კომუნალური გადასახადები ადამიანის ყოველთვიური ბიუჯეტის მნიშვნელოვან წილს იკავებს, თუმცა ზუსტი ხარჯების ოდენობა განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობ. ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის თუ ნარჩენების მართვის მიმართულებით, თითოეულ ქვეყანაში გადასახადების ინდივიდუალური სტრუქტურა და პოლიტიკა არსებობს.
მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში კომუნალური გადასახადები შეიძლება მაღალი იყოს, რაც მაღალ მოხმარებასა და ინფრასტრუქტურის მოვლის ხარჯებს უკავშირდება. ისეთ ქვეყნებში კი, რომლებიც ბუნებრივი რესურსებითაა მდიდარი, მაგალითად კატარსა და ქუვეითში, მოქალაქეებისთვის ტარიფები შესაძლოა დაბალი იყოს, რასაც სამთავრობო სუბსიდირება განაპირობებს.
თუმცა, ბუნებრივი რესურსების არსებობა და მწვანე ენერგიის გენერაცია ყოველთვის დაბალ ტარიფებს არ ნიშნავს. მაგალითისთვის, ევროპულ ქვეყნებში კომუნალურებზე მაღალი გადასახადები სწორედ განახლებადი ენერგიით აიხსნება, რადგან მწვანე გენერაციაზე გადასვლა ხანგრძლივ ინვესტიციას მოითხოვს, რაც გაზრდილ ტარიფებსაც ხსნის. განვითარებად ქვეყნებში კი გამოწვევად არა კომუნალური მომსახურების ფასები, არამედ მათი ხელმისაწვდომობა რჩება.
სტატისტიკის ციფრული პლატფორმა Numbeo, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებში საცხოვრებელ ხარჯებს ითვლის, 98 ქვეყნის მონაცემებს აქვეყნებს, თუ სად ჯდება ყოველთვიური კომუნალური გადასახადები ყველაზე ძვირი. სტატისტიკაში განხილულია თითოეულ ქვეყანაში ელექტროენერგიის, გათბობის, გაგრილების, წყლისა და ნარჩენების მართვის გადასახადი 85 კვადრატული მეტრის ფართის ბინისთვის.
რეგიონში კომუნალური გადასახადები ყველაზე ძვირი რუსეთშია, სადაც მოქალაქეები ყოველთვიურად 93.48 დოლარს იხდიან. მეორე ადგილზე სომხეთია, 75.93 დოლარით. აზერბაიჯანსა და თურქეთში მოსახლეობას კომუნალური გადასახადი 59-59 დოლარი უჯდებათ. რაც შეეხება საქართველოს, Numbeo-ს ინფორმაციით, აქ საშუალო გადასახადი 66 დოლარია.
კომუნალური გადასახადები ყველაზე ძვირი, თვეში 349.7 დოლარი ავსტრიის მოსახლეობას უჯდება.
მეორე ადგილზეა გერმანია - 315.17 დოლარით.
300 დოლარი უჯდებათ ელექტროენერგიის, გათბობა/გაგრილებისა და წყლის გადასახადები გაერთიანებულ სამეფოში. ესტონეთში 282.7 დოლარი, ლატვიაში კი - 278 დოლარი.
მეექვსე ადგილზე ჩეხეთის რესპუბლიკაა, სადაც მოქალაქეები ყოველთვიურად 274.3 დოლარს იხდიან, ორი დოლარით ნაკლებს კი - პოლონეთში. 253 დოლარი ჯდება კომუნალური გადასახადები ლუქსემბურგში.
ათეულს სლოვენია 246.7 დოლარით, ხოლო ჰონკონგი 242.5 დოლარით ხურავენ/
მეორე მხრივ კი, კომუნალურ მომსახურებაზე ტარიფები ყველაზე დაბალი ირანშია, სადაც მოქალაქეებს ყოველთვიურად ეს მომსახურება მხოლოდ 15.8 დოლარი უჯდებათ. ამ შემთხვევაში მეორე ადგილზეა ეგვიპტე - 18.2 დოლარით, მესამეზე კი ვენესუელა, სადაც ყოველთვიური გადასახადი 20 დოლარს აღწევს.
BM.ge
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 2016-2024 წლებში სახელმწიფომ 4,3 მლნ ლარი დახარჯა. სარეაბილიტაციო ფართობმა 2057 ჰექტარი შეადგინა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, რვა წლის განმავლობაში რეაბილიტირებულ პლანტაციებში მოყვანილმა გადამუშავებული ჩაის მოცულობამ წლიურად 2000 ტონამდე შეადგინა.
