ივნისიდან მელიქიშვილის გამზირი სრულად გადაიკეტება - კახა კალაძის ინფორმაციით, იგეგმება გამზირის სრული რეაბილიტაცია

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის მერია, ივნისიდან, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს - ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მელიქიშვილის გამზირი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში მთლიანად ჩაიკეტება, ხოლო საზოგადოებას მომდევნო დღეების განმავლობაში მიეწოდება ინფორმაცია ტრანსპორტის გადაადგილების სქემის შესახებ.

კიდევ ერთი სიახლე - თბილისში, ხის უკანონოდ მოჭრისთვის ჯარიმა 500-დან 5000-ს ლარამდე იზრდება, აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის კი ჯარიმა 1000-დან 10000 ლარამდე გაიზრდება.

კახა კალაძის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი უკვე მზად არის და განსახილველად საკრებულოსა და პარლამენტს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.