2 აგვისტოდან, აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია INDIGO თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ პირდაპირ რეგულარულ რეისებს მუმბაიდანშეასრულებს. მუმბაი იქნება ინდოეთის მეორე ქალაქი, რომელიც დელის შემდეგ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო გზით იქნება დაკავშირებული. ჯამურად, ინდოეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 10 სიხშირით შესრულდება. აქამდე ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს დელი-თბილისი-დელის მიმართულებით ყოველდღიურად ასრულებდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თამარ იოსელიანის განცხადებით, მუმბაის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ტურისტულ, ბიზნესს და კულტურულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
,,2 აგვისტოდან, ინდოეთის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo იწყებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მუმბაიდან თბილისის მიმართულებით, კვირაში 3 სიხშირით. დელის შემდეგ, ეს მეორე პირდაპირი საჰაერო კავშირია ინდოეთთან. მუმბაი ინდოეთის უმსხვილესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრია, ხოლო ამ მიმართულების ამოქმედება ცალსახად გააძლიერებს ტურისტულ, ბიზნეს და კულტურულ ურთიერთობებს. გადაწყვეტილება ნათლად ასახავს საქართველოს მიმართ ინდოეთის მზარდ ეკონომიკურ და ტურისტულ ინტერესს. შედეგად, საქართველო-ინდოეთს შორის კვირაში უკვე 10 პირდაპირი ფრენა განხორციელდება,-‘’განაცხადა თამარ იოსელიანმა.
2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით ინდოეთიდან საქართველოში პირდაპირი სააჰერო გზით 56,241 მგზავრი ჩამოვიდა. 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 123% მატება დაფიქსირდა.
აზიის ერთ-ერთი უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ 2024 წელს 112 მილიონი მგზავრი გადაიყვანა. ავიაკომპანია მსოფლიოს 600-ზე მეტი მიმართულებით დღეში საშუალოდ 1900-მდე ფრენას ასრულებს. INDIGO ამ ეტაპზე, 400-მდე ავიახომალდს ფლობს.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთაინება ავრცელებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარეს, დავით ნარმანიასა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების თავმჯდომარეს, ჯორჯ ნიკოლესკუს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეგულირების საკითხები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობასა დამისი შემდგომი განვითარების მიზნით ეფექტიანი მარეგულირებელი ნორმების შემუშავების აუცილებლობაზე.
მხარეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, რუმინეთში, ქ. ბუქარესტში ხელი მოეწერება სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს რეგულირებად სექტორებში გამოცდილების გაზიარებისა და მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით.
სემეკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის წევრები და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „მტკვარი ჰესის“ სახელზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.
„მტკვარი ჰესი“ მდებარეობს ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მისი დადგმული სიმძლავრე 54,1 მგვტ-ს შეადგენს. ჰიდროელექტროსადგური 3 ძირითადი აგრეგატისგან შედგება, რომელთაგან 2 აგრეგატის დადგმული სიმძლავრეა 26,5 მგვტ, ხოლო 1 აგრეგატის – 1,1 მგვტ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებს. ყურადღება გამახვილდა ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები და სხვ. ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ეკონომიკურ ინიციატივებში.
შეხვედრაზე მინისტრმა სომხეთის დელეგაცია თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც წელს მეხუთედ გაიმართება.
შეხვედრას მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრო.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.