ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგეს

სასამართლო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგეს.

"ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მწვრთნელის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა.

მოსამართლეთა შემადგენლობა - თავმჯდომარე ირმა პერანიძე და მოსამართლეები: მალხაზ ჩუბინიძე და ინდირა მაშანეიშვილი.

საქმეზე მუშაობდნენ PHR -ის ადვოკატები: სოფი მენაბდიშვილი, ანა თავხელიძე და ანა აბაშიძე", - წერია განცხადებაში.