აფხაზეთში ე.წ პარლამენტში სროლის შედეგად ერთი ე. წ დეპუტატი ვახტანგ გოლანდია გარდაიცვალა. მეორე ე.წ დეპუტატი კან კვარჩია კი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლაში მონაწილეობდა ე.წ დეპუტატი ადგურ ხარაზია.
როგორც ტელეგრამ-არხები წერენ, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პარლამენტში მაინინგის აკრძალვის კანონპროექტს განიხილავდნენ. შელაპარაკება მოხდა ადგურ ხარაზიასა და კან კვარჩიას შორის, რა დროსაც ადგურ ხარაზიამ იარაღი ამოიღო და კან კვარჩიას ესროლა. არსებული ინფორმაციით ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა.
როცა ადამიანი ასაკში შედის, იმაზე იწყებს ფიქრს, თუ ვის ტოვებს, ვინ იქნება მის შემდეგ, რას იტყვიან მასზე შვილები, შვილიშვილები... როცა საქმე დიდ ფულს ეხება, მაშინ საფიქრალიც ბევრია, თორემ როცა არაფერია დასატოვებელი, თითქოს, ყველაფერი უფრო მარტივია. იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, განსაკუთრებით ასაკში, ჰგონიათ, რომ ბევრი მხოლოდ იმიტომ ეპყრობა კარგად, რომ მისი ფული სურთ. ამიტომ, ასაკში ეჭვიც მატულობს და იმის შეგრძნებაც, რომ ფულის გამო ექცევიან ისე, როგორც ექცევიან.
გამოცდილ გამომძიებელთან დიდი ხნის მეგობარი მივიდა და უთხრა, სერიოზული ეჭვი გაუჩნდა, რომ ოჯახის წევრები მის მოშორებას აპირებდნენ. ერთი შეხედვით, ის არ იყო დიდი, სულ რაღაც 65 წლის გახლდათ, მაგრამ რატომღაც ეგონა, რომ ყველა მის სიკვდილს ელოდა.
„ჩემი შვილი ლოთობდა და მკურნალობას ორი წელი მოვანდომე. ამის მიუხედავად, ჩემს საქმეში ვერა და ვერ ჩავრთე, ყველაფერს აგდებულად უყურებს, არ უნდა საქმე ისწავლოს, ასე მგონია, უკვდავი ვგონივარ, მაგრამ მე ხომ ვხვდები, რომ ეს არასერიოზულია. ცოლი კი იცი, გარდაცვლილი მყავს და ახალგაზრდა ქალს ვხვდები, რომელიც ჩემთან სახლში გადმოვიდა საცხოვრებლად და ვფიქრობ, რომ ხელი უნდა მოვაწერო. მას ჩემი ქალიშვილი ვერ იტანს და... მასაც ოჯახი არ აქვს, უკვე ოცდაათს გადასცდა და შესაფერისი ვერავინ იპოვა. ერთადერთი, ვინც ცდილობს, რომ ყველაფერი ისწავლოს და საქმე გადაიბააროს, ჩემი მოადგილეა, რომელიც არ მომწონს, რაღაცნაირად არ ვენდობი მაგ კაცს, მაგრამ პროფესიონალია და საქმეს აშკარად მიმსუბუქებს. მოკლედ, არ ვიცი, რა გავაკეთო, ხანდახან ვფიქრობ, ყულფში ხომ არ გავუყარო თავი და ყველაფერი დავასრულო, რაც მოხდება, მოხდეს“, - მშვიდად საუბრობდა კაცი და არც გამომძიებელი აღელვებულა. კარგად იცნობდა მეგობარსაც და ადამიანების ფსიქოლოგიასაც, ამიტომ ღიმილით შეხედა, მერე მხარზე ხელი დაარტყა და მხოლოდ ორი სიტყვა უთხრა - „სიბერე შემოგპარვია!“
ამ ამბიდან ერთი კვირა იყო გასული, როცა გამომძიებელს მისი მეგობრის შვილი დაუკავშირდა და მათ სააგარაკე სახლში მისვლა სთხოვა. ქალს აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან ღელავდა და ამიტომ, ძალოვანმაც არ დააყოვნა, მეგობრის აგარაკისკენ გასწია. იქ მისულს, მთელი ოჯახი შეკრებილი დახვდა, მოადგილეც კი იქ იყო და ნერვიულად სცემდა ბოლთას.
„გუშინ, საღამოს, მამამ ყველა ერთად შეგვკრიბა, თქვა, სიურპრიზი მაქვსო. მერე, როცა შევიკრიბეთ, ოთახიდან გავიდა, ველოდეთ, 5 წუთი, 10, 15... არ მოვიდა. მერე ეზოში გავედით, ვერ ვნახეთ, მერე ძებნა დავუწყეთ, ლამის მთელი დასახლება შემოვიარეთ და ვერსად ვერ ვნახრთ. გვეგონა, ასე გვეხუმრა. დილისკეენაც რომ არ გამოჩნდა, თქვენ დაგირეკეთ“, - ეს ყველაფერი დაკარგულის ახალგაზრდა მეგობარმა ქალმა გამოთქვა, რომელზეც წესით, ორიოდე თვეში უნდა ექორწინა.
