მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ნიკა ეგაძემ იასპარეზა. თავისუფალ პროგრამაში მან მსაჯებისგან 175,16 ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი 260,27 ქულა დააგროვა და ოლიმპიადა მეათე ადგილზე დაასრულა.
აღნიშნულ შედეგამდე ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამაში 85,11 ქულა დააგროვა.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში მამაკაცთა კატეგორიაში ოლიმპიური ოქრო ყაზახმა მიხაილ შაიდოროვმა მოიპოვა, ვერცხლი - იაპონელმა იამა კაგიამამ, ბრინჯაო კი იაპონელ სუნ სატოს ერგო.
15 თებერვალს უკვე წყვილების მოკლე პროგრამით ყინულზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ვიხილავთ.
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა კი ოლიმპიადაზე მეცამეტე ადგილი დაიკავა, რაც ოლიმპიადებზე სპორტული ცეკვების კატეგორიაში საქართველოს მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.
ხოლო ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა საქართველოს ისტორიაში პირველად გუნდური ტურნირის ფინალში იასპარეზა და მეოთხე ადგილი დაიკავა.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
ქალაქ ლონდონში ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო კონფედერციის კონგრესი გაიმართა, სადაც საქართველო 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად დასახელდა.
შეჯიბრება ქალაქ ფოთში, მალთაყვის ოქროს ტბაზე 24-26 ივლისს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები ევროპისა და აფრიკის 20 ქვეყნიდან.
საქართველოდან კონგრესს წყალსათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ქეთევან კუბლაშვილი, ფოთის ტბის კლუბის დამფუძნებელი კონსტანტინე ოსიპოვი და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი არჩემაშვილი ესწრებოდნენ.
ფოთში ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს მსოფლიო წყალსათხილამურო და ვეიკბორდის ფედერაციის პრეზიდენტმა, ევროპის წყალსათხილამურო კონფედერაციის პრეზიდენტმა და მსოფლიო წყალსათხილამურო საბჭოს თავმჯდომარემ.
„იქ გასული წლის სექტემბერში ვიყავი. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა როგორც ადგილმა, ისე ისტორიამ. თუ სწორად მახსოვს, ბოლოს საქართველოში დაახლოებით 35 წლის წინ ჩატარდა ჩემპიონატი. ყველა ინფორმაცია, რაც იმ დროის შესახებ მაქვს, მეტყველებს, რომ ის შესანიშნავი იყო“, – ამბობს ხოზე ანტონიო პერეს პრიგო, მსოფლიო წყალსათხილამურო და ვეიკბორდის ფედერაციის პრეზიდენტი.
„საქართველოს წყალსათხილამურო და ვეიკბორდინგის ფედერაცია წარმატებას მიაღწევს, რადგან ამას დიდი ხანია ელით. ადგილი იდეალურად გამოიყურება. კარგად ვიცნობ მას, აქ 30 წელზე მეტი ხნის წინ ვიყავი. იმ ადამიანებიდან გამომდინარე, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი შოუ იქნება. სპორტსმენები აღელვებულები არიან, რადგან აღმოჩინეს ახალი ქვეყანა, ახალი ადგილი. მინდა, უკვე ივლისი იყოს“, – პატრის მარტინი, ევროპის წყალსათხილამურო კონფედერაციის პრეზიდენტი.
„ბევრი რამ შეიცვალა ტექნოლოგიურად. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, 100 პროცენტით დარწმუნებულნი ვართ, რომ ადგილი იდეალურია, აქ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. აღფრთოვანებულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ დავბრუნდით საქართველოში“, – კანდიდო მოზი, მსოფლიო წყალსათხილამურო საბჭოს თავმჯდომარე.
ფიგურულ ციგურაობაში მილან-კორტინას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გუნდურ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა. საკვალიფიკაციო და ფინალური ეტაპების შედეგად ქართველმა სპორტსმენებმა 56 ქულა დააგროვეს. საქართველომ გუნდური ტურნირის ფინალში ისტორიაში პირველად იასპარეზა. გუნდური ტურნირის გამარჯვებული აშშ-ს ნაკრები გახდა, ვერცხლი იაპონიამ მოიპოვა, ბრინჯაოს კი იტალიის ნაკრები დასჯერდა. საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლამდე 4 ქულა დააკლდა.
ფინალში თავისუფალ პროგრამაში ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა 139.70 ქულა დააგროვა, ნიკა ეგაძემ - 154.79, ანასტასია გუბანოვამ - 140.17, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა კი თავისუფალ ცეკვაში 117.82 ქულა.
მილან-კორტინის ზამთრის ოლიმპიადაზე იმყოფება საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე. მინისტრი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვსა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად ქართველი სპორტსმენების ასპარეზობას ესწრებიან.
9 თებერვალს ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში ინდივიდუალური ასპარეზობები დაიწყება. საქართველოს ნაკრებიდან პირველს ყინულზე რიტმული ცეკვით დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილს ვიხილავთ.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
„ბორჯღალოსნებმა“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა გამართეს.
მეორე ტაიმში „ბორჯღალოსნებმა 7 ლელო დადეს. სულ მატჩის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა 8 ლელო გაიტანა და საბოლოო ანგარიში 54:3 გახდა.
ამ ანგარიშით საქართველოს ნაკრები A ჯგუფში პირველ ადგილზეა. შემდეგ მატჩს „ბორჯღალოსნები“ ნიდერლანდების ნაკრებთან ამსტერდამში, 15 თებერვალს გამართავს.