სასტიკი ანგარიშსწორება მოსწავლეებს შორის - ნაცემი მე-12 კლასელი სასწრაფო დახმარებას თბილისში გადაჰყავს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩხუბი ბათუმში, მერვე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელებს შორის რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, გოჩა მგელაძის, ინფორმაციით, ჩხუბი სკოლის გარე პერიმეტრზე ორ მოსწავლეს შორის მოხდა მობილურის დამტენის გამო, რაც მანდატურმა შეამჩნია და გამოიძახა პოლიცია.

ნაცემი მე-12 კლასელის დედა „ტვ პირველთან“ საუბრისას ყვება, რომ მის შვილს 25 ადამიანი გაუსწორდა.

დაზარალებულის დედა პირდაპირ ადებს ხელს ინგლისურის მასწავლებელს, მას უყურადღებობასა და დაუდევრობაში ადანაშაულებს და მისი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.

დედა ყვება, რომ კონფლიქტი ინგლისურის გაკვეთილზე ტელეფონის დასამუხტის გამო დაიწყო.

ჩხუბი დაიწყო კლასში გაკვეთილზე. შემდეგ გადაიყვანეს ბავში სკვერში და იქ გაგრძელდა. იქ დახვდა ჩემს შვილს 25 ბიჭი და გალახეს. 10 წამი ბავში გათიშული იყო, გონება ჰქონდა დაკარგული. ჩემს შვილს აქვს მძიმე დაზიანებები. კონფლიქტი დაიწყო სატენის გამო. ამ ყველაფერს ინგლისურის მასწავებელი ესწრებოდა. თინიკო კვაჭაძემ ბავშვს ტელეფონი გამოართვა. ალბათ იმიტომ, რომ ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულიყო. ის არ არის დაკავებული“ - ამბობს მე-12 კლასელი დედა.

სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ მე-12 კლასელი მძიმე დაზიანებების გამო დედაქალაქში გადმოჰყავთ.

პარალელურად კი ბათუმში დაკითხვების სერია იწყება.

გამოძიება ცდილობს დაადგინოს, რა გახდა სკოლის მოსწავლეებს შორის სასტიკი ანგარიშსწორების მოტივი.

შსს-ს ცნობით, აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება 126-ე მუხლით [ძალადობა] დაიწყო.