გამომძიებელს ეს ყველაფერი არ მოეწონა და ოპერ-ჯგუფი გამოიძახა, შინაურულად დავძებნოთო. ჯგუფი დასახლებას მოედო და მალე ერთ-ერთმა თქვა, რომ მდინარის ნაპირზე მამაკაცის ტანსაცმელი იპოვეს, პატრონი კი არსად ჩანდა. ოჯახის წევრებმა დაკარგულის ტანისამოსი ამოიცნეს.
„მდინარე ისეთი ცივია, ახლა მხოლოდ გიჟი თუ შევა წყალში. არადა, ის არავინ აიძულა, ტანსაცმელი გაიხადა, ლამაზად დააწყო და... არა... არ მჯერა, არ იზამდა“, - თავის თავს ესაუბრებოდა გამომძიებელი და ვერ იჯერებდა, რომ მეგობარმა თავის მოკვლა გადაწყვიტა და ეს ამ ფორმით გააკეთა. უცებ, დაკარგულის ბიჭმა, რომელსაც ხელში კონიაკით სავსე ბოთლი ეჭირა და წრუპავდა, მოღუშულმა ჩაილაპარაკა - „მამამ ცურვაც კი არ იცოდა“... ეს სიტყვები გამომძიებელს გულზე ლახვარივით დაესო, მაგრამ რა უნდა ექნა? საქმე ოფიციალურად აღძრა და მყვინთავები გამოიძახა, დაკარგულის ცხედარი მდინარის ფსკერზე რომ ეძებნათ.
„უფროსო, აქ ჩქარი დინებაა, თუ მართლა დაიხრჩო, ქვემოთ წაიღებდა და სადაც მდორეა წყალი, იქ უნდა ვეძებოთ“, - უთხრა გამომძიებელს ერთ-ერთმა მყვინთავმა და ისიც თავის დაქნევით დაეთანხმა. მყვინთავებმა მუშაობა დაბინდებულზე შეწყვიტეს, თუმცა კი, ვერაფერი ნახეს და ძებნა მეორე დღისთვის გადადეს. გამომძიებელს კი, ამ დროს პათანატომი ეუბნებოდა, რომ ცივი წყლის გამო, მდონარე ცხედარს, საუკეთესო შემთხვევაში, მეხუთე დღეს ამოაგდებდა, მანამდე კი, დიდი იყო შანსი, რომ მოესილა და საერთოდ ვერ ენახათ. სახლში იყო კიდევ ერთი ქალბატონი, შინამოსამსახურე, რომელიც ოცი წლის მანძილზე, თურმე, დაკარგულს ერთგულად ემსახურებოდა და გამომძიებელს მოეჩვენა, რომ ყველაზე მეტად, სწორედ ის წუხდა. ამიტომ, მასთან გასაუბრება გადაწყვიტა.
„საოცარი ადამიანია. ჰო, არის, არ მინდა დავიჯერო, რომ გარდაიცვალა. ამას არ იზამდა, ვერ იზამდა. მასავით კეთილი გულის კაცი არასოდეს შემხვედრია. ესენი კი... ყველას ხელი ჰქონდა გაშვერილი, მხოლოდ ფული სურდათ. იმას რომ რამე დაემართოს... არა, არ უნდა დაემართოს. მე აქ არ გავჩერდები, არავითარ შემთხვევაში, მის გარეშე, აქ არაფერი მესაქმება“, - ტირილით ამბობდა შინამოსამსახურე, მაგრამ როგორც გამოჩნდა, მან გაცილებით მეტი იცოდა.
„არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, მაგრამ ჩემი დაკარგული უფროსის გოგო, მის მოადგილეს ხვდება და მისგან შვილსაც ელოდება. ის არაკაცი ეუბნება, ცოლს გავეყრებიო, მაგრამ არ გაეყრება. ჰო, მისი ახალგაზრდა ცოლი, დიეტოლოგთან ღალატობს, ეგეც ვიცი, სატელეფონო საუბარს მოვკარი ყური. ის ლოთი შვილი კარგი გულის არის, მაგრამ ცოტა ქარაფშუტაა. აი, მაგან რომ დალევა შეწყვიტოს, მამის ღირსეული მემკვიდრე იქნება“, - თქვა ქალმა.
