საბერძნეთში, მელისიაში, დააკავეს ქართველი ქალი, რომელიც ქურდობაშია ბრალდებული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 39 წლის ქალს იმ ბინის გაქურდვას ედავებიან, რომელშიც ის დამხმარედ მუშაობდა. გამოძიების თანახმად მან წყვილის სახლიდან 8000 ევროს ღირებულების სამკაულები და ვერცხლის ჭურჭელი გაიტანა.
მედიის ინფორმაციითვე, აღნიშნული ქალი 2020 წელსაც დააკავეს. ათენის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის როგორც ბანდის წევრი, მასობრივ ქურდობებში მონაწილეობდა და ფულსა და ძვირფასეულობას იპარავდა იმ სახლებიდან, რომლებშიც მუშაობდა.
ამის შემდეგ ის ციხიდან გარკვეული პირობებით გაათავისუფლეს და ქვეყანა დატოვა. თუმცა, 2025 წლის 24 იანვარს საბერძნეთში, უნგრეთის გავლით შეცვლილი სახელითა და გვარით შევიდა.
დანაშაულში თანამონაწილეობისთვის დააკავეს ქალის ქმარიც. საქმეზე გამოძიება გრძელდება - "ქართველი კრიმინალური წყვილის საკუთრებაში აღმოჩნდა და ჩამოართვეს ძვირადღირებული საათები, მათ შორის ROLEX და BVLGARI"- წერს ბერძნული მედია სტატიაში სათაურით- "ქართველი დამხმარე ძვირადღირებული მოპარული ROLEX-ით" .
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული გ.ხ. მეტსახელად „ხოშტო“ და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1981 წელს დაბადებული ე.ბ. მეტსახელად „ედო“.
„„ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე დაკავებულია – წარსულში ნასამართლევი 2000 წელს დაბადებული ლ.რ.
„ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე დაკავებული არიან – 1977 წელს დაბადებული კ.ბ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ვ.ჩ.
რაც შეეხება 1984 წელს დაბადებულ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ მ.ხ-ს, მას „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.
დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში, უკავშირდებოდნენ ე.წ. კანონიერ ქურდებს და ასრულებდნენ მათ დავალებებს.
კერძოდ, „ქურდული გარჩევებით“, დაშინებით, მუქარით, საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებითა და უკანონო ქმედებებით ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მოპოვების, ასევე პირადი და სხვისი სარგებლის მიღების მიზნით გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში და სოფელ წყალწმინდაში ახორციელებდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 37 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა - მოლდოვას, ეგვიპტის, სომხეთის, რუსეთის, ერაყის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის, თურქმენეთის, ინდოეთის, ბანგლადეშის და ნიგერიის - ჯამში 37 მოქალაქე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.