აფეთქება მოსწავლეების ბანაკში - ვინ დამალა ხელყუმბარა ტყეში და ვინ არის „არქეოლოგი“

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები ნაკლებად მიმდინარეობდა, იყო არაერთი შემთხვევა, როცა გერმანულმა ძალებმა კავკასიონის გადმოლახვა სცადეს, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდათ. საქართველომ მეორე სამამულო ომში ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო და არ არსებობდა სოფელი თუ დაბა, საიდანაც წასულმა ახალგაზრდებმა თავი არ გწირეს. ჰოდა, იმის მიუხედავად, რომ აქ ბრძლები არ იყო, იარაღი მაინც ტრიალებდა და ომის შემდგომ ბევრმა გადამალა, ბევრმა ტყეშდამალა და იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ციხის შიშით, ამ დამალული იარაღის საიდუმლო საფლავში წაიღეს. შემდეგ, ამბები თაობიდან თაობას ლეგენდებად გადაეცემოდა და არაერთი ლეგალური თუ არალეგალური გათხრა ჩატარდა - ადამიანები დამალულ იარაღს ეძებდნენ, ზოგი ვერ პოულობდა, ბევრმა იპოვა კიდეც.

 

„დასავლეთ საქართველოში, პიონერთა ერთ-ერთ ბანაკში, პიონერებმა ცეცხლი დაანთეს. ბოლოსკოცონს მხოლოდ ორი პიონერი შემორჩა და ხელმძღვანელმა მათ ცეცხლის ჩაქრობა დაავალა. ჰოდა, მაშინ, როცა დარჩენილებმა ნაკვერჩხალი გაქექეს და წყლის მოსატანად გატრიალდნენ, აფეთქების ხმა გაისმა. აფეთქების ტალღამ ორივე ბავშვი რამდენიმე ეტრზე მოისროლა და ორივე დააზიანა. რაღა თქმა უნდა, პიონერხელმძღვანელმა სასწრაფოსა და მილიციაში ერთდროულად დარეკა და ადგილზეც ერთდროულად მივედით“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ექსპერტებმა მაშინვე დაადგინეს, რომ ხელყუმბარა აფეთქდა, მაგრამ უნდა გაერკვიათ, კონკრეტულად,რომელი ხელყუმბარა იყო და რაც მთავარია, როგორ მოხვდა ის კოცონში. ადგილობრივმა თქვა, რომ წლების წინ, იქ გათხრებს სახელმწიფოც აწარმოებდა და არალეგალურად სხვებიც თხრიდნენ, გერმანულ იარაღს ეძებდნენ და რაღაც ნაწილი იპოვეს კიდეცო.ძალოვნებმა მალე გაარკვიეს, რომ იმ ადგილზე გათხრები, მართლაც, წარმოებდდა სხვადასხვა საბრძოლო მასალასთან ერთად, ხელყუმბარებიც, კონკრეტულად,ერ-გე-დე 33“ იპოვეს. ექსპერტიზამ მალე დაადგინა, რომ აფეთქებული ხელყუმბარაც სწორედ ასეთი იყო, მაგრამ...

„მეგონა, საქმეს მარტივად დავხურავდი, რადგანეჭვგარეშე იყო, რომ აფეთქებული ხელყუმბარაც იმ პარტიიდან იყო, რომელიც ადრე იპოვეს. სავარაუდოდ, ის მიწის ზედაპირთან ახლოს იყო და როცა ბიჭებმა ნაკვერჩხლები გაქექეს, სწორედ მაშინ,ზომაზე მეტად გაცხელდა და აფეთქდა, თუმცა ექსპეტიზამ ყუმბარის ნაწილზე ლურჯი ფერის იზოლაციის ლენტი იპოვა, მეორე სამამულო ომის დრო, იზოლაციის ასთი ნტი არ იყო და ის მხოლოდ 70-იანი წლების მიწურულს გამოჩნდა. გამოდიოდა, რომ ვიღაცამ იზოლენტი ხელყმბარას მას შემდეგ მიამაგრა, რაც იპოვა და იმ ადგილას დამარხა, სადაც პიონერთა ბანაკი ცეცლხს ანთებდა. როგორც პიონერხელმძღვანელმა თქვა, ისინიმუდმივა, ერკონკრეტულ ლოკაციაზე ჩერდებოდნენ და ცეცხლსაც ერთსა და იმავე ადგილას ანთებდნენ ანუ თუ ხელყუმბარა მანამდეც იქ იქნებოდა, ადრეც უნდა აფეთქებულიყო, თუნდაც მომხდარიდან სამი დღით ადრე, როცა ბევრად დიდი ცეცხლი და უფრო დიდხანს ენთო. საქმე განზრახ დანაშაულთან მქონდა და მიახლოებითაც კი ვერ ვხვდებოდი, ძიება საიდან უნდა დამეწყო, რადგან წარმოდგენა არ მქონდა, ვის შეიძებოდა პიონერების დახოცვა თავში აზრად მოსვლოდა. ის ბიჭებიც შემთხვევით გადარჩნენ, ცეცხლთან ზურგით იდგნენ, წინა მხრიდან რომ მდგარიყვნენ, ნამსხვრევები გულ-მკერდს დაუფლითავდ, სახეს დაუზიანებდ და ორივე უპირობოდ დაიღუპებოდა“, -გვიყვება ბატონი თენგიზი.

