2024 წელს, საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 76.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 11.8 მლრდ ლარით მეტია 2023 წელთან შედარებით. თავის მხრივ, 2023 წელს 2022 წელთან შედარებით ზრდა 11.4 მლრდ ლარი იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ბრუნვაში ასახავს აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოთა ბრუნვის მოცულობას, რომელიც განისაზღვრება ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამით.
2024 წლამდე კი სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებლები ასეთი იყო:
გარდა ამისა, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს აზარტულ ბიზნესში 20 941 ადამიანი იყო დასაქმებული, საშუალო ხელფასი კი 3 244 ლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, 2023 წელს საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშების სექტორის დაბეგვრის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 1.5 წელზე მეტია ძალაშია. თუკი მანამდე სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზარდა, მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრა. მიუხედავად რეგულაციების ზრდისა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ სექტორის ბრუნვა იზრდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო 6.7 მილიონ ლარად 73 ახალ პიკაპს ყიდულობს - შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
უწყების თანახმად, მათ მიერ შესასყიდი ერთი ავტომობილის სავარაუდო სატენდერო ღირებულება 91,500 ლარს შეადგენს. ავტომობილის სიგრძე არანაკლებ 5 მეტრი უნდა იყოს, მისი ძრავის სიმძლავრე კი არანაკლებ 102 ცხენის ძალა. ამასთან, აღნიშნული პიკაპები არ უნდა იყოს 2023 წელზე ადრე გამოშვებული.
ტენდერში კომპანიებს მონაწილეობის მიღება 2025 წლის 7 აპრილამდე შეუძლიათ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისმარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი, ხმათა უმრავლესობით, ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისოკონფედერაციის (ICER) ვიცე თავმჯდომარედაირჩიეს. სემეკის წევრი აღნიშნულ პოზიციას 2026 წლის სექტემბრამდე დაიკავებს.
როგორც ICER-ის ვიცე თავმჯდომარე, გიორგიფანგანი ენერგეტიკის რეგულირების მე-9 მსოფლიოფორუმის ორგანიზებასთან დაკავშირებულსაკითხებს უხელმძღვანელებს, რომელიც 2026 წელსქ.თბილისში პირველად გაიმართება.
გიორგი ფანგანი სხვადასხვა წლებშიხელმძღვანელობდა მნიშვნელოვან საერთაშორისოპროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდაენერგეტიკული ბაზრებისა და მომსახურებისხარისხის განვითარებას. იგი 2017-2019 წლებშიხელმძღვანელობდა ენერგეტიკული გაერთიანებისმარეგულირებელ საბჭოს (ECRB).
2026 წელს, ქ. თბილისს ენერგეტიკის რეგულირებისმსოფლიო ფორუმის ფარგლებში 1000-ზე მეტიმაღალი რანგის დელეგატი ეწვევა. კერძოდ, რიგითმეცხრე მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმშიმონაწილეობას მიიღებენ 40-მდე ქვეყნისწარმომადგენელი, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობოუწყებების, ენერგეტიკული და დონორიორგანიზაციების პირველი პირები.
ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბითენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა დაგამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა დაგანახლებადი ენერგიების როლზე მდგრადიენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმზე მთავარითემა იქნება საქართველოს ენერგეტიკულიპოტენციალი და საინვესტიციო გარემო.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისოკონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკისრეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვაორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო(CEER), აშშ-ს კომუნალური სამსახურებისმარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულიასოციაცია (ERRA).