საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქ. ბათუმისა და ქ. ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის, ტრენინგები ჩატარდა. პროექტის ექსპერტებმა მოსწავლეებს გააცნეს სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების, წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის აუცილებლობის საკითხები.
პროექტის - „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“ მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლება სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე. პროექტის ფარგლებში ყურადღება მახვილდება გარემოს დაცვის საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობაზე.
პროექტში მონაწილეობას იღებს ბათუმის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის ორმოცი სკოლის 650 მოსწავლე, ასევე ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების 50 სტუდენტი.
წელს, იანვარ-აპრილში შოკოლადის ექსპორტი 38.5%-ით შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს, 4 თვეში საქართველომ შოკოლადის ექსპორტიდან $2,9 მლნ-ის შემოსავალი მიიღო და საერთაშორისო ბაზრებზე 496 ტონა შოკოლადი გაყიდა. ხოლო 2024 წელს, ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 807 ტონა შოკოლადი იყო და $4,3 მლნ შემოსავალს გულისხმობდა. აქედან საქართველოდან 1.2 მლნ დოლარის ღირებულების 180 ტონა რეექსპორტით გავიდა, დანარჩენი $1.7 მლნ დოლარის ღირებულების 315 ტონა კი ადგილობრივი წარმოების შოკოლადი გავყიდეთ.
საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი წელს, 4 თვეში სომხეთია, სადაც ქვეყანამ 143 ტონა შოკოლადი გაყიდა და აქედან, $961 ათასის შემოსავალი მიიღო. ეს ბაზარი მთლიან შოკოლადის ექსპორტში 28.8%-იან წილს შეადგენს.
2025 წლის იანვარი-აპრილის შოკოლადის მთავარი საექსპორტო ბაზრები:
სომხეთი - $961 ათასი, 143 ტონა;
თურქეთი - $673 ათასი, 112 ტონა;
ერაყი - $280 ათასი, 70 ტონა;
უზბეკეთი - $353 ათასი, 48 ტონა;
აზერბაიჯანი - $202 ათასი, 43 ტონა.
რაც შეეხება იმპორტს, წელს 4 თვეში საქართველომ 6,390 ტონა შოკოლადი იყიდა, რაშიც $32,4 მლნ გადაიხადა. მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანას $27,2 მლნ-ის ღირებულების 6,946 ტონა შოკოლადი ჰქონდა შეძენილი.
წელს იმპორტირებული შოკოლადის მოცულობა 8%-ით შემცირდა, ღირებულება კი 19%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საიმპორტო ბაზრებზე შოკოლადი მნიშვნელოვნად გაძვირდა.
ქვეყნისთვის წელს მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, საიდანაც საქართველომ 7.9 მლნ დოლარის ღირებულების 2,505 ტონა შოკოლადი შეიძინა. ის მთლიან შოკოლადის იმპორტში 39.2% წლის ფლობს.
საქართველოსთვის შოკოლადის TOP 10 იმპორტიორი ბაზარი (2025 წელი, 4 თვე):
რუსეთი - $7,9 მლნ, 2,505 ტონა ;
უკრაინა -$6,1 მლნ, 1,048 ტონა;
თურქეთი - $3,4 მლნ, 606 ტონა;
პოლონეთი -$2,9 მლნ, 410 ტონა;
ხორვატია - $2,2 მლნ, 328 ტონა;
ბელგია - $2,2 მლნ, 306 ტონა;
იტალია - $1,1 მლნ, 242 ტონა;
გერმანია - $1,5 მლნ, 205 ტონა;
ნიდერლანდები - $1 მლნ, 160 ტონა;
აზერბაიჯანი -$ 331 ათასი, 105 ტონა.
საგულისხმოა რუსეთის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებელია.
რუსეთიდან შეძენილი შოკოლადის 5 წლის (2020-2024) სტატისტიკას:
2020 წელი: $21 მლნ, 9,422 ტონა;
2021 წელი: $25,7 მლნ, 10,935 ტონა;
2022 წელი: $32,4 მლნ, 10,184 ტონა;
2023 წელი: $29,2 მლნ, 9,315 ტონა;
2024 წელი: $29,8 მლნ, 9,680 ტონა.
მოცემული სტატისტიკური მაჩვენებლიდან დგინდება, რომ 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტის 3.9%-იანი ზრდა შეინიშნება, თუმცა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2024 წელს, 1.9% გაძვირება ფიქსირდება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დღეიდან მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა იუსტიციის სახლის მეშვეობით მიმართონ შპს „საქართველოს მელიორაციას“ ყველა სახის განაცხადით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალში ადგილზეგაეცნენ მელიორაციის სერვისების გაცემის პროცესს.
იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის მეშვეობით მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შეუძლიათ:
სემეკი მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს განუმარტავს, რომ განაცხადზე რეაგირების გარეშე დატოვების ან/და მომსახურე კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ სემეკს იუსტიციის სახლის იმავე სივრციდან.
სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის მიზანია მელიორაციის მომსახურებების მიღების პროცესის გამარტივება. იუსტიციის სახლის 124 ფილიალსა და 20 მობილური იუსტიციის სახლშიმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მარტივად და სწრაფად მიიღონ შესაბამისი სერვისები როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში - მათ შორის,„საქართველოს მელიორაციის“ კომპანიის საქმიანობის განხორციელების ზონებშიც.
სემეკი უკვე მესამე წელია არეგულირებსმელიორაციის სექტორს. რეგულირების შედეგად,საირიგაციო წყლის მართვა გახდა გამჭვირვალე დაპროგნოზირებადი, რაც ფერმერებს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად დაგეგმონ თავიანთისაქმიანობა და თავიდან აიცილონ ის რისკები, რომლებიც წინა წლებში დაკავშირებული იყო წყლისუმიზნოდ, განუსაზღვრელი რაოდენობითმოხმარებასა და არასამართლიან განაწილებასთან.