ცეცხლის ჩასაქრობად ხელმძღვანელი მუდმივად სხვადასხვა ბავშვებს ტოვებდა ანუ სავარაუდო დამნაშავე ვერ გათვლიდა, რომელი ორი ბავშვი დარჩებოდა იმ დღეს კოცონის ჩასაქრობ. ერთადერთი ვარიანტი ის იყო, რომ პიონერხელმძღვანელს თავად დაემალა ხელყუმბარა, შემდეგ ორი ბავშვი თავად დაეტოვებინა, მაგრამ ესეც არარეალური ჩანდა. ჯერ ერთი, მას გარანტია არ ექნებოდა, რომ ხელყუმბარა სწორედ მათი წამოსვლის შემდეგ აფეთქდებოდა.გარდა ამისა, დაშავებულებიდან ერთ-ერთი მისი უმცროსი ძმა იყო და ძმას სასიკვდილოდ ნამდვილად არ გაიმეტებდა. ჰო, საინტერესო იყო ისიც, რომ იმ დღეს, პიონერები ტყეში წასვლას არ აპირებდნენ, რადგან დილიდან წვიმდა, თუმცა შემდეგ მოულოდნელად გამოიდარა, მზე გამოვიდა და ტყეში გასეირნებაც სპონტანურად გადაწყდა.

სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ დაჭრილი ბავშვებიდან ერთ-ერთს, ბანაკში გოგონა უყვარდა. ის გოგონა სხვა პიონერსაც უყვარდა და რამდენჯერმე ბიჭებმა ამის გამო იჩხუბეს კდიეც. ბოლო ჩხუბის დროს, მეტოქემ დაჭრილს უთხრა, ნახე, თუ არ მოგკლაო და... ბავშვებმა გაიხსენეს, რომ ბოლოს ცეცხლთან სწორედ ის ტრიალებდა, პიონერხელმძღვანელის მითითების მიუხედავად, იქვე, ახლოს მოგროვილი ნეშომპალა დააყარა ცეცხლს და საშნელი სუნიც დადგა. სწორედ ამის შემდეგ წავიდნენ სახლში ბავშვები და ამს შემდეგ მოხდა აფეთქებაც. რეალურად, დაშავებულებმა ნაკვერჩხალი კი არ გაქექეს, არამედ, ის ნეშომპალა მოაშორეს ცეცხლს, რომელსაც კვამლი და სუნი ასდიოდა. ყველამ დაადასტურა, რომ თუ ბიჭი მოინდომებდა, ნეშომპალაში ხელყუმბარას იოლად დამალავდა და ცეცში ისე ჩააგდებდა, თუმცა ისინი იმასაც ამბობდნენ, რომ ტყეში მიმავალს,ხელში არაფერი ეჭირა და თუ რამე ჰქონდა, სწორედ იმ ადგილის ახლოს უნდა დაემალა, სადაც პიონერები ცეცხლს ანთებდნენ. რაღა თქმა უნდა, სავარაუდო ეჭვმიტანილი დაკითხეს, თუმცა...

„პირველივე კითხვის დასმის შემდეგ გამოვრიცხე ამ ბავშვის მონაწილეობა. ჯერ ერთ, ძალიან შეშინებული იყო და მეორეც, როცა ვკითხე, ხელყუმბარის ხმარება თუ იცი-მეთქი, ლამის გული წაუვიდა, იარაღის ისე მეშინია, სათამაშო პისტოლეტიც კი არასდროს მქონიაო და ეს ძალიანგულწრფელი პასუხი იყო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

სხვათა შორის, ექსპერტებმა ლამის სასწაული მოახდინეს და იმ წებოვან ნაჭერზე, რომელიც ხელყუმბარას ჰქონდა შემოხვეული, თითის ანაბეჭდის ნაწილიც იპოვეს. მართალია, მხოლოდ ნაწილი, მაგრამ პირის იდენტიფიცირებისთვის სავსებით საკმარისი იქნებოდა. ახლა, მთავარი იყო, მოტივი და დამნაშავის ვინაობა გარკვეულიყო (უფრო პირველი, რადგან გამოძიებას სცოდნოდა, ვინ უნდა ეძებნა). ამიტომ, გამომძიებლები ისევ ადგილობრივებს მიადგნენ.

