„ვუყვირე, დავარტყი და ვუთხარი, რომ ჩვენი ბავშვი არ მინდოდა!“ - საბერძნეთში მომხდარი მკვლელობის მსხვერპლის დღიური გამოქვეყნდა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2021 წლის მაისში, საბერძნეთში, ინფორმაცია გავრცელდა კეროლაინ კრაუჩის საზარელი მკვლელობის შესახებ.  მთელი მსოფლიოს ყურადღება იმ ფაქტმა  მიიპყრო, რომ ბრიტანეთის მოქალაქე 20 წლის  ქალი 11 თვის ჩვილის თვალწინ სასტიკად მოკლეს. ოჯახის უფროსის თქმით კი, ბავშვი დედის ცხედარს მიუწვა და რამდენიმე საათი ასე გაატარა. 

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა მოსამსახურე და ქალის ქმარი გაკოჭა და კეროლაინი მას შემდეგ მოკლა.  ბრალდებულმა მოკლა ასევე ძაღლიც, რომელიც მას, სავარაუდოდ,  წინააღმდეგობას უწევდა. ამ საზარელმა ფაქტმა განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება ჰპოვა საქართველოში, რადგან მაშინდელი ცნობებით ერთ-ერთი ეჭვმიტანილი საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ყალბი პასპორტით ქვეყანას ტოვებდა.

ახლახანს საბერძნეთის პოლიციამ მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა და კიდევ უფრო შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა - დაღმოჩნდა, რომ მკვლელი ახალგაზრდა ქალი მეუღლე, პილოტი, ბაბის ანაგნოსტოპულო იყო. იგი მკვლელობის მოტივად ოჯახურ კონფლიქტს ასახელებს. დანაშაული კი ქალის ტელეფონის გაშიფვრის შემდეგ გაიხსნა - მასში ჩატვირთული აპლიკაციის ანალიზის შედეგად გაირკვა, თუ როდის გაჩერდა პულსი. შესაბამისად, გამოძიებამ გამორიცხა ქმრის ვერსია გარდაცვალების დროსთან დაკავშირებით.  გარდა ამისა, შეისწავლეს დაკავებულის მობილურიც შეისწავლეს ქმრის ჩვენებაში კიდევ ერთი ტყუილი ფაქტი დადგინდა - იგი ამტკიცებდა, რომ ის თავდამსხმელებმა  გაკოჭეს, თუმცა გაირკვა, რომ  იგი ოთახში გადაადგილდებოდა. ეს ყველაფერი ნაბიჯების დათვლის აპლიკაციით გამოიკვლიეს. 

პოლიციამ პილოტი დააპატიმრა და მისგან აღიარებითი ჩვენებაც მიიღო. რაც შეეხება საქართველოს ეჭვმიტანილ მოქალაქეს, იგი მხოლოდ მხოლოდ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე დაისჯება. სულ ცოტა ხნის წინ კი მედიაში გავრცელდა გარდაცვლილი კეროლაინის დღიურის ჩანაწერები. იგი ქმართან დაშორებისა და მათი ქორწინების შესახებ გვიამბობს. გამომძიებლები სწორედ ამ ჩანაწერებს წარდუდგენენ სასამართლოს, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულებას. 

კრაუჩის დღიურის მიხედვით გაირკვა, რომ ცოლ-ქმარს შორის სერიოზული პრობლემები 2019 წლის ნოემბრიდან დაიწყო. დღიურში იგი წერს, რომ ლიდიას გაჩენამდე, პირველ შვილზე შეწყვეტილმა ფეხმძიმობამ სერიოზული ემოციური ტრამვა დაუტოვა. იგი ასევე აღნიშნავს მეუღლესთან ჩხუბებსა და უთანხმოებებს, რასაც შვილის დაკარგვის შემდეგ მის ცუდ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ჰორმონალურ პრობლემებს უკავშირებს.

