„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელიც გულისხმობს, რომ „ენგურჰესისა“ და„ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა არ იქნება გათვალისწინებული წარმოების ტარიფის გაანგარიშებისას, ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება. აღნიშნული ცვლილების გამო ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
საკანონმდებლო ცვლილება პოზიტიურად აისახება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული ობიექტის შემდგომ განვითარებასა და სტაბილურ ფუნქციონირებაზე. ცვლილების საფუძველზე, „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ დადგენილი ტარიფები ხელს შეუწყობს კომპანიის ფინანსურ გაძლიერებასა და მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუფერხებლად განხორციელებას.
სატარიფო რეგულირების პერიოდში„ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადის“ ახალი ტარიფების გავლენა ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ტარიფებზე დაბალანსდება „ენგურჰესისა“და „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ წარმოებულიიაფი ელექტროენერგიის მაქსიმალურად ქვეყნის შიგნით რეალიზაციით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) შპს „თბილისი ენერჯის“ საკუთრებაში არსებული 500 მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის ავარიულად გათიშვის ფაქტზე მოსმენა დაიწყო. საჯარო მოსმენაზე შპს „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა ისაუბრა როგორც ავარიის შესაძლო გამომწვევ მიზეზებზე, ასევე კომპანიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე დააღნიშნა, რომ ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენისას უსაფრთხოების ნორმები სრულად იყო დაცული.
კომისიისა და ენერგოომბუდსმენის მხრიდან ყურადღება გამახვილდა ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესში საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაციის საჭიროებაზე.
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანიას დაევალა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომისიაშიდეტალური ინფორმაციის წერილობით წარმოდგენა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, კომისია გადაწყვეტილებას საკითხის სრულად შესწავლის შემდეგ მიიღებს.