„ეს არ არის პირველი აფეთქება, ოთხი წლის წინ, ჩვენი სოფლის ტრაქტორისტი აფეთქდა და თან როგორ, ტრაქტორი ხომ გადასაგდები გახდა და ბიჭმა ფეხიც დაკარგა. სულ უფრო საშიში ხდება აქ ცხოვრება“, - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა და ძალოვნები დაშავებულს მიადგნენ. ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე კაცი ყავარჯნებზე იდგა და სტუმრების მისვლა არ გაჰკვირვებია, მშვიდად მიიღო. როცა კითხვების დასმა დაუწყეს, აგდებულად პასუხობდა, ბოლოს კი იკითხა, ვინმე გარდაიცვალა,თუ ყველა ცოცხალიაო და როცა ორი დაშავებული ბავშვის შესახებ უთხრეს, სახე მოექცა, ჯერ ატირდა, მერე კი ბლო ხმაზე აღრიალდა.

„ოთხი წლის წინ, ერთი კაცი მოვიდა და მითხრა, არქეოლოგი ვარ, ამა და ამ ადგილზე,ეში ორმოს ამოთხრა მჭირდებაო. რაღაც ბეჭდიანი საბუთიც კი მაჩვენა, რომელსაც კარგად არც კი დავხედე. საცოლე მყავდა, შემოდგომისთვის ქორწილს ვაპირებდი, ეს არქეოლოგი კიდევ მეუბნება, სახელმწიფომ გათხრებისთვის თანხა გამომიყო, თუ დამეხმარები, 500 მანეთს მოგცემო. წავყევი და თხრა დავიწყე. აფეთქება მაშინ მოხდა და აზრზე საავადმყოფოში მოვედი. ის არქეოლოგი გაქრა, სახელი და გვარიც კი არ ვიცოდი. სახელმწიფო უწყებებმა კი თქვეს, რომ აღნიშნული პირი არქეოლოგი ნამდვილად არ იყო და საკუთარი ინციატივვით ეძებდა რაღაცებს. ფეხი დავკარგე, საცოლე დავკარგე და ცხოვრებადავკარგე... იმ ადგილზე რამდენჯერმე მივედი და ერთ დღეს, მიწიდან ამოჩრილი მეტალი დავინახე. წინა დღეს წვიმა იყო და იმას გაერეცხა კიდეები. სამი ცალი ხელყუმბარა ვიპოვე, შინ წამოვიღე და რადგან ტარი გაცვეთილი ჰქონდა, წებოვანი ლენტი დავახვიე. რაღაც ხმა მეუბნებოდა, მ ეს ხელყუმბარა გამომადგებოდა. ჰოდა, რამდენიმე დღის წინ, შემთხვევით, ის კაცი ისევ დავინახე. წვერი ჰქონდა მოშვებული, მაგრამ მაინც ვიცანი. მეზობლის ბავშვს 5 მანეთი მივეცი, ის უთვალთვალებდა და მითხრა, ისევ რაღაცებს თხრის, ოღნდ პატარა ბარითო. ისიც თქვა, იმ ადგილზე ჩერდება, სადაც პიონერები არიან და ცეცხლსაც იქ ანთებსო. ზუსტად ვიცოდი, რომ წვიმაში პიონერები ტყეშ არ დადიოდნენ, როგორც კი გაწვიმდა, წავედი და იმ ადგილზე, სადაც ცეცხლს ანთებდნეენ, ერთი ხელყუმბარა დავმალე. მინდოდა, იგივე ეგრძნო, რაც მე ვიგრძენი. დავინახე, როგორ მივიდა იმ ადგილზე და იქაურობა დავტოვე. ორი საათი ველოდი აფეთქების ხმას და როცა გაისმა, თითქოს, შინაგანად დავისვენე. არავისთვის არაფერი მიკითხავს, გარეთაც კი არ გავსულვარ, ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გავიგებდი, რა მოხდა, ახლა კი თქვენ მეუბნებით, რომ იმ არაკაცის ნაცვლად, ბავშვები აფეთქდნენ. მზად ვარ, კანონის მთელი სიმკაცრით დავისაჯო“, - დაასრულა მოყოლა კაცმა.

მისი ანაბეჭდი წებოვან ლენტზე აღმოჩენილს დაემთხვა და ის მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლეს, ხოლო რადგან ბავშვები დაშავდნენ, 7 წელი მიუსაჯეს. „არქეოლოგიც“ მალე იპოვეს და მას საკუთარი ინიციატივით, არაკანონიერი გათხრების გამო, დიდი სასჯელი არ ემუქრებოდა, თმცა მისი ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი იარაღი საკმარისი გახდა, რომ იარაღის უკანონო შენახვისთვის გაესამართლებინათ.