„1 ლარი სახელმწიფო გრანტის ინვესტირებით ყოველწლიურად წარმოებული იქნება 0.45 კგ. ჩაის პროდუქტი და ფერმერები/საწარმოები ყოველწლიურად მიიღებენ 13.41 ლარ შემოსავალს", - წერია ანგარიშში.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ მიზანია როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, მათი პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, თანამედროვე ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობა. პროგრამა ხორციელდება 2016 წლიდან.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება შეადგენს 90%-ს არაუმეტეს 3,000 ლარს ერთ ჰექტარზე, ხოლო დანარჩენი ბენეფიციარებისთვის თანადაფინანსება შეადგენს 70%-ს არაუმეტეს 2,500 ლარისა ერთ ჰექტარზე.
„პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარმა უნდა უზრუნველყოს ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და 36-თვიანი აგროტექნოლოგიური გეგმის სრულყოფილად შესრულება. ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ის ან/და პროგრამის ბენეფიციარის მიერ შერჩეული და სახელმწიფოსგან იჯარის უფლებით მისაღები სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცი(ებ)ის ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 ჰა-ს.
აგროტექნოლოგიური სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში (ანუ მე-4 და მე-5 წელს), პროგრამის ბენეფიციარმა ყოველწლიურად უნდა მიიღოს ნედლი ფოთოლი:
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში უკვე შეიქმნა ჩაის გადამმუშავებელი არაერთი საწარმო, ხოლო ჩაის ნედლეული მცირეა, პროგრამის ბენეფიციარებს აღარ ექნებათ საწარმოს შექმნის ვალდებულება“, - წერია სამინისტროს ანგარიშში.
bm.ge
საქართველოში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩინური სამშენებლო კომპანიების მიერ სრულდება - ამის მიზეზია ის, რომ საერთაშორისო დონორების მიერ გამოცხადებულ მრავალმილიონიან ტენდერებში ყველაზე დაბალი ფასი სწორედ მათ წარადგინეს, რის შედეგადაც ჩინური სახელმწიფო კომპანიები საქართველოში მსოფლიო ბანკის, ADB-ის, EIB-ის, EBRD-ისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილ პროექტებს აშენებენ. მთლიანობაში გაფორმებული კონტრაქტების ღირებულება მილიარდობით ლარს აჭარბებს. ჯერჯერობით კომპანიებს 2024 წლის ფინანსური შედეგები გამოქვეყნებული არაა, თუმცა გასაჯაროვდა 2023 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშები.
ჩინური კორპორაციების ფინანსური შედეგები:
“ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია” (CRBC), რომელმაც რიკოთის 902-მილიონიანი, უბისა-შორაპნის მონაკვეთი, ვაზიანი-საგარეჯოს 313 მილიონიანი გზა და ბაკურციხე წნორის 88 მილიონიანი ააშენა. კომპანიასთან ჯამური კონტრაქტები 1.3 მილიარდ ლარს აღემატება.
● შემოსავალი 2023 წელს - 312,700,166 ლარი;
● წმინდა მოგება 2023 წელს - 67,682,117 ლარის ზარალი.
CRBC-ის მსხვილი პროექტებია:
უბისა-შორაპანი მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 13 კმ-იანი გზის, 27 ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობა. გვირაბების სიგრძეები მერყეობს 300 მეტრიან 1600 მეტრამდე და 27 ხიდიდან 13 განლაგებულია თბილისი-არგვეთას მიმართულებაზე, ხოლო 14 - აგრვეთა-თბილისის მიმართულებაზე . სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.
ვაზიანი-საგარეჯოს საავტომობილო გზა ლოტი-1 იწყება კმ 04+040-ზე, მდებარეობს ვაზიანის კვანძთან, დასასრული კმ 27+840 მდებარეობს ნინოწმინდამდე, საგარეჯოს კვანძის აღმოსავლეთით. პროექტი ითვალისწინებს 23,8 კმ საავტომობილო გზის და 13 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას.
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის პროექტი ითვალისწინებს 16.6 კილომეტრი სიგრძის, 2-
ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის, 6 ხიდის და ორი სატრანსპორტო კვანძის
(გზაგამტარის) მშენებლობას.
“კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში”
სინოჰიდროსთან გაფორმებული კონტრაქტების მოცულობა 360 მილიონ ლარს შეადგენს. მათ შორის უმსხვილესია ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მონაკვეთის მშენებლობა, რაც 265 მილიონ ლარს შეადგენს.
● შემოსავალი 2023 წელს - 89,162,625 ლარი;
● ზარალი 2023 წელს - 4,306,820 ლარი.
