბრუნდეს ევროპის რომელიმე ქვეყანაში, რადგან საქართველოში ერთადერთი პერსპექტივა ციხეა.

 

„აღარ არის ევროპა ისე საოცნებო და მიმზიდველი, როგორც აქამდე იყო. ყველამ ისწავლა, რომ თუ ქართველი არ მუშაობს, ე.ი. იპარავს და ეს იმას ნიშნავს, რომ გამადიდებელი შუშით გაკვირდებიან. პოლიციის ქართველი ატაშეები მართლა შესაშურად მუშაობენ, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ხელის თუ ფეხის განძრევა გვიჭირს. რას ვიზამთ, ისინი თავის საქმეს აკეთებენ, ჩვენ - ჩვენსას. არ ვიცი, რომელმა მოიფიქრა, მაგრამ ქართველების გაგზავნილ ამანათებსაც რენტგენზე განსაკუთრებულად აკვირდებიან და თუ ერთხელ გაგზავნი ლეპტოპსა და ტელეფონებს, მეორედ, მესამედ, მერე უკვე თვალთვალს იწყებენ. ოქროულის გაგზავნა უდიდესი რისკია, სჯობს, ვინმეს გაატანო. ევროპის ციხეებში რეკორდულად ბევრი ქართველი ზის, მაგრამ რა გავაკეთოთ? - სხვა რამ არ ვიცით და საქართველოშიც ვერ ვბრუნდებით, რადგან აქ თუ საქმეზე არ დაგიჭირეს და არ დაგიმტკიცეს, არ გიჭერენ, ჩვენთან კი თუ ვერ დაგიჭირეს, ჩაგიდებენ და ისე გაგიშვებენ „ზონაზე“.

სხვათა შორის, ეს პრაქტიკა რამდენჯერმე აქაც გამოიყენეს, ერთეული შემთხვევებია და გვგგონია, რომ ესეც ქართველი ატაშეების დამსახურებაა...

საქართველოდან წამოსვლა არ მინდოდა, ცოლი მოვიყვანე, ორსულად იყო, მეგობრებთან ერთად, მაღაზია ავიღე იჯარით და მაშინ დამადგნენ, ყველაფერი ეს შენი საფარია, სინამდვილეში, ისევ მოპარვას დაიწყებო. არ გაჭრა შთაგონებამ, ცოლ-შვილი, დაჭკვიანება და სხვა თემები. წადიო და წამოვედი, გამომაგდეს ჩემი ქვეყნიდან. აქ კიდევ არც მაღაზიას მოგცემს ვინმე იჯარით და რომ გაგიჭირდეს, უბანში ვერავის მიადგები...

ისე, ქართულ ციხეში სიამოვნებით ჩავჯდებოდი, ოღონდ ერთი პირობით - ერთ საკანში თუ არა, ღია ზონაზე უნდა ვიყოთ მე და მიშა. არ გეგონოთ, რამეს დავუშავებ, ან ფიზიკურად შევეხები. არა, მაინტერესებს, რას გრძნობს ადამიანი, რომელმაც მთელი ერი კრიმინალად გამოაცხადა. მე თუ მკითხავთ, ციხე მიშას შანსი იყო, გამოსწორების შანსი. არ ვხუმრობ. თავად განსაჯეთ და გადახედეთ - 1998 წლიდან რომ ამოქოქა მაგ კაცმა, დღემდე „აბაროტი“ არ დაუგდია. ლამის 25 წლის განმავლობაში, მას არ ჰქონია ერთი, ერთადერთი კვირაც კი, მშვიდად დამჯდარიყო და დაფიქრებულიყო, რა გააკეთა, რა გააფუჭა, როგორ უნდა იმოქმედოს მომავალში, კარგია ეს, თუ ცუდი. სულ ვამბობდი, მიშას ციხეში თუ ჩასვამენ, მისთვის შველა იქნება, გამოსწორდება-მეთქი. მას დაფიქრების შესაძლებლობა ექნებოდა, შესაძლებლობა, ნამოქმედარი შეეფასებინა გვერდიდან, სხვა გადმოსახედიდან. ასე ხომ მისი მხარდამჭერები უკრავენ ტაშს და უკიჟინებენ, მიდი, მაგარი ხარო. რეალობა კი სხვაგვარია. არც ამან უშველა, არ აძლევენ მოდუნების საშუალებას. ჯერ ერთი ადვოკატი შედის, მერე - მეორე, მესამე, მერე - დეპუტატები, ქალები, ჩართავს ოპოზიციურ არხებს და იქიდან მისი ქება-დიდება იღვრება, ლამის, „გალობანი სინანულისანი“ დაწეროს და აღმაშენებლად გამოგვაცხადებინოს თავი. ეს არის მთავარი მიზეზი, რომ ის ჯერაც ვერ მოვიდა აზრზე, რა ხდება, როგორ ხდება... არადა, მართლა ერთი კვირაა საკმარისი, რომ ტელევიზორი არ ჩართოს, არავინ შევიდეს, იჯდეს და იფიქროს. აი, რიგითი პატიმრები ამაში მართლა დაეხმარებიან, დეტალებში ეტყვიან, რა არის კარგი და რა - ცუდი. მას ხომ 2003 წლის შემდეგ, რიგითი ადამიანებისთვის ყური არ დაუგდია, არ მოუსმენია, მხოლოდ საკუთარ გარემოცვას უსმენდა, მათი ტყვე იყო.