გამომძიებელი ცოტა დაიბნა. ხომ შეიძლებოდა, კაცი მის მოადგილეს მოეშორებინა, მერე ცოლად მისივე ქალიშვილი მოეყვანა, მით უმეტეს, თუ შვილსაც ელოდებოდა, ლოთ ცოლის ძმას ადვილად მოიშორებდა და ყველაფერი თავად დარჩებოდა. თუმცა, როგორ შეიძლებოდა, დაკარგული დაეყოლიებინა ტანსაცმლის გახდაზე, წყალში შესვლაზე... თანაც, ექსპერტიზა ამბობდა, რომ ტანისამოსს არანაირი დაზიანება არ ჰქონდა ანუ ის ცოცხალმა ადამიანმა თავისი ნებით გაიხადა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონდა. სამწუხაროდ, მყვინთავებიც ვერაფერს აკეთებდნენ, ისინი კი ცდილობდნენ, გვამი ენახათ, მაგრამ წყალი მღვრიე იყო, ხილვადობა თითქმის ნულის ტოლი და ამიტომ, უბრალოდ, ხელის შეხებით ეძებდნენ სხეულს, მაგრამ...
ამასობაში, გამომძიებელი კიდევ ერთმა მეგობარმა ნახა და საინტერესო რამ უთხრა: „ახლა არ დამიწყო, ოჯახი გყავს, შვილებიო... მოკლედ, მეგობარ ქალთან ერთად, ქალაქგარეთ გავედი, ერთი სასტუმროა შეტეხილ ადგილას, რა თქმა უნდა, სწრაფად შევედი ნომერში და იქიდანაც სწრაფად გამოვედი, რომ არავის დავენახე. მანამდე, გარემო ფანჯრიდან მოვათვლიერე. აი, მომკალი და ის ჩვენი დაკარგული მეგობარი იმავე სასტუმროშია, რა. დამიჯერე, არ შემეშლებოდა. იმიტომ არ გამოვჩნდი, რომ ქალი, რომელიც მახლდა, ადრე მაგას მოსწონდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და არ მინდოდა, ერთად ვენახეთ“...
გამომძიებელმა მეგობარს მისამართი გამოართვა, თანამშრომელს - მანქანა, რათა თუ მისი მონაყოლი მართალი იყო, „დაკარგული“ არ დაეფრთხო და მითითებულ მისამართზე გავიდა. სასტუმროს ეზოში, დაახლოებით, ერთი საათი „დააბირჟავა“, შემდეგ, მისაღებში შევიდა და წითელპომადიან „დეიდას“ ჯერ საბუთი ანახა, მერე მკაცრად ჰკითხა, ესა და ეს კაცი აქ თუ არისო? ქალმა თავი გადააქნია, პასპორტს თითქმის არავინ გვაძლევს, აღმიწერეთ და გეტყვითო. გამომძიებელმაც მეგობარი დაახასიათა და ქალმა ოთახის ნომერი უთხრა. ძალოვანი კიბეებს უხმოდ აუყვა, კარი შეაღო და ლოგინზე წამოწოლილი მეგობარი დაინახა, რომელიც მშვიდად ეწეოდა სიგარეტს. გამომძიებლის დანახვაზე ხმამააღლა გაეცინა, ხომ ვიცოდი, რომ მიმიხვდებოდი და მიპოვიდიო.
„ახლა, არ გინდა საყვდურები. რომ მეთქვა, რაც ჩავიფიქრე, არც დამძებნიდი და ისინიც მიხვდებოდნენ, რომ „ვპაკეტობდი“. სიმართლე მსურდა გამეგო და როგორც ვხვდები, ბევრი გაქვს მოსაყოლი“, - უთხრა „დაკარგულმა“ მეგობარს.
გამომძიებელმა ჯერ კარგი საყვედურებით აავსო ძმაკაცი, მერე კი, ყველაფერი წვრილად მოუყვა და ისიც დააყოლა, შენმა მოსამსახურემ ყველაფერი იცოდა, მაგრამ თქმას ვერ გიბედავდაო. „დაკარგული“ მამის, მეუღლისა და შეფის გამოჩენით „გახარებული“ საზოგადოება მოუთმენლად ელოდა მის სიტყვას.
„პირველი - ჩემი ბიჭი დირექტორის ადგილს იკავებს და პარალალურად, ამპულას იდგამს იმისთვის, რომ სმას საბოლოოდ შეეშვას. მჯერა, დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევს. მოადგილე გათავისუფლებულია, ჩემი გოგო თუ აბორტს გაიკეთებს, ჩათვალოს, მამა აღარ ჰყავს და თუ ამ იდიოტს გაჰყვება ცოლად, მამა მაინც აღარ ჰყავს. ჩემი ახალგაზრდა საცოლე სახლიდან მიდის და მე ცოლს ვირთავ, ქალს, რომელსაც ზუსტად ვიცი, რომ ვუყვარვარ“, - განაცხადა „დაკარგულმა“ და ხელი.. შინამოსამსახურეს მოხვია.
შემდეგ ყველაფერი მარტივად განვითარდა - ბიჭმა ამპულის ჩადგმაზე უარი განაცხადა, ისედაც არ დავლევო, პირობა შეასრულა და საქმიანობას მართლა კარგად გაუძღვა. გოგომ შვილი გააჩინა და მარტო ზრდის, კაცი კი, შინამოსამსახურესთან ერთად, ბედნიერად ცხოვრობს.'
ბათო ჯაფარიძე