120 ახალი სტატია

ფაშინიანმა არჩევნებში გამარჯვება ქართველ „კანონიერ ქურდს“ სთხოვა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რომელი თანამდებობის პირები დახვნენ ერევნის აეროპორტში ბადრი კოღუაშვილს

პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. სომეხი ხალხი არჩევანს 20 ივნისს გააკეთებს. ისე ჩანს, ფაშინიანს ხელისუფლებაში დარჩენა სურს და წასვლას არსად აპირებს. როგორც იქაური მედია იუწყება, საამისოდ, პრემიერის გუნდის წევრები ყველაფერს აკეთებენ.

„6 აპრილს, ერევანში, ცნობილი ქართველი, ე.წ. კანონიერი ქურდი, ბადრი კოღუაშვილი ჩამოვიდა. მას აეროპორტში, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ალენ სიმონიანი და მმართველი გუნდის დეპუტატი, აიკ სარქისიანი დახვდნენ. კოღუაშვილის ვიზიტის მიზეზი გასაგებია - მან სომეხ კრიმინალებს უნდა სთხოვოს, მმართველ ძალას დაუჭირონ მხარი და საკუთარი კავშირების მეშვეობით, ხმების საჭირო ოდენობაც მიიღონ“, - წერს სომხური მედია.

რა თქმა უნდა, მმართველი გუნდის წევრები ყველაფერს უარყოფენ, მაგრამ იმას, რომ კოღუაშვილი ერევანში იმყოფება, არავინ მალავს.

ზოგადად, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების არჩევნებში ჩარევა და „კაი ბიჭების“ მეშვეობით, უბნებში ხალხის მობილიზება, პოსტსაბჭოთა სივრცის ფენომენია.

ბათო ჯაფარიძე