”მე ვარ 18 წლის და მინდა ვცადო ბავშვის გაჩენა! ეს ჯერ ბაბისთვის არ მითქვამს, რადგან დღეს ჩვენ ვიჩხუბეთ და უბრალოდ გასაბრაზებლად  ვუთხარი, რომ ზოგჯერ მგონია - შენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომ ბავშვი დავკარგეთ. იქნებ უკეთესიცაა, რადგან ამ შემთხვევაში მაინც არ მომიწევს შენი ოჯახის ნახვა. ამ სიტყვებს ძალიან ვნანობ, ”- წერს კრაუჩი მეუღლესთან ჩხუბის შესახებ.

 ”როდესაც გაბრაზებული ვარ, არ მაინტერესებს რამდენად ვაწყენინებ და გულს ვატკენ მას. მინდა იმდენად ვავნო და ვატკინო, რამდენადაც შემიძლია. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ თვითონ  ასე ძალიან მტკივა და ხშირად მთელი რისხვა და მწუხარება ბაბიზე გადამაქვს.“

”ის არ იმსახურებს ასე მოქცევას, მაგრამ ზოგჯერ არ ესმის, რა მჭირდება. ახლა კი მხოლოდ ის  მჭირდება, ჩემს გვერდით იყოს”, - განაგრძო მან და ხაზგასმით აღნიშნა არასწორი კომუნიკაცია და მხარდაჭერის არარსებობა, რასაც ქორწინებისას გრძნობდა.

დღიურში ნაჩვენებია, თუ რამდენად უჭირდა კრაუჩს შვილის დაკარგვის შემდეგ, რამაც ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ბზარი გააჩინა. ქალის ეს სულიერი ტკივილი არ ამართლებს მის საქციელს ქმრის მიმართ და ამის შედეგად გამოწვეულ ქმრის დანაშაულს, თუმცა გვეხმარება ავხსნათ მკვლელისა და მსხვერპლის ტრაგიკული და საზარელი მოქმედების მოტივი.  

”გუშინ მე და ბაბიმ ვიჩხუბეთ, რასაც ჩემს ჰორმონებს ვაბრალებ. ვუყვირე, დავარტყი და ვუთხარი, რომ ჩვენი ბავშვი არ მინდოდა.“ (ის სავარაუდოდ მეორე ბავშვზე ლიდიაზე არის ფეხმძმედ)

”კარგად არ ვგრძნობ თავს, ძალიან დამწუხრებული ვარ, ცხადია, არასდროს დავუშავებ არაფერ ჩემს შვილს. ჩემი ბავშვი  მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემზე ძალიან მოქმედებს ჰორმონები და ბაბიმ ეს კარგად უნდა იცოდეს. მრცხვენია მას ეს ვუთხრა. ვიცი, რომ მხარს დამიჭერს, მაგრამ ვერ ვეტყვი. კარგად არ ვგრძნობ თავს, მაგრამ ვიბრძვი და ვცდილობ ჩემი შვილისთვის. მე არ მინდა ბავშმა იგრძნოს, რომ დედას არ სურს და არ უყვარს იგი. ჩემი ჰორმონალური პრობლემები ჩემია, ”- განაგრძო კრაუჩმა.

2020 წლის 3 ივლისს კრაუჩი აღნიშნავს, რომ სურს გაშორდეს ქმარს, სახლიდან გაემგზავროს და შვილი თავისთან წაიყვანოს. მამაკაცმა მკვლელობა მეუღლის მკვლელობა აღიარა და მოტივად ცოლის მიტოვების შიში დაასახელა. ამ ფაქტს ადასტურებს კიდევ ერთი ჩანაწერი კრაუჩის დღიურში, რომელიც მკვლელობამდე დაახლოებით ერთი წლით ადრეა გაკეთებული:

”ჩემი პატარა ერთი თვის გახდა და დღეს ბაბის ვუთხარი, რომ სახლიდან წასვლა მინდა. უბედური ვარ. როგორც კი ბაბი ბავშვის გამოკვლევის შესახებ საბუთის ასაღებად გავიდა, სახლის ძებნა დავიწყე.  ჩალანდრში ზუსტად ისეთი ვიპოვე, როგორსაც ვეძებდი, თუმცა როდესაც ბაბი საავადმყოფოდან დაბრუნდა და მკითხა, ხომ არ მინდოდა დაშორება, მე მისთვის არაფერი მითქვამს. ”