ახლაც ასეა, ჰგონია, რომ დედამისის, ნიკა გვარამიასა და იმ უკრაინელი ნაშის გარდა, ყველას მაგის სიკვდილი უნდა. ადვოკატების ადგილზე რომ ვიყო, აუცილებლად დავაჯერებდი, რომ საკანში მასთან, მინიმუმ, ერთი პატიმარი შეეშვათ, რიგითი პატიმარი, „პეხოტა“, არც „ბლატნოი“, არც „კაზიოლი“ ან „ქათამი“, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი პატიმარი. სხვა თუ არაფერი, ტელევიზორს მაინც გადაურთავდა ხოლმე სხვა არხზე და ერთი და იგივეს მოსმენით აღებულ „რაზგონს“ დააგდებინებდა.

თუ საკანში სხვა პატიმრის ყოფნა საფრთხეა, გარეთ სეირნობის საშუალება მისცენ, ოღონდ რამდენიმე პატიმართან. დამიჯერეთ, თუ მოინდომებენ „ნადზირატელები“, მოსისხლე მტრები ისეირნებენ ერთად ისე, რომ თმის ღერიც არ ჩამოუვარდებათ“... ხშირად გამიგია რიგითი პატიმრებისგან, ან უბრალოდ, იმ ადამიანებისგან, რომლებიც ციხეში არ მსხდარან, რატომ არ გადადის ე.წ. შავი სამყარო შურისძიებაზე, რატომ არ მოკლეს მიშა მაშინ, როცა უკრაინაში იყო, ან რატომ არ აგებინეს პასუხი, იგივე, დათა ახალაიას, რომელიც ევროპაში მოძრაობას, ადეიშვილს, მუხაძეს... ჰაერზე საუბარი ძალიან მარტივია. ციხეში როცა ხარ, ჯოჯოხეთში ხარ და იქ დაბრუნება არავის სურს. შურისძიება, თავისთავად, დანაშაულის ჩადენას ნიშნავს, რაც პერსპექტივაში, კვლავ ციხეში დაბრუნებასთან ასოცირდება.

არის სხვა ვარიანტიც, ვინმეს გადაუხადო, ერთი გასროლა და მორჩა. ჯერ ერთი, უმრავლესობას ასეთი თანხა არ აქვს და მეორეც, ის კრიმინალები, რომლებსაც ამდენი ფული აქვთ, მაშინაც კარგად იყვნენ, ახლაც კარგად არიან და სულაც არ თვლიან წინა სისტემის ჯალათებს პირად მტრებად. საუბრებში ამბობენ, რომ მტრები არიან, მაგრამ სხვას ფიქრობენ.

ცნება „კანონიერი ქურდი“ ფურცელზე დარჩა, ქურდიც კი ვერ გახდები, თუ ფული არ გაქვს, არადა, ადრე ფული თუ გქონდა, იმ შემთხვევაში ვერ გახდებოდი ქურდი, უნდა აგეხსნა, საიდან, როგორ... ახლა კიდევ „სხოდკა“ რომ გამართო, მინიმუმ, 5-ვარსკვლავიანი აპარტამენტები უნდა უქირავო, საუკეთესო რესტორანში კვებო, მერე საჩუქრები ჩამოურიგო, რომელის ფასიც 2-3 ათასი ევრო უნდა იყოს და თუ გადმოგხედეს მოწყალე თვალით, „სხადნიაკზე“ ქურდადაც გამოგაცხადებენ და მეორე დღესვე დაიწყებენ შენს კბენას და ძველი ცოდვების მოძიებას.

ყველაფერი ეს სიცილიური მაფიის ცხოვრების წესს უფრო დაემსგავსა, ოჯახში მიღებას ჰგავს. დასრულდა „ქურდული“ რომანტიზმი და იმედი მაქვს, ამას საქართველოშიც მალე მიხვდებიან. იმედია, ჩვენ იმ ახალგაზრდობის ბოლო წარმომადგენლები ვიქნებით, რომლებსაცც „კაი ბიჭობა“ და „ქურდული დვიჟენია“ მოგვწონდა და გვეამაყებოდა.

მეტიც, იმედი მაქვს, რომ უბანში, სადაც უნდა ვცხოვრობდე, ჩემი შვილი საუკეთესო მოსწავლე იქნება და არა - უბნის „ავტორიტეტი“.