საქართველოში “სინოჰიდროს” პროექტებს შორისაა ქობულეთის შემოვლითი გზით 12.4 კილომეტრიანი მონაკვეთი; თბილისი-რუსთავის მონაკვეთის პირველი და მესამე სექციის მშენებლობა; ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაო ზემო-ოსიაური-ჩუმათელეთის 5.8-კილომეტრიანი მონაკვეთი; სამტრედია-გრიგოლეთის 19.5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.
“ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო”
კომპანიასთან გაფორმებული პროექტების საერთო ღირებულება 1.1 მილიარდ ლარს აჭარბებს.
● შემოსავალი 2023 წელს - 66,649,588 ლარი;
● წმინდა ზარალი 2023 წელს - 18,814,526 ლარი.
„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალი“ საქართველოში 2010 წელს გაიხსნა. მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი „ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის კორპორაციაა”.
კომპანია საქართველოში რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელებაში არის ჩართული, ესენია - 1) რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომლის ღირებულებაც 260 მილიონი შვეიცარული ფრანკია. პროექტის საერთო სიგრძე შეადგენს 43.911 კილომეტრს; 2) სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 ლოტის კმ 42+000 - მკ 51+570 მონაკვეთის მშენებლობა. პროექტით ასაშენებელი საავტომობილო მაგისტრალის სრული სიგრძე არის 9.57 კმ, პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს 4 პანდუსი, რომელთა საერთო სიგრძე 753 მეტრია. მისი ღირებულება 113 მილიონი ლარია; 3) ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის გზის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 316.4 მილიონი ლარია. კომპანიამ კონტრაქტი 2019 წელს მოიპოვა.
“ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი კომპანიის ფილიალი საქართველოში”
1 მილიარდი ლარის სამშენებლო კონტრაქტები.
● შემოსავალი 2023 წელს - 86,033,000 ლარი;
● წმინდა ზარალი 2023 წელს - 67,258,000 ლარი.
F2- ხევი-უბისა სექციის (E60 ავტომაგისტრალის მარშრუტი) (ს/ნ: KURP/CW/OCB-01) და სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის მშენებლობის (E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, კმ 30+000 – კმ 42+000 (ლოტი III).
სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი 324 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო ხევი უბისას გზის მშენებლობა 732 მილიონი ლარი დაჯდა. შესაბამისად, კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტების მოცულობა 1 მილიარდ ლარს აჭარბებს.
შპს "ჩინეთის სარკინიგზო ჯგუფ კო ფილიალი საქართველოში”
კომპანიის ერთადერთ მოქმედ პროექტს ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა და მასში საავტომობილო მოძრაობის საფარის მოწყობა წარმოადგენს. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 909 მილიონი ლარია.
● შემოსავალი 2023 წელს - 247,845,837 ლარი;
● წმინდა მოგება 2023 წელს - 30,081,753 ლარი.
შპს “გუიჯოუ ჰაივეი ენჯინიარინგ გრუფ კო”
კომპანიის ერთადერთი პროექტი შორაპანი არგვეთის გზის მონაკვეთია.
● შემოსავალი 2023 წელს - 220,121,000 ლარი;
● წმინდა ზარალი 2023 წელს - 8,798,000 ლარი.
შორაპანი არგვეთის მონაკვეთის გზის სიგრძე 14,7 კმ-ია, თუმცა პროექტი ასევე მოიცავს 17 ხიდსა და 10 გვირაბს. სამშენებლო სამუშაოები 2021 წლიდან მიმდინარეობს და 2024 წელს დასრულდა. პროექტზე გუიჯოუ ჰაივეისთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 583 მილიონ ლარს შეადგენდა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
შპს „თბილისი ენერჯის“ საკუთრებაში არსებული 500მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის ავარიულად დაზიანების გამო, 9 თებერვლიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა 150 000 აბონენტს. კომპანიის მიერ შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების შედეგად, ამ დრომდე გაზმომარაგება აღუდგა გათიშული აბონენტების 70%-ს. კომპანიის ინფორმაციით, აბონენტების დარჩენილი ნაწილის გაზმომარაგების აღდგენა დღეს, დღის ბოლომდე დასრულდება.
500 მმ-იანიგაზსადენის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი უწყებების მიერ და შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.
გაზის მიწოდების აღდგენასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების დროული ინფორმირებულობის შესახებმოქალაქეთა მხრიდან სხვადასხვა პლატფორმაზე (ქოლცენტრი, სოც.ქსელები) დაფიქსირებული პრეტენზიებიდან გამომდინარე, სემეკში 17 თებერვალს გაიმართება შპს „თბილისი ენერჯის“ საჯარო მოსმენა.